ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 თებერვალი, 2010


ზამთრის ხეები


ნოტიო დაისის მელნის ლურჯი ფერი ზავდება.
ნისლის საშრობზე ხეები გვანან
მცენარეთა ანაბეჭდებს.
მეხსიერება ფართოდ იშლება, და ხსოვნაში
ჯვრისწერათAა მთელი წყებაა.

მათ არ იციან აბორტები და მეძაობა,
ქალებს ჯობნიან,
იმტვერებიან უწვალბლად!
ქარებს გემოს უსინჯავენ, ფეხები არ აქვთ
გარდასულში წელამდე ჩაფლულთ.

ფრთებით სავსეა სულ სხვა სამყარო.
ყოველი მათგანი აქ ლედა არის.
ო, დედაო, ფოთლების და სიტკბოებისა,
ეს ღვთისმოსავი მოტირალნი ვინ არიან, რატომ
გალობენ ჩრდილები მტრედთა, მაგრამ ვერაფერს
ამსუბუქებენ.



სილვია პლათი

თარგმანი შოთა იათაშვილის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები