ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2010


უწყალოდ გამოწურული მტევნისა

        ღვიღვას  ცხედართან 
        უკანასკნელი  ღამისთევისას
        ნატირლებიდან

გულში  უხანჯლოდ  დამხანჯლე...
ბალღივით  ამაქვითინე...
აწი,  რაც  უნდა  ვიტირო,
მაინც  ვერ  გამოგიტირებ...

ცუდ  დროს  გვიმუხთლა  სიკვდილმა...
დაგვცოფა,  იმ  სასიკვდილემ...
აწი,  ბევრიც  რომ  ვიბღავლო,
მაინც  ვერ  გამოგიტირებ...

სიმწრის  ცრემლებით  დავთვერი...
სიმწრით  თითები  ვიტკვირე...
მაინც  რა  სენთან  იომე?..
ვაი,  რა  გული  იტკინე!..
აწი,  სულ  ცრემლად  რომ  ვიქცე,
მაინც  ვერ  გამოგიტირებ...

თუმც  არც  მწარეს  ჰგავს  ხუმრობას
მაგ  შავი  შუბლის  სიგრილე,
მაინც,  კუბოში  მწოლარეც,
მკვდარი  ვერ  წარმიგიდგინე...

ვიცი,  ეს  გული  საცაა
დედას  მეც  რომ  ამიტირებს...
-  ჯავრს,  ერთად  რომ  ვერ  ვჯობნიდით,
მარტო  რას  მივასიკვდილებ?!.

შენ  შენი  გაიხაზირე
და  ნირიც  არ  წაიხდინე...
-  ბრანწი  უჩვენე  სიკვდილსაც,
როგორც  ათასჯერ  -  სიფრთხილეს...
ახლა  გაღმიდან,  თითქოსდა,
ნიშნს  გვიგებ  ცნობამიხდილებს...

ნაღდზე  გადახდით  დაფარე
ვალები  ყველა  მევალის...
მიგაქვს
(გულის  წილ...)
უწყალოდ
გამოწურული  მტევანი...
...გასრულდა
გადარევებით
აღსავსე
ღამისთევანი...

17. 02. 1991


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები