ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2010


ვიმიზეზებ

მწვერვალებზე მზემ სხივებად ჩამოთოვა,
დილა გაწვა ჰორიზონტის კარიბჭესთან,
ეს დუმილი დაპირებად ჩამითვალე
ერთგულების. მეუფლება გარინდება
უეცარი. გადავადე ჭადრის ტოტსაც
ნოსტალგია. დამაქვს ფიქრი გაყოფილი
ტკივილებით. ქუჩამ ისევ დაიმორცხვა
მშვენებისგან - ატმის მწიფე ნაყოფივით.
არსებობის ახლაც ვდგავარ ცაიტნოტთან,
მახსოვს, როგორ ვსაუბრობდით სიმშვიდეზე,
არ ყოფილა თურმე ქვეყნად... საღამოა
ჩემი სულის სადარბაზო. (ვიმიზეზებ
უდროობას). აღარ მოვალ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები