ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2010


ბოშა

ხელისგულს აყოლებს მუქ მზერას,
დათვალა ხაზები, ერთიც და -
გადაკვეთს იქ, სადღაც ბოლოში,
სიცოცხლეს  სიკვდილის  ერთი ცდა...

ცრურწმენა დაარქვი თუ გინდა,
დაგვაწერს ბედს ხელზე ღმერთი და,
მერე კი მოხუცი ეს ბოშა
წარსულს და მომავალს ერთიან -

სურათად აღიქვამს,  თვალებიც,
ხანდახან ხელისგულს წყდებიან...
რას ხედავს, ვინ იცის...ჩვენ კიდევ,
შიშთან სულ ახლოს ვართ დღეიდან.

ეს პროფესიაა, სანამ კი -
მომავალს წინასწარ ელიან,
და ბოშაც ისევე ფულზე ცვლის,
წანაკითხს ბედნაწერ ხელიდან.

ლიკა ოხანაშვილი
13.02.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს