ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2008


კანტატა

ბოშები მღერიან კანტატას,
ირიბად იხურავ სომბრეროს,
ჰაერში თამბაქოს კვამლს ფანტავ,
მიდიხარ,
გულს გატან,
ოხერო!
მერე კი, შავთვალა ბებერი,
ხელისგულს მართმევს და
დასცქერის,
შუკები ვთვალე და მებევრა,
მაჯაზე პულსს ვეძებ,
გაფრენილს.
ეჰ,
როგორ გელოდნენ სახლები,
შენ კი, აედევნე თემშარას,
წვავ ლექსებს,
ვით ცოდვებს გამხელილს,
შეუჩნდი შენივე თავს შარად.
ჭორები ვრცელდება თანდათან,
მოხვალ და
სურვილებს ჩააცხრობ...
ბოშები მღერიან კანტატას,
შენ _ უდარდელობას თამაშობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები