ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2010


კანისფერი ყუთი

გამუდმებით, ერთი და იგივე სახეებით
გარშემორტყმული ვუსმენ ტირილს...
სიცილს...
და ვგრძნობ, რომ სრულებით არ მსურდა
ჩემთვის ჩაედოთ ეს ტვინი
რადგან არ მეფიქრა ღარიბებზე,
რომლებიც სხედან და მღერიან შიმშილზე.
არ მეფიქრა მდიდრებზე,
რომლებიც სხედან გაშეშებული სახეებით
და ფიქრობენ უფრო მეტზე.
(ერთმანეთს კი სულაც არ ექცევიან ერთნაირად).

ჩვენ ყველას ბრმას ვუწოდებთ,
და უკვე მერამდენედ ვუსმენთ მათ მოგდებულ ისტორიებს,
იმ მხრიდან, სადაც ჩვენი აზრით,
ადამიანები, ყოველ დილით,
ფსიქოლოგიურ რომანსებს უწერენ ერთმანეთს.
ნეტავ მარტოსულები რატომ არ გვქვია ყველას
ან ფიტულები?
მე ვიქეცი ვირტუალურ ტურისტად და
ეკრანის გავლით ვნახულობ, როგორ
აუპატიურებენ მოსკოვის მორგში მიტოვებული სულები ადამიანებს, უცნობი ფერით შეღებილ ოთახებში,.
რატომ უნდა ვხედავდე მაინცდამაინც ამ სურათს,
მაშინაც კი როცა, კედლები სიმშვიდით შემიღებეს.
მჯერა არსებობენ მაგისტრალები
სივრცეებს შორის და მეც გავუყვები
ამ გზას ძველი ველოსიპედით,
ყოველი შესვენებისას კი უკან გამოვიხედავ
და ალბათ ხმადაბლა ვიტყვი:

ნუ ჩარგავთ თავებს ერთმანეთის გულებში
ცისფერი ეკრანის გავლით.
დაძარით ავტომანქანები მაგისტრალებისკენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები