ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2010


ქისები

       
           

კვლავ მოფრენილან
-გაბერილი, ჩემი ქისები.
ჯერ  ტოტზე  ისხდნენ,
დაწყობილი რიგში მწკრივებად,
მერე კი ისე მძიმედ დაცვივდნენ,
თითქოს იყვნენ  მართლაც ქვისები.
გულში იმხელა სითბო შემოაქვთ,
რამხელა სითბოც ქრისტეს მოძღვრებას,
-კაცი თავიდან დაიწყებდა
ახალ ცხოვრებას.

რა იქნებოდა, რომ არ გვყავდეს
ეს ბეღურები?
ეს საყვარლები,
ეს თბილები,
ეს ერთგულები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები