ფიფქები, როგორც შენი ღიმილები, მოდიან უსასრულო ნიაღვარებად, სიშორე სულს დაღრღნის ტკივილებით, ლოდინით უსაზომოდ დავიღალები.
ათოვს მთებს, მაღლებს და შორეულებს, სპეტაკი მიტკლები ხარბად მი-მოსავენ, ილტოზე ხეობათა გზა-შარებს, ვწუხ, ჭირს, შეუძლებელია მი-მოსვლა.
დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ, ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს, სულ შენზე სიზმრები ავიჩემე, გფიქრობ, სოფლის წესებს შევეყარე ისევ.
კარგი იქნებოდა, რა მიჭირდა, ვიყო ამ სახლში და შენაც გვერდით მყავდე, მესმოდეს ხმა შენი ნაბიჯების, და როგორც მანდ მიყვარხარ, ისე მიყვარდე.
გარეთ კი ბარდნიდნენ ფანტელები, მერე რა, თუ სამყაროს მოვწყდებოდით სულაც, მისაჩუქრებდა დღის გათენება, ყოველთვის, შენს მშვენიერ და ძვირფას სურათს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
85. ძალიან ფაქიზი სულიერებით დაწერილი ლექსია... სინაზით და სიყვარულით ამავსო :) ძალიან-ძალიან კარგი ხარ, ავტორო :x ძალიან ფაქიზი სულიერებით დაწერილი ლექსია... სინაზით და სიყვარულით ამავსო :) ძალიან-ძალიან კარგი ხარ, ავტორო :x
84. სასიამოვნოა :) სასიამოვნოა :)
83. ფიფქები, როგორც შენი ღიმილები...
momewonaa kargiaaaa :) ფიფქები, როგორც შენი ღიმილები...
momewonaa kargiaaaa :)
82. მომწონს :) +5 მომწონს :) +5
81. მოკითხვა ოთარ რურუასგან:):):) მოკითხვა ოთარ რურუასგან:):):)
79. მოწყვეტილხარ და ეგ არის ნაპირი.
ვააა,შენ რა მაგარი ყოფილხარ? საიდან ამდენი ცოდნა? პირდაპირ გამაკვირვე ხომ იცი? :))) მოწყვეტილხარ და ეგ არის ნაპირი.
ვააა,შენ რა მაგარი ყოფილხარ? საიდან ამდენი ცოდნა? პირდაპირ გამაკვირვე ხომ იცი? :)))
78. ძალიან გამიხარდა შენი აქ აღმოჩენა, შენი მშვენიერი ლექსების ნახვა. მენატრებით ჩემი უნივერსიტეტელი მეგობრები. მადლობა ფიქრიანი კომენტარისთვის, ჩემს სარკმელში რომ დატოვე:-) ძალიან გამიხარდა შენი აქ აღმოჩენა, შენი მშვენიერი ლექსების ნახვა. მენატრებით ჩემი უნივერსიტეტელი მეგობრები. მადლობა ფიქრიანი კომენტარისთვის, ჩემს სარკმელში რომ დატოვე:-)
77. მოწყვეტილხარ და ეგ არის მოწყვეტილხარ და ეგ არის
76. მე ძალიან მომეწონა, ლამაზი ნატვრაა, ხანდახან მეც მჭირდება ამა ქვეყნიდან მოწყვეტა ;) გაიხარე მიშა. გაკოცე მე ძალიან მომეწონა, ლამაზი ნატვრაა, ხანდახან მეც მჭირდება ამა ქვეყნიდან მოწყვეტა ;) გაიხარე მიშა. გაკოცე
73. კარგიააააააააააააა! +5 :):):) კარგიააააააააააააა! +5 :):):)
70. ყველაზე მეტად ღიმილი მიყვარს, ანია! აი, ეროტს კი ვერ გავუგე ვერაფერი! :) ყველაზე მეტად ღიმილი მიყვარს, ანია! აი, ეროტს კი ვერ გავუგე ვერაფერი! :)
69. აი ჩემი ნაკვალევიც თქვენს ლექსზე ბატონო ილტოსპირელო, განვვლე ღიმილით ლექსის თავიდან მის ბოლომდე.
აი ჩემი ნაკვალევიც თქვენს ლექსზე ბატონო ილტოსპირელო, განვვლე ღიმილით ლექსის თავიდან მის ბოლომდე.
68. მგონი საკუთარ ნაწერში ეჭვი გეპარება მგონი საკუთარ ნაწერში ეჭვი გეპარება
67. დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ, ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს, სულ შენზე სიზმრები ავიჩემე, გფიქრობ, სოფლის წესებს შევეყარე ისევ.
ძალიან კარგია5555555 :) დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ, ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს, სულ შენზე სიზმრები ავიჩემე, გფიქრობ, სოფლის წესებს შევეყარე ისევ.
ძალიან კარგია5555555 :)
66. შენ კი ვერ დაიჭირე, მე ვერ დავიჭირე-მეთქი...ასე მინდოდა მომეწერა......;) შენ კი ვერ დაიჭირე, მე ვერ დავიჭირე-მეთქი...ასე მინდოდა მომეწერა......;)
65. მიშა, რაღაც ისეთი არ არის თითქოს.... ვერ დაიჭირე აქ ის მუსიკა.... შენებური.... თუმცა სახეობრივად სავსეა.....და ზოგჯერ პოეტს ასეთი განწყობა აქვს და რა გვინდა...... ;) მიშა, რაღაც ისეთი არ არის თითქოს.... ვერ დაიჭირე აქ ის მუსიკა.... შენებური.... თუმცა სახეობრივად სავსეა.....და ზოგჯერ პოეტს ასეთი განწყობა აქვს და რა გვინდა...... ;)
64. დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ, ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს, სულ შენზე სიზმრები ავიჩემე, გფიქრობ, სოფლის წესებს შევეყარე ისევ.
ეს ძალიან მომეწონა... :):) მთლიანობაშიც ლესი კარგია.... რითმა მოიკოჭლებს... :) +2 მაინც.... :) დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ, ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს, სულ შენზე სიზმრები ავიჩემე, გფიქრობ, სოფლის წესებს შევეყარე ისევ.
ეს ძალიან მომეწონა... :):) მთლიანობაშიც ლესი კარგია.... რითმა მოიკოჭლებს... :) +2 მაინც.... :)
63. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც შემოიხედა ამ მწირ შემოქმედებით სამყოფელში და თავისი გულის სითბო დატოვა ჩემს მობუზულ ლექსებთან!
მიხარია, სულიერ ძალასა და ენერგიას მმატებს, მეგობრებო, თქვენი უანგარო თანადგომა და სიტყვისადმი ქომაგობა!
სამწუხაროდ, საერთოდ ან თითქმის არ შემოდის ჩემს გვერდზე იუზერთა რაღაც გარკვეული ჯგუფი, რაც მხოლოდ გულს მწყვეტს და სინანულით მავსებს - მე ხომ, მიუხედავდავდ იმისა, გავუკრიტიკებივარ თუ არა ვინმეს, მაინც გულში წყენად არასოდეს არაფერი ჩამიდია და ყოველთვის, როცა კი ამისი ფიზიკური საშუალება მქონია, აბსოლუტურად ყველასთან შევდივარ და ჩემს შეფასებას ვტოვებ!
არ წყალობენ ჩემს ნაცოდვილარს:
ლუბა ელიაშვილი დებორა ნუციკო დეკანოზიშვილი ნეკერა ზევსის დაქალი ნინო ნადირაძე /მზე მწველიძე/ როი დემეტრიუსი გიო ზედვაკელი ნიკა ჩერქეზიშვილი სანდრო დგვარელი ბექა ოთანაძე ბექა აბუთიძე
ეს არის ხალხი, ვისაც, ასე თუ ისე, ფიზიკურად, ვიცნობ, მიცნობენ და წარმოუდგენელია, არ აინტერესებდეთ, რა დავწერე ახალი ნაწარმოების სახით, მაგრამ რატომღაც, ჩემდა გასაკვირად, მათი ნაკვალევი ჩემს ლექსებთან მათი შემოსვლისთანავე გულდასაწყვეტად ქრება...
ცხადია, მე არავის ვაძალებ რაიმეს და ამისი უფლება არც მაქვს არანაირად, ოღონდ ძალიან კი მაინტერესებს ხოლმე სწორედ მათი აზრი და ჩაფიქრებითაც ხშირად ჩავფიქრებულვარ ამ საკითხზე, მაგრამ პასუხი ვერასოდეს მიპოვია კითხვაზე - რატომ?..
:))) უღრმესი მადლობა ყველას, ვინც შემოიხედა ამ მწირ შემოქმედებით სამყოფელში და თავისი გულის სითბო დატოვა ჩემს მობუზულ ლექსებთან!
მიხარია, სულიერ ძალასა და ენერგიას მმატებს, მეგობრებო, თქვენი უანგარო თანადგომა და სიტყვისადმი ქომაგობა!
სამწუხაროდ, საერთოდ ან თითქმის არ შემოდის ჩემს გვერდზე იუზერთა რაღაც გარკვეული ჯგუფი, რაც მხოლოდ გულს მწყვეტს და სინანულით მავსებს - მე ხომ, მიუხედავდავდ იმისა, გავუკრიტიკებივარ თუ არა ვინმეს, მაინც გულში წყენად არასოდეს არაფერი ჩამიდია და ყოველთვის, როცა კი ამისი ფიზიკური საშუალება მქონია, აბსოლუტურად ყველასთან შევდივარ და ჩემს შეფასებას ვტოვებ!
არ წყალობენ ჩემს ნაცოდვილარს:
ლუბა ელიაშვილი დებორა ნუციკო დეკანოზიშვილი ნეკერა ზევსის დაქალი ნინო ნადირაძე /მზე მწველიძე/ როი დემეტრიუსი გიო ზედვაკელი ნიკა ჩერქეზიშვილი სანდრო დგვარელი ბექა ოთანაძე ბექა აბუთიძე
ეს არის ხალხი, ვისაც, ასე თუ ისე, ფიზიკურად, ვიცნობ, მიცნობენ და წარმოუდგენელია, არ აინტერესებდეთ, რა დავწერე ახალი ნაწარმოების სახით, მაგრამ რატომღაც, ჩემდა გასაკვირად, მათი ნაკვალევი ჩემს ლექსებთან მათი შემოსვლისთანავე გულდასაწყვეტად ქრება...
ცხადია, მე არავის ვაძალებ რაიმეს და ამისი უფლება არც მაქვს არანაირად, ოღონდ ძალიან კი მაინტერესებს ხოლმე სწორედ მათი აზრი და ჩაფიქრებითაც ხშირად ჩავფიქრებულვარ ამ საკითხზე, მაგრამ პასუხი ვერასოდეს მიპოვია კითხვაზე - რატომ?..
:)))
62. ვეთანხმები სოსოს!!! გაიხარე შენა!!! ვეთანხმები სოსოს!!! გაიხარე შენა!!!
61. კარგი იქნებოდა, რა მიჭირდა, ვიყო ამ სახლში და შენაც გვერდით მყავდე, მესმოდეს ხმა შენი ნაბიჯების, და როგორც მანდ მიყვარხარ, ისე მიყვარდე.
უბადლო მიჯნური და პოეტი! კარგი იქნებოდა, რა მიჭირდა, ვიყო ამ სახლში და შენაც გვერდით მყავდე, მესმოდეს ხმა შენი ნაბიჯების, და როგორც მანდ მიყვარხარ, ისე მიყვარდე.
უბადლო მიჯნური და პოეტი!
60. მოკითხვა უძლიერეს ავტორს გრაფინიასგან მოკითხვა უძლიერეს ავტორს გრაფინიასგან
59. ნიჭიერ ადამიანს ყველაფერი კარგად გამოსდისო :)
ჭკვიანმა კაცმა თქვა ეს და დავუჯეროთ
კარგი ლექსია, ბატონო მიშა, ნუ მიაქცევთ სხვებს ყურადღებას.
ნიჭიერ ადამიანს ყველაფერი კარგად გამოსდისო :)
ჭკვიანმა კაცმა თქვა ეს და დავუჯეროთ
კარგი ლექსია, ბატონო მიშა, ნუ მიაქცევთ სხვებს ყურადღებას.
58. მიშა მაგარია.... ოღონდ ილტოსპირელი . :):)) მოგიკითხეთ ბატონო მიშა დიდი პატივისცემით მიშა მაგარია.... ოღონდ ილტოსპირელი . :):)) მოგიკითხეთ ბატონო მიშა დიდი პატივისცემით
57. ექსპერიმენტები კარგია,
გვაქვს უთვალავი ფერითა
ძალიან კარგ ავტორს მოკითხვა! +2!!! ექსპერიმენტები კარგია,
გვაქვს უთვალავი ფერითა
ძალიან კარგ ავტორს მოკითხვა! +2!!!
56. ძალიან განსხვავებული, ორიგინალური და მე ვიტყოდი (თუ ვინმეს ჩემი აზრი აინტერესებს), ქართული ლექსია! ქართული - ამ ენის მდიდარი სალაროდან ამოკრეფილი მარგალიტების გამოყენების გამო! თუნდაც სიტყვა "გფიქრობ", გენიალური სიტყვაა, უფრო გენიალურ კონტექსტში ნახმარი:
დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ, ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს, სულ შენზე სიზმრები ავიჩემე, გფიქრობ, სოფლის წესებს შევეყარე ისე.
ყველაზე ძალიან მე პირადად სწორედ ეს სიტყვა მომეწონა."გფიქრობ!"- ნამდვილი პოეტური და მე ვიტყოდი, ჯადოსნური სიტყვაა! დიდებული მიგნებაა!
რაც შეეხება ლექსის რიტმს, ლექსი ნამდვილად არ არის თანაბარრიტმიანი, რაც ლექსის მინუსად არ უნდა ითვლებოდეს.
მოკლედ, მე ძალიან მომეწონა ეს განსხვავებულ-რიტმიან-ფორმიან-ნათქვამიანი ლექსი და სხვისი არ ვიცი!
ძალიან განსხვავებული, ორიგინალური და მე ვიტყოდი (თუ ვინმეს ჩემი აზრი აინტერესებს), ქართული ლექსია! ქართული - ამ ენის მდიდარი სალაროდან ამოკრეფილი მარგალიტების გამოყენების გამო! თუნდაც სიტყვა "გფიქრობ", გენიალური სიტყვაა, უფრო გენიალურ კონტექსტში ნახმარი:
დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ, ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს, სულ შენზე სიზმრები ავიჩემე, გფიქრობ, სოფლის წესებს შევეყარე ისე.
ყველაზე ძალიან მე პირადად სწორედ ეს სიტყვა მომეწონა."გფიქრობ!"- ნამდვილი პოეტური და მე ვიტყოდი, ჯადოსნური სიტყვაა! დიდებული მიგნებაა!
რაც შეეხება ლექსის რიტმს, ლექსი ნამდვილად არ არის თანაბარრიტმიანი, რაც ლექსის მინუსად არ უნდა ითვლებოდეს.
მოკლედ, მე ძალიან მომეწონა ეს განსხვავებულ-რიტმიან-ფორმიან-ნათქვამიანი ლექსი და სხვისი არ ვიცი!
55. სულ შენზე სიზმრები ავიჩემე..."ჩემი სიზმრები კი მავნე ჩვევებია"ეს ფრაზა გამახსენდა...მე მჭირს სუ აჩემებები,თოვასავით მელოდიური იყო :) სულ შენზე სიზმრები ავიჩემე..."ჩემი სიზმრები კი მავნე ჩვევებია"ეს ფრაზა გამახსენდა...მე მჭირს სუ აჩემებები,თოვასავით მელოდიური იყო :)
54. ძალიან მაგარი!
5 ძალიან მაგარი!
5
53. გენაცვალე მიშა... !ძალიან მომწონს!
5 გენაცვალე მიშა... !ძალიან მომწონს!
5
52. დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ, ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს, სულ შენზე სიზმრები ავიჩემე...
სიზმარა ჩამოსულა მთიდაან!!! :) :-* თავისი ლამაზი ლექსებიით!!! :-* მოგვენატრეოო შენი პროფესიული დისკუსიებიით :) ;) :-P
დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ, ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს, სულ შენზე სიზმრები ავიჩემე...
სიზმარა ჩამოსულა მთიდაან!!! :) :-* თავისი ლამაზი ლექსებიით!!! :-* მოგვენატრეოო შენი პროფესიული დისკუსიებიით :) ;) :-P
50. ლამაზი ლექსია, ნატვრიანი :) ლამაზი ლექსია, ნატვრიანი :)
49. ათოვს მთებს, მაღლებს და შორეულებს, სპეტაკი მიტკლები ხარბად მი-მოსავენ, ილტოზე ხეობათა გზა-შარებს, ვწუხ, ჭირს, შეუძლებელია მი-მოსვლა.
ალბათ ერთხელ მაინც უნდა გქონდეს მთა ჩანასუნთქი აქ რომ იგრძნო ;;)
5!
ათოვს მთებს, მაღლებს და შორეულებს, სპეტაკი მიტკლები ხარბად მი-მოსავენ, ილტოზე ხეობათა გზა-შარებს, ვწუხ, ჭირს, შეუძლებელია მი-მოსვლა.
ალბათ ერთხელ მაინც უნდა გქონდეს მთა ჩანასუნთქი აქ რომ იგრძნო ;;)
5!
48. ფიფქები, როგორც შენი ღიმილები, მოდიან უსასრულო ნიაღვარებად, სიშორე სულს დაღრღნის ტკივილებით, ლოდინით უსაზომოდ დავიღალები.
სულ შენზე სიზმრები ავიჩემე..... ფიფქები, როგორც შენი ღიმილები, მოდიან უსასრულო ნიაღვარებად, სიშორე სულს დაღრღნის ტკივილებით, ლოდინით უსაზომოდ დავიღალები.
სულ შენზე სიზმრები ავიჩემე.....
47. სიშორე სულს დაღრღნის ტკივილებით, ლოდინით უსაზომოდ დავიღალები.
:) სიშორე სულს დაღრღნის ტკივილებით, ლოდინით უსაზომოდ დავიღალები.
:)
46. ლამაზია, მომეწონა.
''გარეთ კი ბარდნიდნენ ფანტელები, მერე რა, თუ სამყაროს მოვწყდებოდით სულაც, მისაჩუქრებდა დღის გათენება, ყოველთვის, შენს მშვენიერ და ძვირფას სურათს.''
გილოცავ დავითობას, ძია. ლამაზია, მომეწონა.
``გარეთ კი ბარდნიდნენ ფანტელები, მერე რა, თუ სამყაროს მოვწყდებოდით სულაც, მისაჩუქრებდა დღის გათენება, ყოველთვის, შენს მშვენიერ და ძვირფას სურათს.``
გილოცავ დავითობას, ძია.
45. გილოცავ დავითობასა! მივანდოთ თავი თრობასა! სიმშვიდის შენარჩუნება შვებას შემატებს ყოფასა!
გილოცავ დავითობასა! მივანდოთ თავი თრობასა! სიმშვიდის შენარჩუნება შვებას შემატებს ყოფასა!
44. ათოვს მთებს, მაღლებს და შორეულებს,
დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ, ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს,
5555555555
ათოვს მთებს, მაღლებს და შორეულებს,
დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ, ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს,
5555555555
43. ილტოსპირელს გაუმარჯოს ლექსის ჭექა-მოხევაში, კაფიების ტყორცნაში და დიაცების მოხვევნაში.
!
ილტოსპირელს გაუმარჯოს ლექსის ჭექა-მოხევაში, კაფიების ტყორცნაში და დიაცების მოხვევნაში.
!
42. ყველაფერი შედარებითია...ახლა მასე აღარ მეტყველებენ, ესეიგი....:) ყველაფერი შედარებითია...ახლა მასე აღარ მეტყველებენ, ესეიგი....:)
41. ლელას:
გამაწბილე და ეგ არის!
სამწუხაროდ, არც ეგ სიტყვებია არქაიზმები (იხ. ა. შანიძე, ქართული ენა, VI კლასის სახელმძღვანელო, 1989 წ. გვ. 13).
ამჯერად მეტს ვერაფერს ვიტყვი!
ლელას:
გამაწბილე და ეგ არის!
სამწუხაროდ, არც ეგ სიტყვებია არქაიზმები (იხ. ა. შანიძე, ქართული ენა, VI კლასის სახელმძღვანელო, 1989 წ. გვ. 13).
ამჯერად მეტს ვერაფერს ვიტყვი!
40. ილტოსპირელს სალამი! დავითობას გილოცავთ!
ილტოსპირელს სალამი! დავითობას გილოცავთ!
39. გარეთ კი ბარდნიდნენ ფანტელები, მერე რა, თუ სამყაროს მოვწყდებოდით სულაც, მისაჩუქრებდა დღის გათენება, ყოველთვის, შენს მშვენიერ და ძვირფას სურათს.
მეც მომეწონა! :) გარეთ კი ბარდნიდნენ ფანტელები, მერე რა, თუ სამყაროს მოვწყდებოდით სულაც, მისაჩუქრებდა დღის გათენება, ყოველთვის, შენს მშვენიერ და ძვირფას სურათს.
მეც მომეწონა! :)
38. "დავიღალები." "მი-მოსავენ," მეტი არ ყოფილა :) იმიტომაც დავწერე 5 ილია ვერ ვიქნები ერთი უბრალო მიზეზის გამო: მე ქალი ვარ :) მაპატიეთ მკრეხელობა...:)
"დავიღალები." "მი-მოსავენ," მეტი არ ყოფილა :) იმიტომაც დავწერე 5 ილია ვერ ვიქნები ერთი უბრალო მიზეზის გამო: მე ქალი ვარ :) მაპატიეთ მკრეხელობა...:)
36. ლელა-65-ს:
კაი გამარჯობა და მოკითხვა შენ! :)
ახლა კიდენა: აბა, მითხარი, უფრო კონკრეტულად, რომელი სიტყვებია ამ ჩემს აჩემებულ ლექსში არქაული? - ამომიწერე და დამიკოპირე აქვე, მეც მაინტერესებს!
სროლით კი მხოლოდ ილიებს ესვრიან! :) ლელა-65-ს:
კაი გამარჯობა და მოკითხვა შენ! :)
ახლა კიდენა: აბა, მითხარი, უფრო კონკრეტულად, რომელი სიტყვებია ამ ჩემს აჩემებულ ლექსში არქაული? - ამომიწერე და დამიკოპირე აქვე, მეც მაინტერესებს!
სროლით კი მხოლოდ ილიებს ესვრიან! :)
35. და 5 დავწერე აქ :) და 5 დავწერე აქ :)
34. ახლა მე ვამბობ, ახლა მე ვიტყვი ;) ლექსი იმდენად განსხვავებულია სტილით, ანუ განსხვავდება მიშას სხვა ლექსებისგან... მე მომეწონა ეს და რომ არა რამოდენიმე არქაული სიტყვა, რომელიც საშინლად არ მოუხდა თანამედროვე სტილს ნამდვილად კმაყოფილი დავრჩებოდი:) იმდენად მოიტანა ემოცია .... არ მესროლოთ რა....;) ახლა მე ვამბობ, ახლა მე ვიტყვი ;) ლექსი იმდენად განსხვავებულია სტილით, ანუ განსხვავდება მიშას სხვა ლექსებისგან... მე მომეწონა ეს და რომ არა რამოდენიმე არქაული სიტყვა, რომელიც საშინლად არ მოუხდა თანამედროვე სტილს ნამდვილად კმაყოფილი დავრჩებოდი:) იმდენად მოიტანა ემოცია .... არ მესროლოთ რა....;)
33. მე მომეწონა, გაიხარეთ! მე მომეწონა, გაიხარეთ!
32. "დამტკიცება-დაკანონება" არაფერ შუაშია. ნუ გააზვიადებთ:) მარცვლებთან დაკავშირებით, არც კი მიხსენებია სიტყვა - “მხოლოდ”.
"ჩემი აზრით, ერთი პოეტის ყველა ლექსი თემატურად და ფერსიფიკაციულად როდესაც სულ ერთ თარგზეა მოჭრილი, ეს ამ შემოქმედს საშინლად მოსაწყენს ხდის!"
ამაში გეთანხმებით.
და მაინც, არ ვთვლი, რომ ეს ლექსი ერთ-ერთი საუკეთესოა თქვენებიდან. მხოლოდ მისმა შინაარსმა განმაწყო დადებითად.:)
"დამტკიცება-დაკანონება" არაფერ შუაშია. ნუ გააზვიადებთ:) მარცვლებთან დაკავშირებით, არც კი მიხსენებია სიტყვა - “მხოლოდ”.
"ჩემი აზრით, ერთი პოეტის ყველა ლექსი თემატურად და ფერსიფიკაციულად როდესაც სულ ერთ თარგზეა მოჭრილი, ეს ამ შემოქმედს საშინლად მოსაწყენს ხდის!"
ამაში გეთანხმებით.
და მაინც, არ ვთვლი, რომ ეს ლექსი ერთ-ერთი საუკეთესოა თქვენებიდან. მხოლოდ მისმა შინაარსმა განმაწყო დადებითად.:)
31. ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო, - თქვა თეამ ეს ძველი ქართული ანდაზა და გამოსახა ფორმულა, რომელიც მარცვალთა არათანაბარ განაწილებას აჩვენებს ჩემს უბედურ ლექსში :)
მაგრამ ვინ დაამტკიცა ან დააკანონა, რომ პოეზია, კოვნენციურ ლექსში, მხოლოდ მარცვალთა თანაბარ განწილებას გულისხმობს?
ჩემი აზრით, ერთი პოეტის ყველა ლექსი თემატურად და ფერსიფიკაციულად როდესაც სულ ერთ თარგზეა მოჭრილი, ეს ამ შემოქმედს საშინლად მოსაწყენს ხდის!
ამიტომაა, რომ მსგავს წვრილმანებს ხშირად ყურადღებასაც კი არ ვაქცევ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები თავადაც მშვენიცრად ვიცი და, ვთქვა სიმართლე, სულაც არ მეხატება გულზე!
მე მაინც სრული შემოქმედებითი თავისუფლების მომხრე ვარ - აქედან გამომდინარე ჩემი ლოიალიზმი სამწერლო ცხოვრების მრავალფეროვნებისადმი და განსხვავებული მიმდინარეობებისადმი სრული ტოლერანტობა!..
მსიამოვნებს პროფესიულ დისკუსიაში მონაწილეობა!
:))) ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო, - თქვა თეამ ეს ძველი ქართული ანდაზა და გამოსახა ფორმულა, რომელიც მარცვალთა არათანაბარ განაწილებას აჩვენებს ჩემს უბედურ ლექსში :)
მაგრამ ვინ დაამტკიცა ან დააკანონა, რომ პოეზია, კოვნენციურ ლექსში, მხოლოდ მარცვალთა თანაბარ განწილებას გულისხმობს?
ჩემი აზრით, ერთი პოეტის ყველა ლექსი თემატურად და ფერსიფიკაციულად როდესაც სულ ერთ თარგზეა მოჭრილი, ეს ამ შემოქმედს საშინლად მოსაწყენს ხდის!
ამიტომაა, რომ მსგავს წვრილმანებს ხშირად ყურადღებასაც კი არ ვაქცევ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები თავადაც მშვენიცრად ვიცი და, ვთქვა სიმართლე, სულაც არ მეხატება გულზე!
მე მაინც სრული შემოქმედებითი თავისუფლების მომხრე ვარ - აქედან გამომდინარე ჩემი ლოიალიზმი სამწერლო ცხოვრების მრავალფეროვნებისადმი და განსხვავებული მიმდინარეობებისადმი სრული ტოლერანტობა!..
მსიამოვნებს პროფესიულ დისკუსიაში მონაწილეობა!
:)))
30. მოგიკითხეთ ბატონო მიშა..... :)
ძალიან კარგია, ეს დღე კიდევ ერთხელ გამილამაზა თქვენმა ამ ლექსმა.... გაიხარეთ!!!!
ათოვს მთებს, მაღლებს და შორეულებს, სპეტაკი მიტკლები ხარბად მი-მოსავენ, ილტოზე ხეობათა გზა-შარებს, ვწუხ, ჭირს, შეუძლებელია მი-მოსვლა.
მოგიკითხეთ ბატონო მიშა..... :)
ძალიან კარგია, ეს დღე კიდევ ერთხელ გამილამაზა თქვენმა ამ ლექსმა.... გაიხარეთ!!!!
ათოვს მთებს, მაღლებს და შორეულებს, სპეტაკი მიტკლები ხარბად მი-მოსავენ, ილტოზე ხეობათა გზა-შარებს, ვწუხ, ჭირს, შეუძლებელია მი-მოსვლა.
29. ილტოსპირელი მოვიკითხე და 5ქულა! ილტოსპირელი მოვიკითხე და 5ქულა!
28. გავიგე თბილისშიც მოუთოვია. მოგიკითხეთ მისა ბატონო! გავიგე თბილისშიც მოუთოვია. მოგიკითხეთ მისა ბატონო!
27.
რახან არ იშლით, უფრო დავაკონკრეტებ:
11-12-11-12
11-12-10-11
11-12-10-10
10-12-10-12
10-13-10-12
მას გარდა, არის ინტონაციური ამოვარდნებიც. სმენა კარგი მაქვს, ამ მხრივ:)
ვინ გაპატიებს
რომ მთაწმინდაზე ახვიდე რიდით, თუნდაც ცოტათი შენამთრალევი, დაჯდე, იფიქრო... -ცოდვაა დიდი და იმსახურებ დარხრას თვალების!..
რომ კარს მომდგარნი მეგობრად სთვალო, რომ ლხინში უცებ დარდი გეწვიოს, რომ ყალბ ცხოვრებას არ ენაცვალო და მოლოდინით ჭვრეტდე ზეციონს...
ვინ გაპატიებს, გაფიცებ ძმობას, შე საცოდავო, ცამდეც მართალო, პოეტი რომ ხარ, ისიც გეყოფა, სიცოცხლე ტანჯვით უნდა ატარო!..
ვინ გაპატიებს, გიყვარდეს ისე, არ ჰყვარებია როგორც არავის, თუ დაიბადე პოეტის ჯიშზე, შენთვის საშველი ქვეყნად არ არის
აქვე თქვენივე ლექსი, რომელიც ძალიან მომწონს. (თანაბარრიტმიან სტრიქონთა ნიმუშად):)

26. :) მერე რა, თუ სამყაროს მოვწყდებოდით სულაც,
არა პირიქით.... :) მერე რა, თუ სამყაროს მოვწყდებოდით სულაც,
არა პირიქით....
25. თეას:
ეს ლექსი სწორედაც რომ ერთ რიტმშია (თქვენი სიტყვებით, "არეულ რიტმში") დაწერილიც და ასევ იკითხება კიდეც! :) თეას:
ეს ლექსი სწორედაც რომ ერთ რიტმშია (თქვენი სიტყვებით, "არეულ რიტმში") დაწერილიც და ასევ იკითხება კიდეც! :)
24. "რას ნიშნავს არეული რიტმი? აბა, უფრო მდაბლად, ანუ უფრო მდაბიურად, ანუ უფრო კონკრეტულად (ისე, მე ფილოლოგი ვარ სპეციალობით) ამიხსენი!
მაშ, როგორიღაა, ან რომელია "დალაგებული რიტმი"?!."
- ბატონო მიშა, რატომ მეკითხებით იმას, რაც თავადაც კარგად მოგეხსენებათ?!:)
"თუ გასაგებად ვერ ვთქვი, მაშინ იქნებ თავად შენ მითხრა, რატომ "ნიაღვრებად-დავიღალები" არაა?"
- თუნდაც იმიტომ, რომ პირველი სტროფის ბწკარები თანაბარმარცვლიანი იყოს და უფრო მელოდიური.
ლექსი ერთ რიტმში უფრო სასიამოვნო წასაკითხია, ხომ?! ჩემთვის - კი...:) "რას ნიშნავს არეული რიტმი? აბა, უფრო მდაბლად, ანუ უფრო მდაბიურად, ანუ უფრო კონკრეტულად (ისე, მე ფილოლოგი ვარ სპეციალობით) ამიხსენი!
მაშ, როგორიღაა, ან რომელია "დალაგებული რიტმი"?!."
- ბატონო მიშა, რატომ მეკითხებით იმას, რაც თავადაც კარგად მოგეხსენებათ?!:)
"თუ გასაგებად ვერ ვთქვი, მაშინ იქნებ თავად შენ მითხრა, რატომ "ნიაღვრებად-დავიღალები" არაა?"
- თუნდაც იმიტომ, რომ პირველი სტროფის ბწკარები თანაბარმარცვლიანი იყოს და უფრო მელოდიური.
ლექსი ერთ რიტმში უფრო სასიამოვნო წასაკითხია, ხომ?! ჩემთვის - კი...:)
23. დაისს:
არა. რაჭული შაშხი ჯობია-მეთქი, ქრისტიანო :))) დაისს:
არა. რაჭული შაშხი ჯობია-მეთქი, ქრისტიანო :)))
22. დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ, ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს, სულ შენზე სიზმრები ავიჩემე, 5 დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ, ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს, სულ შენზე სიზმრები ავიჩემე, 5
21. ოჰ, ვიცი, ეგენი, რაც უნდა მედგას, რაჭული არ არის აუცილებელი...კახურითაც მშვენივრად გამოდის...იყოს "ფეჩი"...ნამდვილი კახური ლორი არაფრით ჩამოუვარდება რაჭულს, მეტი თუ არ არის... ოჰ, ვიცი, ეგენი, რაც უნდა მედგას, რაჭული არ არის აუცილებელი...კახურითაც მშვენივრად გამოდის...იყოს "ფეჩი"...ნამდვილი კახური ლორი არაფრით ჩამოუვარდება რაჭულს, მეტი თუ არ არის...
20. დაისს:
ოღონდ არა "ფეჩში", არამედ ბუხარში მაინც სხვა მუღამი აქვს, თან თუ იქვე პატარა ტაბლაც გიდგათ კახური საფერავითა და დედას პურითა და რაჭული შაშხით! :)))) დაისს:
ოღონდ არა "ფეჩში", არამედ ბუხარში მაინც სხვა მუღამი აქვს, თან თუ იქვე პატარა ტაბლაც გიდგათ კახური საფერავითა და დედას პურითა და რაჭული შაშხით! :))))
19. სწორად დამიწერია და რას მერჩით? "შეციებულში" მე გაყინული ხელებით აკრეფილი ტექსტი ვიგულისხმე და კორექტურული შეცდომები რიტმიდან ამოვარდნის მიზეზად ჩავთვალე...თუ ეს პოეტურად ბუნებრივი მდგომარეობაა, იყოს, ჩემი პრობლემა არ არის...გრამატიკულად, ქართული სიტყვების გამარტივებაც შეიძლება და გართულებაც...ნებისმიერი კონტექსტიდან ამოგდებულ ცალკეულ სიტყვას შეიძლება ქონდეს გრამატიკული და აზრობრივი დატვირთვა :) :) :) ნეტა ყველა ლექსების წერით თბებოდეს, არც ბუნებრივი აირი დაგვჭირდებოდა არც დენი, ბუხარიც შეშის გარეშე აგუზგუზდებოდა.... უიმე,რანაირად მინდა ახლა ცეცხლის დანთება...ან ბუხარში, ან სოფლის "ფეჩში"... სწორად დამიწერია და რას მერჩით? "შეციებულში" მე გაყინული ხელებით აკრეფილი ტექსტი ვიგულისხმე და კორექტურული შეცდომები რიტმიდან ამოვარდნის მიზეზად ჩავთვალე...თუ ეს პოეტურად ბუნებრივი მდგომარეობაა, იყოს, ჩემი პრობლემა არ არის...გრამატიკულად, ქართული სიტყვების გამარტივებაც შეიძლება და გართულებაც...ნებისმიერი კონტექსტიდან ამოგდებულ ცალკეულ სიტყვას შეიძლება ქონდეს გრამატიკული და აზრობრივი დატვირთვა :) :) :) ნეტა ყველა ლექსების წერით თბებოდეს, არც ბუნებრივი აირი დაგვჭირდებოდა არც დენი, ბუხარიც შეშის გარეშე აგუზგუზდებოდა.... უიმე,რანაირად მინდა ახლა ცეცხლის დანთება...ან ბუხარში, ან სოფლის "ფეჩში"...
18. ემილის:
აი, ახლა მესმის თქვენი!
არ "წაგეკითხათ"!
ეს უკვე შეფასებაა და, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ლოგიკურიც იმიტომ, რომ ეს ლექსი თავისი რიტმით, რითმით, მუსიკით, ინტონაციითა და ლექსიკით, ასე ვთქვათ, ცოტათი "მძიმეა", ჩემს სხვა ლექსებთან შედარებით, ერთგვარად "ძნელადსაკითხავი ლექსია"!
:))) ემილის:

17. ისევ დაისს:
ზემოთ გამომრჩა ამ შენიშვნაზე "გფიქრობ, თუ ვფოქრობ?" პასუხი!
რა თქმა უნდა, "გ ფ ი ქ რ ო ბ"!
და აღარ მკითხოთ, რატომო?
უბრალოდ, ქართული ენაა ასეთი მდიდარი ბუნების, ჩვენს ზმნებს მრავალფეროვნებისა და მრავალშინაარსობრიობის ამოუწურავი მარაგი აქვს, ელემენტალურად, მის სიღრმეებსა და შესაძლებლობეში შეღწევის ნიჭი, ალღო და ინტუიციაა პოეტისათვის ძალზედ საჭირო!
:))))
ისევ დაისს:

16. მიშკა, ლექსების წერა არ გამოგდის, ფილოლოგი ყოფილხარ შე კაი კაცო, წადი ილტოში და დაიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა..
ილტოში გაქაჩამ ...
მიშკა, ლექსების წერა არ გამოგდის, ფილოლოგი ყოფილხარ შე კაი კაცო, წადი ილტოში და დაიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა..
ილტოში გაქაჩამ ...
15. უბრალოდ სხვებთან შედარებით არ მომეწონა. არ წამეკითხა კარგად... მე მომიტევეთ. :) უბრალოდ სხვებთან შედარებით არ მომეწონა. არ წამეკითხა კარგად... მე მომიტევეთ. :)
14. ემილის:
თეასი მესმის!
დაისის მესმის!
თქვენი არ მესმის! (თუმცა, თქვენიც მესმის!.. :) ) ემილის:
თეასი მესმის!
დაისის მესმის!
თქვენი არ მესმის! (თუმცა, თქვენიც მესმის!.. :) )
13. არ მომეწონა. სხვები უფრო... :) არ მომეწონა. სხვები უფრო... :)
12. დაისს:
:)))) გულწრფელად გამეცინა თქვენს კომენტარზე, განსაკუთრებით მის იმ ნაწილზე, სადაც ამბობთ: შეციებულზე დაწერილს გავსო! :)))
რიტმზე თეას დავუსვი კონტრშეკითხვები და ალბათ არ დამზარდება პასუხს!
ამიტომ თქვენ აღარაფერს გეტყვით იგივეზე!
თუმცა ერთი საგულისხმო ფრაზა კი წამოგცდათ "რიტმი თვალშისაცემად არის არეული, რაღაც ასე ჩანს..."-ო.
მართალია, რიტმი შეგენებულად არის არეულ-დარეული, როგორც ამას ჩვენი მშვენიერი თეა იტყოდა, მაგრამ ვინ წაართვა პოეტს უფლება, წეროს ისეთი რიტმით, როგორც თავად სურს!? ან ვინ და როდის განსაზღვრა და დააკანონა, რომ ესა და ეს რიტმი უფრო "კარგია" და "ლამაზია", ვიდრე ის, მეორე, ანუ "არეულიო'?
რაც შეეხება "შენაც, თუ შენც"-ს, რამდენადაც მახსოვს, ელემენტალურ გრამატიკის სახელმძღვანელოშიც კი წერია, რომ ამ ნაცვალსახელის ორივე ფორმა, პარალელურად, კანონზომიერი და სრულუფლებიანია, უბრალოდ, მგონი, ერთს გავრცობოლო, ხოლო მეორეს გაუვრცობელი ფორმა ქვია და მეტი არაფერი!
რაც შეეხება "შეციებულზე ლექსების წერას", ესეც, ჩემი მოკლე ჭკუით, გაუფუყავი, გაუზულუქებელი პ ო ე ტ ი ს თ ვ ი ს სრულიად ჩვეულებრივი, მეტად ბუნებრივი მდგომარეობაა! როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ლექსი ხომ სწორედ მაშინ იბადება, როდესაც ან ძალიან გცივა, ან ძალიან გცხელა, ან ძალიან გიხარია, ან ძალიან გტკივა და ა. შ. და ა. შ. ასე, რომ... დაისს:
:)))) გულწრფელად გამეცინა თქვენს კომენტარზე, განსაკუთრებით მის იმ ნაწილზე, სადაც ამბობთ: შეციებულზე დაწერილს გავსო! :)))
რიტმზე თეას დავუსვი კონტრშეკითხვები და ალბათ არ დამზარდება პასუხს!
ამიტომ თქვენ აღარაფერს გეტყვით იგივეზე!
თუმცა ერთი საგულისხმო ფრაზა კი წამოგცდათ "რიტმი თვალშისაცემად არის არეული, რაღაც ასე ჩანს..."-ო.
მართალია, რიტმი შეგენებულად არის არეულ-დარეული, როგორც ამას ჩვენი მშვენიერი თეა იტყოდა, მაგრამ ვინ წაართვა პოეტს უფლება, წეროს ისეთი რიტმით, როგორც თავად სურს!? ან ვინ და როდის განსაზღვრა და დააკანონა, რომ ესა და ეს რიტმი უფრო "კარგია" და "ლამაზია", ვიდრე ის, მეორე, ანუ "არეულიო`?
რაც შეეხება "შენაც, თუ შენც"-ს, რამდენადაც მახსოვს, ელემენტალურ გრამატიკის სახელმძღვანელოშიც კი წერია, რომ ამ ნაცვალსახელის ორივე ფორმა, პარალელურად, კანონზომიერი და სრულუფლებიანია, უბრალოდ, მგონი, ერთს გავრცობოლო, ხოლო მეორეს გაუვრცობელი ფორმა ქვია და მეტი არაფერი!
რაც შეეხება "შეციებულზე ლექსების წერას", ესეც, ჩემი მოკლე ჭკუით, გაუფუყავი, გაუზულუქებელი პ ო ე ტ ი ს თ ვ ი ს სრულიად ჩვეულებრივი, მეტად ბუნებრივი მდგომარეობაა! როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ლექსი ხომ სწორედ მაშინ იბადება, როდესაც ან ძალიან გცივა, ან ძალიან გცხელა, ან ძალიან გიხარია, ან ძალიან გტკივა და ა. შ. და ა. შ. ასე, რომ...
11. თეას:
რას ნიშნავს არეული რიტმი? აბა, უფრო მდაბლად, ანუ უფრო მდაბიურად, ანუ უფრო კონკრეტულად (ისე, მე ფილოლოგი ვარ სპეციალობით) ამიხსენი!
მაშ, როგორიღაა, ან რომელია "დალაგებული რიტმი"?!.
"დავიღალები" ცოცხალი სამეტყველო-სალიტერატურო ფორმაა, კლასიკური პოეზიიდანაც ბლომად შეიძლება მსგავსი, ერთი შეხედვით "ხელოვნური" (ამ შემთხვევაში, შენი აზრით, ალბათ, მარცვალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით!) მაგალითების მოყვანა!
თუ გასაგებად ვერ ვთქვი, მაშინ იქნებ თავად შენ მითხრა, რატომ "ნიაღვრებად-დავიღალები" არაა?
:))) თეას:

10. ხო, რიტმი თვალშისაცემად არის არეული, რაღაც ასე ჩანს...ნიაღვარებად_ დავიღალები; უსაზომოდ _უზომოდ? გფიქრობ, თუ ვფოქრობ?
ვიყო ამ სახლში და შენაც გვერდით მყავდე, _ შენაც, თუ შენც?...
რაღაც შეციებულზეა დაწერილი მგონი ეს ლექსი...:) ბუხართან ჯდომას კი, არაფერი ჯობია, მასეთი პეიზაჟის ფონზე...ოღონდ რეალურად :) :) :)
ხო, რიტმი თვალშისაცემად არის არეული, რაღაც ასე ჩანს...ნიაღვარებად_ დავიღალები; უსაზომოდ _უზომოდ? გფიქრობ, თუ ვფოქრობ?
ვიყო ამ სახლში და შენაც გვერდით მყავდე, _ შენაც, თუ შენც?...
რაღაც შეციებულზეა დაწერილი მგონი ეს ლექსი...:) ბუხართან ჯდომას კი, არაფერი ჯობია, მასეთი პეიზაჟის ფონზე...ოღონდ რეალურად :) :) :)
9. კარგია, მაგრამ არეული რიტმი რომ არ იყოს, უკეთესი იქნებოდა, მგონი.
და, რატომა არა _ "ნიაღვრებად-დავიღლები" ?:) კარგია, მაგრამ არეული რიტმი რომ არ იყოს, უკეთესი იქნებოდა, მგონი.
და, რატომა არა _ "ნიაღვრებად-დავიღლები" ?:)
8. 5555საოცარი ხარ .... 5555საოცარი ხარ ....
7. აუF,აუF ეს რა იყო მიშკა?
:D :D :D
ვერა მიშკა ვერა, როგორ წვალობ და არ გამოგდის არა :D
პატივისცემით სანო : ))
არ მელოდი? :D:D აუF,აუF ეს რა იყო მიშკა?
:D :D :D
ვერა მიშკა ვერა, როგორ წვალობ და არ გამოგდის არა :D
პატივისცემით სანო : ))
არ მელოდი? :D:D
6. :)კარგია...
მოგიკითხეთ
5 :)კარგია...
მოგიკითხეთ
5
5. კარგი იქნებოდა, რა მიჭირდა, ვიყო ამ სახლში და შენაც გვერდით მყავდე, მესმოდეს ხმა შენი ნაბიჯების, და როგორც მანდ მიყვარხარ, ისე მიყვარდე.:)
კარგი იქნებოდა, რა მიჭირდა, ვიყო ამ სახლში და შენაც გვერდით მყავდე, მესმოდეს ხმა შენი ნაბიჯების, და როგორც მანდ მიყვარხარ, ისე მიყვარდე.:)
4. მერე რა, თუ სამყაროს მოვწყდებოდით სულაც... მერე რა, თუ სამყაროს მოვწყდებოდით სულაც...
3. კარგი იქნებოდა, რა მიჭირდა, ვიყო ამ სახლში და შენაც გვერდით მყავდე, მესმოდეს ხმა შენი ნაბიჯების, და როგორც მანდ მიყვარხარ, ისე მიყვარდე. ჩემი განწყობის...5555555555555 კარგი იქნებოდა, რა მიჭირდა, ვიყო ამ სახლში და შენაც გვერდით მყავდე, მესმოდეს ხმა შენი ნაბიჯების, და როგორც მანდ მიყვარხარ, ისე მიყვარდე. ჩემი განწყობის...5555555555555
2. დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ, ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს, სულ შენზე სიზმრები ავიჩემე, გფიქრობ, სოფლის წესებს შევეყარე ისე.
რა კარგი ლექსია, გაიხარეთ ამ დილას ჩემი გახარებისთვის :) დუმილის სამყაროში ჩავრჩენილვარ, ბუხრები ძველს ახრჩოლებენ ყალიონებს, სულ შენზე სიზმრები ავიჩემე, გფიქრობ, სოფლის წესებს შევეყარე ისე.
რა კარგი ლექსია, გაიხარეთ ამ დილას ჩემი გახარებისთვის :)
1. ათოვს მთებს, მაღლებს და შორეულებს, სპეტაკი მიტკლები ხარბად მი-მოსავენ, ილტოზე ხეობათა გზა-შარებს, ვწუხ, ჭირს, შეუძლებელია მი-მოსვლა.
5 მოგიკითხეთ ბატონო მიშა ათოვს მთებს, მაღლებს და შორეულებს, სპეტაკი მიტკლები ხარბად მი-მოსავენ, ილტოზე ხეობათა გზა-შარებს, ვწუხ, ჭირს, შეუძლებელია მი-მოსვლა.
5 მოგიკითხეთ ბატონო მიშა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|