რა უჩვეულო ფერი გამოჰყვა ამ გაზაფხულზე ცხენისწყლის ჭალებს!.. - ზემოთ თუ ქვემოთ, გაღმა, გამოღმა, მირიად ტონში მღეროდა მწვანე...
რა იყო მაინც, ენა ვერ იტყვის... ამ საოცრებას ან რა ბადებდა... - მოაპრილე ცის ადგა ცხენისწყლის ჭალებს ნათელი შარავანდედად!..
ვით ამოსული მზეზე ორმოდან, ამ ნათელხილვას თვალებს ვაჩვევდი, თვალი რომ ვჰკიდე (- როგორ მორბოდა!..) ხარისთვალებით ტერფებდაჩხვლეტილს...
არა, არ იყო ეს მოლანდება და ასეთ წამებს ღმერთიმც ჰფარავდეს!.. - ათასში ერთხელ ამონათლდება წუთი ასეთი კუბოს კარამდე...
გაოფლილ ბეჭებს მზე უმშრალებდა, ქარივით ქროლვის საღერღელაშლილს და მისი მზერაც მზის მხურვალებად ენთო აპრილის დიდ სიმღერაში...
(ცას დაკაწრული მკერდი უთრთოდა რკინის ფრინველის გასმული ბჭყალით... ძირს კი უნაღვლო სტვენით ირთობდა თავს ნიავქარი ცხენისწყლის ჭალის...
თუმც ვინ ეტყოდა მაშინ ბოგანოს, თუ რა ღადარი ჩემში გაღვივდა?!. ან გული ასე რად მიბორგავდა, ან ტანზე ეკლებს რისგან მაყრიდა...).
ფეხშიშველი და თანგარუჯული, მორბოდა ფართოდ თვალგახელილი... გულდაკაწრული ცა კი უჩუმრად ეფერებოდა დედის ხელივით...
მუხლმოუღლელს და ნათლისფრთებიანს უმღერდა თურმე ეს მზიანეთი!.. - ო, რა გიჟურად მოგვნატრებია, ჩემო ბიჭუნავ, ჩვენ ერთმანეთი?!.
ამ ველ-მინდვრების პირმშოვ ალალო, ცრემლო ამ ჭალის დაღლილ ძეწნების, რად მივსდევთ ერთურთს, თუ, სავალალოდ, მაინც ვერასდროს ვერ დავეწევით?!.
შენს მზის უღელში გაყოფილ კისერს ეფინოს უფლის მზერა კეთილი, რომ ამ ჭალებში დარბიხარ ისევ, ხარისთვალებით ტერფდაჩხვლეტილი!..
1976
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. თუმც ვინ ეტყოდა მაშინ ბოგანოს, თუ რა ღადარი ჩემში გაღვივდა?!. ან გული ასე რად მიბორგავდა, ან ტანზე ეკლებს რისგან მაყრიდა...).
55555 თუმც ვინ ეტყოდა მაშინ ბოგანოს, თუ რა ღადარი ჩემში გაღვივდა?!. ან გული ასე რად მიბორგავდა, ან ტანზე ეკლებს რისგან მაყრიდა...).
55555
15. სიცოცხლის ენერგიით სავსეა ყველა შენი ლექსი.555555555 სიცოცხლის ენერგიით სავსეა ყველა შენი ლექსი.555555555
14. რად მივსდევთ ერთურთს, თუ, სავალალოდ, მაინც ვერასდროს ვერ დავეწევით?!.
დილა მშვიდობის და მოგიკითხეთ ძია იმო. რად მივსდევთ ერთურთს, თუ, სავალალოდ, მაინც ვერასდროს ვერ დავეწევით?!.
დილა მშვიდობის და მოგიკითხეთ ძია იმო.
13. არა მე ლექისის ბოლოს ველოდეი თარიღს 1802 წელი არა მე ლექისის ბოლოს ველოდეი თარიღს 1802 წელი
12. ...1976 :) სამყაროს გაჩენამდე... ჩემთვის :) და ამით უფრო მიმზიდველი ... სერიოზულად ...1976 :) სამყაროს გაჩენამდე... ჩემთვის :) და ამით უფრო მიმზიდველი ... სერიოზულად
11. მაგარი ხარ, იმო! ალალად ვამბობ! ძალიან მაგარი! მაგარი ხარ, იმო! ალალად ვამბობ! ძალიან მაგარი!
9. საყვარელია! +++ საყვარელია! +++
8. მაგარი ხარ ლომო! გაიხარე! მაგარი ხარ ლომო! გაიხარე!
7. 5555555
სულ კარგებია ყოველთვის! :) და მირიადი მოკითხვები! 5555555
სულ კარგებია ყოველთვის! :) და მირიადი მოკითხვები!
6. გაოფლილ ბეჭებს მზე უმშრალებდა, ქარივით ქროლვის საღერღელაშლილს და მისი მზერაც მზის მხურვალებად ენთო აპრილის დიდ სიმღერაში...
კარგია შეხვედრა ბავშვობასთან და "შეხვედრა ბავშვობასთან"... გაოფლილ ბეჭებს მზე უმშრალებდა, ქარივით ქროლვის საღერღელაშლილს და მისი მზერაც მზის მხურვალებად ენთო აპრილის დიდ სიმღერაში...
კარგია შეხვედრა ბავშვობასთან და "შეხვედრა ბავშვობასთან"...
5. კარგია... 5! კარგია... 5!
4. მოგიკითხეთ ბატონო იმო :) მოგიკითხეთ ბატონო იმო :)
3. გაოფლილ ბეჭებს მზე უმშრალებდა..
5!
გაოფლილ ბეჭებს მზე უმშრალებდა..
5!
2. ცას დაკაწრული მკერდი უთრთოდა რკინის ფრინველის გასმული ბჭყალით... ძირს კი უნაღვლო სტვენით ირთობდა თავს ნიავქარი ცხენისწყლის ჭალის...
ცას დაკაწრული მკერდი უთრთოდა რკინის ფრინველის გასმული ბჭყალით... ძირს კი უნაღვლო სტვენით ირთობდა თავს ნიავქარი ცხენისწყლის ჭალის...
1. "შენს მზის უღელში გაყოფილ კისერს ეფინოს უფლის მზერა კეთილი, რომ ამ ჭალებში დარბიხარ ისევ, ხარისთვალებით ტერფდაჩხვლეტილი!.." :):):) "შენს მზის უღელში გაყოფილ კისერს ეფინოს უფლის მზერა კეთილი, რომ ამ ჭალებში დარბიხარ ისევ, ხარისთვალებით ტერფდაჩხვლეტილი!.." :):):)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|