/ქუჩებზე ტექნიკური მარილი დაყარესო, გამოაცხადეს.../
რა ვქნა, თუ დღემდე ეს სურვილი ვერ მოვიშორე? მოაპობს ქუჩებს მარილიანს თეთრი ”ლექსუსი”, შენ დგახარ ქარში, აკვირდები ფერმკრთალ სიშორეს, მე კი ლექსს ვუცდი.. კამკამებს ბოთლში კონიაკი - აპერიტივი... დღეს - იუბილარს - თავნებობაც გეპატიება, მოვიდა შენი თებერვალი, მე კი მარტი ვარ, გავწვიმდები და მოგიჩითავ სიზმრებს იებით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|