ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2011


მე დავიბადე

მე დავიბადე
-------------------------
მოგესალმებით დიდს და პატარას
მე დავიბადე!
ეხლა დაიწყებთ ქეიფს სმა-ჭამას
ვიცი დილამდე,
მე ვერ გავუძლებ ამდენ რამეს
ჩამეძინება,
ისედაც ბევრი გამაწვალეს
ამ ექიმებმა!
ჩემო მშობელო ქალბატონო
დიდი მადლობა,
ჩემთვის ამ ტკივილს, რომ უძლებდი
რომ ჰყავ წყალობა.
ჩემი პატარა სულგრძელობით
გიწოდებ დედას!
ეს დიდი კაცი ვინ არის, რომ
ჩემს კოცნას ბედავს?!
თქვენი ქმარია… მე ბოდიში,
მაშ იყოს მამა,
მაგის კისერზე იყოს ჩემი
ჩაცმა და ჭამა.
მარტო ცხოვრებას რა აზრი აქვს
მაჩუქეთ ძმები,
რომ ჩემს ოცნებებს უფრო მყარად
შევასხა ფრთები
ჭამეთ, დალიეთ, სუფრა გულით
გამიმართია,
მე დავიბადე ასეთი რამ იშვიათია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები