 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: იუმორისტული 20 თებერვალი, 2010 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დღე არ გავა საიტზე, ერთი-ორი დიდებული, კარგი, არც ისე, თუ უარესი მიძღვნა არ დაიდოს. ნამეტანი პოპულარულია ეს ჟანრი ურაკპარაკზე. ამ მხრივ მე და ჰარირამა ობლად ვგრძნობდით თავს. ოდა-მიძღვნის არც ადრესატი ვყოფილვართ და არც ავტორი, "მისდღემჩი". გადავწყვიტე დავარღვიო "უსამართლობა" და ეს ნაამბობი ჰარირამას მივუძღვნა. მშვიდობაში მოგახმაროს ჰარირამა! შენზე ძვირფასი ვინ მყავს მე?!
p.s. ჰა - რი -კოო! ვიცი ეს მიძღვნა - საჩუქარი ერთობ რომ გეამება და სიკეთის, სიკეთით გადახდის სურვილს გაგიჩენს, ნუ შეწუხდები ბატონო, ბევრჯერ ვარ შენგან პატივნაცემი და ნუ მოცდები ჩემთვის. გეყურება, ყაძახო?!
,,ეს ცხოვრება გვალიამ, სულ ქალებში გალია. არ დაინდო ცუცა, ქეთო, დარია და ვალია. გადირიენ რა ვნახეთო: ელპიტე და გალია - თავის თავზე ორჯერ დიდი, შარვალში აქვს გვალიას. ...................................... .......................................
იყო ასეთი, რომ ვთქვა - ნამეტანი პოპულარულიო, არ ვიქნები მართალი, მაგრამ გარკვეულ წრეებში, საკმაოდ ცნობილი სიმღერა, უწინ. დიომიდე გვალიას, უფრო სწორედ მისი სხეულის ,,მშვენებას და სიამაყეს", რომ ეძღვნებოდა და ლამის მეხუთე კიდურივით დასთრევდა, ის ნიფხავში გასახმობი. ისე, ამ შუაღამისას დიომიდე რამ გამახსენა? ნორმალური ვარ ახლა მე? ეჰ, არ უნდა დაუჯერო რა ქალს არაფერი! - ,,ბელაია გარიაჩკა" დაგემართება წვეთი არ დალიო მეტი! - ფეხაკრეფით განჯინასთან მიპარულს, ისე დამკივლლა ზურგს უკნიდან ცოლმა, მოულოდნელობისგან ბოთლი გამივარდა ხელიდან. ვზივარ ახლა და ასე მშრალად გამოვდივარ ნაბახუსევზე. ესაა საქმე? ნასვამზე ჭინკების მოლანდება არ მერჩივნა, ფხიზელზე - დიომიდე გვალიას საოხრეზე ფიქრს? დამელია 200 გრამი კონიაკი? მეც არხეინად შევწვებოდი ლოგინში და თქვენც არ მოცდებოდით იმ სისულელის კითხვით, წინ რომ გიდევთ ახლა.
* * * წარმოშობით საიდან იქნებოდა დიომიდე ბატონი, გვარის დაბოლოებაზეც მიხვდებოდით ალბათ. ვეტექიმი გახლდათ პროფესიით. ერთი ჩვეულებრივი, არც სხვაზე ჭკვიანი და არც მასზე უტვინოზე უარესი. დადიოდა ყოველ სამუშაო დღეს ვეტპუნქტში, იშვიათად გამოძახებებზეც და ავად თუ კარგად, ეწეოდა თავის პროფესიულ მოვალეობას. თვის დასაწყისში, სხვებივით იღებდა ხელფას, გაწეული სამსახურისთვის კი სამ და ხუთმანეთიანებს. მოკლედ ერთი ჩვეულებრივი, კომუნიზმის შენების ფერხულში ჩაბმული მუშაკი გახლდათ დიომიდე, 200 მილიონზე მეტი რომ იყო, იმ დროინდელ საბჭოთა კავშირში. სწავლა-განათლებით, საქმიანობით, ფიქრებით და ყოველდღიური საზრუნავით იყო ჩვეულებრივი ვეტექიმი თორემ, ზემოთ რომ მოგახსენეთ იმით გამორჩეულიც გახლდათ და თითით საჩვენებელიც. მოთხოვნა და გამოყენება, იცოცხლე მრავალი ჰქონდა ჩვენი გმირის სიამაყეს, მარა ქირქილის, შაყირის, თუ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნის საბაბიც არაერთხელ გამხდარა. ზამთარ-ზაფხულ კოჭებამდე ქვედა საცვალი გეცვას, როგორია? ,,პარაშუტი" ნიფხვის ჩაცმა, ოცნებად ჰქონდა გადაქცეული. სახლში "ბაღნებს" შემთხვევით "იმისთვის" რომ მოეკრათ, თვალი, სად მიდიოდა მერე? - მეურნეობაში ხარი თუ არ უვარგათ, გვალიასთან მიყავთ დასამაკებლად ფურებიო! - გაიძახოდა ზოგიერთი პირმყრალი. ჯარში, "სტროი.ბატ"-ში მსახურობისას გავარდა პირველად, დიომიდეს ვეებერთელა მეგობრის ამბავი. "სანჩასტში," სამედიცინო შემოწმებისას, თვალები კოკარდის ზემოთ აუვარდა ოფიცერს. - ნუ სალდატ, ტი დაიოშ? ბროს კირკუ ი ლაპატუ, ჩლენომ კაპაი ბლიად, ლუჩშე პალუჩიტსია!!! როგორ ფიქრობთ, იქ მყოფ მედდებს გამორჩებოდათ, პერმის ოლქში, საქართველოდან ჩამოსული ბაჯაღლო ოქროს ზოდის ამბავი? არა. ამიტომაც იყო, თითქმის სამი წლის მანძილზე, დილით კაზარმებს რომ აშენებდა, ჯარისკაცი გვალია, ღამით კი - მორიგე, თუ ყარაულში მყოფი, ოფიცერ-პრაპორშიკების ოჯახებს. ჯარში გასუქებული კაცი მე არ მინახავს, მაგრამ შინ დაბრუნებული დიომიდესგან მხოლოდ "ის" და ჩექმები იყო დარჩენილი. 21 წლის კაცი, სახლში ისევ ტაშტში ხომ არ იბანავებდა? ვის ჰქონდა იმ დროს სოფელში აბაზანა? რაიონულ ცენტრში იყო აბანო და ნაჯარისკაცარიც იქ მიდიოდა შაბათობით, ჭუჭყის მოსაშორებლად. არც მის იქ გამოჩენას მოჰყოლია ნაკლები ფორორი. ზოგიერთმა სულელმა ნაცნობებშიც მიიტანა ეს ამბავი. მიიტანა და კარგი ტურაც დაიჭირა. მარტო რუსზე კი არ იყო გვალიას ბუღა დაგეშილი?! არ მითხრათ ახლა, ჩვენ არ გვყავდა "ისეთი" ქალებიო? კაი ბატონო, დაგეთანხმებით, თითს მოვკაკვავ და ბოდიშსაც მოგიხდით თუ გნებავთ, მარა, სანთლით რომ ეძებო, ერთ-ორს ხომ იპოვი? ჰოდა, იმ რაიონშიც გამოჩდა ერთი-ორი და ცოტა მეტიც, ასეთი ქალი. მერე იყო და ქალაქში წამოვიდა სასწავლებლად. ზოოვეტში ჩააბარა წარმატებით. სტუდენტის მშობლებს არ უჭირდათ მაინცდამაინც და ბიჭი ერთ უშვილო ოჯახში დააყენეს მდგმურად. ოჯახის უფროსი რკინიგზელი იყო, ცოლი შინ საქმიანობდა. ისეთი ღვთისნიერი ქალი აღმოჩნდა დიასახლისი, პირველი სემესტრის მერე, ქირას აღარ ართმევდა მდგურის მშობლებს. - რას ამბობთ, ფულს როგორ გამოგართმევთ, ანგელოზივით ბავშვია, ხან მაღაზიაში გამეგზავნება, ხან ბაზარში, მაგით გვიდგას სულიო. ის კი არა, სწავლა რომ დაამთავრა და შინ ბრუნდებოდა, ცრემლს ვერ იკავებდა საწყალი. - - ტალახის საზელად როგორ გავუშვა ქალაქში დაკაცებული ბავშვიო. ბოლოს იუგოსლავური კოსტუმი უყიდა და ისე გამოამგზავრა სოფელში. მოკლედ, ჯერ რუსეთში იმსახურა, შემდეგ თბილისში ისწავლა და ბოლოს ისევ თავის რაიონს დაუბრუნდა დიომიდე გვალია, ამჯერად საბოლოოდ. დაიწყო მუშაობა, მოიყვანა ცოლი, ზრდიდა სამ ქალიშვილს და ცხოვრობდა ისე, როგორც შეეძლო და რის საშუალებაც ჰქონდა. ქორწილში, დასაფლავებაზე ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე თუ მოუწევდა სადმე წასვლა, თორემ ისე, ან სამსახურში იყო, ან სახლში, ან სადმე იქვე შეყუჟული. ასე მშვიდად და ერფეროვნად მიდიოდა ცხოვრება, სასურველ ან ვერ აცილებულ სექსუალურ თავგადასავლებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში.
ინდიკო ბერულავამ მოკრძალებით, შეაღო არისტო შვანგირაძეს კაბინეტის კარი. ინდიკო ასპირანტი გახლდათ, არისტო - პათ.ანატომიის კათედრის პროფესორი - ერთობ დაფასებული და თავის საქმეზე დიდად შეყვარებული მეცნიერი. საკუთარი ხელით, კაბინეტში მუზეუმი ჰქონდა მოწყობილი და ამ საშვილიშვილო საქმით, საფუძვლიანად ამაყობდა კიდეც. თუ დამწყები მედიკოსებისთვის რამე საინტერესო პათოლოგიას წააწყდებოდა არისტო შვანგირაძე, ჩადებდა ქილაში დაასხამდა სპირტს, წაიღებდა კაბინეტში და შემოდებდა მუზეუმის თაროზე, თვალსაჩინოებისთვის. ხშირად, ამა თუ იმ ორგანოს შესაძენად, საკუთარი ჯიბიდან გადაუხდია ფული. ინდიკო, ჯერ არისტოს სტუდენტი იყო, შემდეგ მისი ასპირანტი და პროფესორის ღვაწლი და გატაცება არ ეცოდინებოდა? - შეიძლება ნიკალაევიჩ? - ხმადაბლა ჰკითხა ბერულავამ, ექსპონატების თვალიერებაში გართულ პროფესორს. - მობრძანდი ინდიკო! როგორ მიდის თემის საქმე? ხომ მივიწევთ წინ? - დიახ, ნიკალაევიჩ, თქვენი დახმარებით გავდივარ მგონი ბოლოში. მაგრამ ახლა სხვა საქმესთან დაკავშირებით გაწუხებთ... - ბრძანე ბატონო. - დიომიდე გვალიაზე თუ გსმენიათ რამე? - დიომიდე გვალია? ექიმია? პათ.ანატომო არ უნდა იყოს?! - არა, ბატონო, ვეტექიმი იყო, ჩვენთან ცხოვრობდა რაიონში. გუშინ გარდაცვლილა თურმე... - უჰ, ღმერთმა აცხონოს! წასვლას აპირებ და გაგათავისუფლო გინდა? როდის ჩამოხვალ? ვინ იყო შენი? - ჩემი არაფერი იყო, ვიცნობდი უბრალოდ. თუ წავედი, ორშაბათ დილას აქ ვიქნები, მაგრამ თქვენც ხომ არ წამობრძანდებით-მეთქი, ვიფიქრე. - დალოცვილო, ჩემი ნათესავი არ იყოო და რა მინდა უცხო კაცის სატირალში, თან ამ სიშორეს? - თქვენ რომ დაგაინტერესებთ და მუზეუმსაც დაამშვენებს, ისეთი რამ ჰქოდა ცხონებულს? - რა კაცო? - დაინტერესდა პათანატომი. - უხერხული კია მაგრამ, ასე ამბობენ, მუხლს ქვემოთ სწვდებოდა თურმე პენისი. - მუხლს ქვემოთო?!! ახლა ნუ გადამრევ თუ კაცი ხარ?!! - მე პირადად არ მინახავს, მაგრამ მთელი სოფელი ასე ლაპარაკობს. - იმის თრევას მოუკლავს ის გაჭირვებული! - დაასკვნა არისტომ და შუბლზე მომდგარი ცივი ოფლი, ცხვირსახოცით შეიმშრალა. - გამომართვი ფული და ორი ბილეთი აიღე საერთაშორისო ვაგონში. დღესვე მივდივართ, ზეგ თბილისში უნდა ვიყო. ინდიკოს ფული არ გამოურთმევია ,,ნიკალაევიჩისთვის", ერთად კი იმგზავრეს მატარებლით. ეჰ, საცოდავი გვალია! ცოცხალი იყო და დიომიდეზე მეტად შარვალში რომ ედო ის აინტერესებდა ხალხს, მოკვდა და მის საპატივსაცემოდ კი არა, ისევ იმ შეჩვენებულის სანახავად მოდიოდნენ თბილისიდან პროფესორი და მეზობელ ოჯახში გაზრდილი ასპირანტი. რა უთხრეს, რას დაპირდნენ და როგორ დაითანხმეს ინდიკომ და არისტო ბატონმა, გარდაცვლილის ჭირისუფლები ამპუტაციაზე, ვერაფერს გეტყვით, ამაზე დუმს მემატიანე. ასე-იყო, თუ ისე, ძვირფასი ალაფით ხელდამშვენებული არისტო შვანგირაძე, სასწრაფოდ, ავტობუსით გამოემგზავრა ქალაქში, - ,,ნამეტანი ცხელა და იშვიათი საექსპონატო მასალა არ გამიფუჭდესო". გვარიანი დაღამებული იყო თბილისს რომ ჩამოაღწია პროფესორმა. ასეთ დროს სამსახურში მისვლას აზრი არ ჰქონდა. გადაწყვიტა სახლში წასულიყო და დილამდე მაცივარში შეენახა, სამლიტრიან ქილაში ძლივს ჩატენილი, გარდაცვლილი დიომიდეს ტვირთი, ღირსება და სიამაყე. ასეც მოიქცა. მგზავრობით დაღლილს მალე ჩაეძინა კიდეც.
- დედაა!!! დიომიდე გვალია მომკვდარა!!!! - მაცივრის კართან მდგარი ცოლის დამდუღრულმა კივილმა, უთენია წამოაგდო ლოგინიდან არისტო შვანგირაძე.
* * *
"........................................... ........................................... ამ ქვეყნად რომ გვალიამ არ გაუშვა ქალია, იმიტომაც წააწყვიტეს, იქ არ მოგვჭრას თავია..."
შუა კუპლეტები არა, მაგრამ ასე რომ მთავრდებოდა, კი მახსოვს ის სიმღერა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
50. :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
რავარი ამაგდარი ყოფილა ეს შვანგირაძე, დაენანა დავიწყებას მისცემოდა გვალია ღირსებითურთ :))))
ზოგს კეფაზე წითელი ხალით ცნობებ, ზოგს კი თურმე რითიიიიიი :)))))
* * *
+ + +
დამსახურებული ქება თხრობის მანერას და იუმორის გრძნობას.
:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
რავარი ამაგდარი ყოფილა ეს შვანგირაძე, დაენანა დავიწყებას მისცემოდა გვალია ღირსებითურთ :))))
ზოგს კეფაზე წითელი ხალით ცნობებ, ზოგს კი თურმე რითიიიიიი :)))))
* * *
+ + +
დამსახურებული ქება თხრობის მანერას და იუმორის გრძნობას.
49. სად დაიკარგე,კახ? გამოჩნდი ,ქენი სიკეთე :| სად დაიკარგე,კახ? გამოჩნდი ,ქენი სიკეთე :|
48. =)) მანდილოსნებო არ შემოხვიდეთ აქ =))
ხედავ რა ამბები მოუწყვიათ ჩარირამას და ჩა-რა-ლე-ს?! :D:D:D:D
ვბჟირვარ,გეფიცებით :)) =)) =)) მანდილოსნებო არ შემოხვიდეთ აქ =))
ხედავ რა ამბები მოუწყვიათ ჩარირამას და ჩა-რა-ლე-ს?! :D:D:D:D
ვბჟირვარ,გეფიცებით :)) =))
47. მაგარია... ვიხალისე :) ტრაგიკომედიაა ფაქტიურად :) მაგარია... ვიხალისე :) ტრაგიკომედიაა ფაქტიურად :)
45. :D აუ გაიხარეეეე!!!! :D აუ გაიხარეეეე!!!!
44. ფინალმა დაგლიჯა.... :)
555 ფინალმა დაგლიჯა.... :)
555
43. ნამეტნავად ვისიამოვნე მეც იმ ,,საოხრეზე".....მონაყოლით. :D :D :D :D ნამეტნავად ვისიამოვნე მეც იმ ,,საოხრეზე".....მონაყოლით. :D :D :D :D
41. :D:D:D::D:D: უუუუფფფ გაუხარე სჰენ ჰარალე:) კარგი იყო :D:D:D::D:D: უუუუფფფ გაუხარე სჰენ ჰარალე:) კარგი იყო
39. ამ ქვეყნად რომ გვალიამ არ გაუშვა ქალია, იმიტომაც წააწყვიტეს, იქ არ მოგვჭრას თავია..." )))))))))))))))))))))))))))55555555 ამ ქვეყნად რომ გვალიამ არ გაუშვა ქალია, იმიტომაც წააწყვიტეს, იქ არ მოგვჭრას თავია..." )))))))))))))))))))))))))))55555555
37. მოკითხვა კაი კაცს... მოკითხვა კაი კაცს...
36. მეც ჯერ თამრიკოსი წავიკითხე და მერე შემოვედი აქ... :) ბრავო ორივეს... ან ოთხივეს... იმათ - ტვირთის ტარებისთვის და თქვენ - ამბნის ჩვენამდე მოტანისთვის! :))))))) 5 მეც ჯერ თამრიკოსი წავიკითხე და მერე შემოვედი აქ... :) ბრავო ორივეს... ან ოთხივეს... იმათ - ტვირთის ტარებისთვის და თქვენ - ამბნის ჩვენამდე მოტანისთვის! :))))))) 5
35. :) გავიპარები ახლა, თვარა...ასთე ყოლიფერზე მასხრობა რავა იქნება...... გავიგუდე სიცილით.....:) :) გავიპარები ახლა, თვარა...ასთე ყოლიფერზე მასხრობა რავა იქნება...... გავიგუდე სიცილით.....:)
34. მოკლედ =)) გავედი მე აქედან და დავიძინე , თუ არა სუნთქვა მიჭირს, ჯერ იყო და ქალბატონი თამარის მოძღვნა წავიკითხე, მერე ეს =)) გაიხარეთ ორივემ რაც მე დღეს ვიცინე =)) მოკლედ =)) გავედი მე აქედან და დავიძინე , თუ არა სუნთქვა მიჭირს, ჯერ იყო და ქალბატონი თამარის მოძღვნა წავიკითხე, მერე ეს =)) გაიხარეთ ორივემ რაც მე დღეს ვიცინე =))
33. ეს ორივე, "დიომიდეც" და "შოთა ძიაც" - ამობეჭდილი წამაკითხა თამრიკომ... მოკლედ, ბრავო! 5 ეს ორივე, "დიომიდეც" და "შოთა ძიაც" - ამობეჭდილი წამაკითხა თამრიკომ... მოკლედ, ბრავო! 5
32. ხუთი თავიდანვე დავწერე ამ ნაწერში, როცა დაიდო
წავიკითხე და ბევრი ვიცინე უამრავი ფრაზა ამშვენებს ნაწერს და წარმოაჩენს ავტორის დიდ სამწერლო ნიჭს, როგორც იუმორში, ისე ზოგადად.
"დილით კაზარმებს რომ აშენებდა, ჯარისკაცი გვალია, ღამით კი - მორიგე, თუ ყარაულში მყოფი, ოფიცერ-პრაპორშიკების ოჯახებს. " ეს რუსები მაინც გამორჩენაზე რომ არიან, როდისღა უნდა დაესვენა? :) აგერ ბუკიას ვერსიაში კახელ დიომიდეს ნემენცი ქალები გადაყვნენ ზედ . ცივ ნიავს და გესტაპოს ოფიცრებს ( კაცებს ) არ აკარებდნენ თურმე :D
" ბოდიშსაც მოგიხდით თუ გნებავთ, მარა, სანთლით რომ ეძებო, ერთ-ორს ხომ იპოვი?" :D ჰა -ჰა სამს :D ჩვენთან მეტს ვერა :) დანარჩენი რუსეთში და უკრაინაში :)
"- იმის თრევას მოუკლავს ის გაჭირვებული! - დაასკვნა არისტომ " :D :D :D :D :D
დამსახურებული 5 ხუთი თავიდანვე დავწერე ამ ნაწერში, როცა დაიდო
წავიკითხე და ბევრი ვიცინე უამრავი ფრაზა ამშვენებს ნაწერს და წარმოაჩენს ავტორის დიდ სამწერლო ნიჭს, როგორც იუმორში, ისე ზოგადად.
"დილით კაზარმებს რომ აშენებდა, ჯარისკაცი გვალია, ღამით კი - მორიგე, თუ ყარაულში მყოფი, ოფიცერ-პრაპორშიკების ოჯახებს. " ეს რუსები მაინც გამორჩენაზე რომ არიან, როდისღა უნდა დაესვენა? :) აგერ ბუკიას ვერსიაში კახელ დიომიდეს ნემენცი ქალები გადაყვნენ ზედ . ცივ ნიავს და გესტაპოს ოფიცრებს ( კაცებს ) არ აკარებდნენ თურმე :D
" ბოდიშსაც მოგიხდით თუ გნებავთ, მარა, სანთლით რომ ეძებო, ერთ-ორს ხომ იპოვი?" :D ჰა -ჰა სამს :D ჩვენთან მეტს ვერა :) დანარჩენი რუსეთში და უკრაინაში :)
"- იმის თრევას მოუკლავს ის გაჭირვებული! - დაასკვნა არისტომ " :D :D :D :D :D
დამსახურებული 5
31. :)) :)) :)) :)) კაი ქე მაცინე შე გადარეულო შენა!!! გაიხარე ამ ღამით და იცოდე დაიძინე, ცოლს არ დაუჯეროოოოო გადაჰკარი ხოლმეეე თორემ ნამეტნავად შეუწუხებიხარ რაღაც ანუმალიურ ფიქრებს!!! მაგარი იყო ძამია მაგარი!!! გაიხარე შენა!!! :)) :)) :)) :)) :)) :)) :)) კაი ქე მაცინე შე გადარეულო შენა!!! გაიხარე ამ ღამით და იცოდე დაიძინე, ცოლს არ დაუჯეროოოოო გადაჰკარი ხოლმეეე თორემ ნამეტნავად შეუწუხებიხარ რაღაც ანუმალიურ ფიქრებს!!! მაგარი იყო ძამია მაგარი!!! გაიხარე შენა!!! :)) :)) :))
30. წავიკითხე და დიდად ვისიმოვნე, მხიბლავს თქვენი იუმორი :) მიძღვნა ხომ ნამეტანი კარგია :) წავიკითხე და დიდად ვისიმოვნე, მხიბლავს თქვენი იუმორი :) მიძღვნა ხომ ნამეტანი კარგია :)
29. =)) =)) =)) +2 =)) =)) =)) +2
28. უმაგრესი ხაარ შე "........ნელი" უმაგრესი. ჩაგეთვალა უმაგრესი ხაარ შე "........ნელი" უმაგრესი. ჩაგეთვალა
27. ჰარიკო :)) :))
გენაცვალე იუმორში :)) :))
ნაწერზე ხომ ვიხალისე და ვიხალისე,მაგრამ აი კომენტარებიც არანაკლებ სახალისო იყო ღმერთმანი.... ჰარალე და ჰარირამა...არაჩვეულებრივი დუეტი ხართ :D :)) :)) ჰარიკო :)) :))
გენაცვალე იუმორში :)) :))
ნაწერზე ხომ ვიხალისე და ვიხალისე,მაგრამ აი კომენტარებიც არანაკლებ სახალისო იყო ღმერთმანი.... ჰარალე და ჰარირამა...არაჩვეულებრივი დუეტი ხართ :D :)) :))
26. უკაცრავად, შემშლია... აქ ჰარირამას კი არა, ქალბატონი თამარის მიძღვნამ შემომიყვანა :) უკაცრავად, შემშლია... აქ ჰარირამას კი არა, ქალბატონი თამარის მიძღვნამ შემომიყვანა :)
25. ჰარირამას ნაწერი წავიკითხე ჯერ და სწორედ მისმა მიძღვნამ შემომიყვანა აქ =)) ცუუდად გავხდი =)) =)) "არ მითხრათ ახლა, ჩვენ არ გვყავდა "ისეთი" ქალებიო? კაი ბატონო, დაგეთანხმებით, თითს მოვკაკვავ და ბოდიშსაც მოგიხდით თუ გნებავთ, მარა, სანთლით რომ ეძებო, ერთ-ორს ხომ იპოვი? ჰოდა, იმ რაიონშიც გამოჩდა ერთი-ორი და ცოტა მეტიც, ასეთი ქალი."-ეს განსაკუთრებულად მომეწონა! =)) =)) =)) =)) ჰარირამას ნაწერი წავიკითხე ჯერ და სწორედ მისმა მიძღვნამ შემომიყვანა აქ =)) ცუუდად გავხდი =)) =)) "არ მითხრათ ახლა, ჩვენ არ გვყავდა "ისეთი" ქალებიო? კაი ბატონო, დაგეთანხმებით, თითს მოვკაკვავ და ბოდიშსაც მოგიხდით თუ გნებავთ, მარა, სანთლით რომ ეძებო, ერთ-ორს ხომ იპოვი? ჰოდა, იმ რაიონშიც გამოჩდა ერთი-ორი და ცოტა მეტიც, ასეთი ქალი."-ეს განსაკუთრებულად მომეწონა! =)) =)) =)) =))
24. "წარმოშობით საიდან იქნებოდა დიომიდე ბატონი, გვარის დაბოლოებაზეც მიხვდებოდით ალბათ."
უხ, ეს მეგრელები. რავა ყოლიფერში განსაკუთრებულები არიან კაცო გავგიჯდი. (თუ ძაღლზე გაცვლილი გურული იყო? რაღაც ვერ მივხვდი ჰარალე?)
მაგარი ხარ! მთელი სამყაროს გასაგონად ვამბობ რომ ძალიან მაგარი ხარ! ასე გულიანად მახსოვს ბავშვობაში ვიცინოდი როცა დუმბაძეს პირველად ვკითხულობდი და ახლა თქვენს ნაწარმოებებზე მაქვს იგივე რეაქცია!
"წარმოშობით საიდან იქნებოდა დიომიდე ბატონი, გვარის დაბოლოებაზეც მიხვდებოდით ალბათ."
უხ, ეს მეგრელები. რავა ყოლიფერში განსაკუთრებულები არიან კაცო გავგიჯდი. (თუ ძაღლზე გაცვლილი გურული იყო? რაღაც ვერ მივხვდი ჰარალე?)
მაგარი ხარ! მთელი სამყაროს გასაგონად ვამბობ რომ ძალიან მაგარი ხარ! ასე გულიანად მახსოვს ბავშვობაში ვიცინოდი როცა დუმბაძეს პირველად ვკითხულობდი და ახლა თქვენს ნაწარმოებებზე მაქვს იგივე რეაქცია!
23. =))ბოლოში დაგლიჯაააა!=))+777 =))ბოლოში დაგლიჯაააა!=))+777
22. :))) =)) ბატონო კახააა :$ :))
- დედაა!!! დიომიდე გვალია მომკვდარა!!!! - მაცივრის კართან მდგარი ცოლის დამდუღრულმა კივილმა, უთენია წამოაგდო ლოგინიდან არისტო შვანგირაძე. :))) =)) :))) =)) ბატონო კახააა :$ :))
- დედაა!!! დიომიდე გვალია მომკვდარა!!!! - მაცივრის კართან მდგარი ცოლის დამდუღრულმა კივილმა, უთენია წამოაგდო ლოგინიდან არისტო შვანგირაძე. :))) =))
21. სიტყვის ოსტატი ბრძანდებით!
ნამეტურ იბრეთი მიძღვნაა... სიტყვის ოსტატი ბრძანდებით!
ნამეტურ იბრეთი მიძღვნაა...
20. რა კარგად წერ ჰარალე...სიამოვნებაა შენი კითხვა...55555 ვიხალისე...:) რა კარგად წერ ჰარალე...სიამოვნებაა შენი კითხვა...55555 ვიხალისე...:)
18. მაგარ!!! ჩემო ჰარალე, სულ წინ-წინ მიიწევ. საოცარი ამბავია და დიდებული ნაწერი. იმ ცნობილ ანეკდოტ-ოცნებაშიც, სხვის დივანზე, სხვის ცოლზე და გვალიას სიამაყეზეა საუბარი, თუ გახსოვს? ფინალი სრულიად ფატასტიურია. გა-ი-ხა-რე! მაგარ!!! ჩემო ჰარალე, სულ წინ-წინ მიიწევ. საოცარი ამბავია და დიდებული ნაწერი. იმ ცნობილ ანეკდოტ-ოცნებაშიც, სხვის დივანზე, სხვის ცოლზე და გვალიას სიამაყეზეა საუბარი, თუ გახსოვს? ფინალი სრულიად ფატასტიურია. გა-ი-ხა-რე!
17. =)) ვაი... :)) კარგად ვიცინე:D შენს ცოლს მადლობა გადაეცი, ის კონიაკი რომ არ დაგალევინა:)) =)) ვაი... :)) კარგად ვიცინე:D შენს ცოლს მადლობა გადაეცი, ის კონიაკი რომ არ დაგალევინა:))
16. კაი ხარ კაი...კარგად გამოგივიდა რაც არი,გინდა მიძღვნა იყოს,გინდა რაც გინდა! აჰა ჩემი+ იც სენ! კაი ხარ კაი...კარგად გამოგივიდა რაც არი,გინდა მიძღვნა იყოს,გინდა რაც გინდა! აჰა ჩემი+ იც სენ!
15. საოცარი იუმორი გაქვს ჰა-რა-ლე ბატონო, გაიხარეთ! საოცარი იუმორი გაქვს ჰა-რა-ლე ბატონო, გაიხარეთ!
14. - იმის თრევას მოუკლავს ის გაჭირვებული! - დაასკვნა არისტომ და შუბლზე მომდგარი ცივი ოფლი, ცხვირსახოცით შეიმშრალა... =)) ვაიმეეეეეეეეეეე =)) და ჰა-რი-კოს რატომ მიუძღვენიიი??? :)) ჰარიიიიიიიი ამას ჩიტის გულიც ვერ მოითმენდააააა =)) - იმის თრევას მოუკლავს ის გაჭირვებული! - დაასკვნა არისტომ და შუბლზე მომდგარი ცივი ოფლი, ცხვირსახოცით შეიმშრალა... =)) ვაიმეეეეეეეეეეე =)) და ჰა-რი-კოს რატომ მიუძღვენიიი??? :)) ჰარიიიიიიიი ამას ჩიტის გულიც ვერ მოითმენდააააა =))
13. =)) =)) =)) =)) =)) =)) =)) აღარ შემიძლიააააააააააააა =)) =)) =)) =)) =)) =)) =)) აღარ შემიძლიააააააააააააა
12. გაჩერდით, ნუ იჩხუბებთ ჰარი-ჰარალე და... ორთავეს PM-ში მოგიყობით რაცხა მაკვარანცხულს! :))))))))) გაჩერდით, ნუ იჩხუბებთ ჰარი-ჰარალე და... ორთავეს PM-ში მოგიყობით რაცხა მაკვარანცხულს! :)))))))))
11. ჰარიკოც გამხადე, ხო ? :) შე უდროოდ გააბდლებულო:) მარა შენ რას გერჩი , მანანია აბდლის ცოლი მყავს მოსაკლავი , შენ რომ სმაი დაგიშალა და ჩადგა ჩემს ცოდვაში ფეხი:) ფუი Eშმაკს და აბდალა ყაძახ ჰარალეს:) ჰარიკოც გამხადე, ხო ? :) შე უდროოდ გააბდლებულო:) მარა შენ რას გერჩი , მანანია აბდლის ცოლი მყავს მოსაკლავი , შენ რომ სმაი დაგიშალა და ჩადგა ჩემს ცოდვაში ფეხი:) ფუი Eშმაკს და აბდალა ყაძახ ჰარალეს:)
10. საღოლ რა, შენ გაიხარე:) საღოლ რა, შენ გაიხარე:)
9. :D:D:D ფინალმა დახურა
აუუუ რა კარგები ხართ ორივე :)გაიხარეთ :) :D:D:D ფინალმა დახურა
აუუუ რა კარგები ხართ ორივე :)გაიხარეთ :)
8. არ გრცხვენია ჰარიკო? ასე მიხდი სამაგიეროს? ენის წაწყვენტა რა იყო? ნამეტანია, შენ ნუ მომიკვდები. მე დიომიდეს წავაწყვინტე და ამხელა განძი გამოგიგზავნე, შენ დასპირტვას მიპირებ? შევარცხვინე შენი საქციელი! ფრთხილად იყავი ყაძახო, თვარა კარგად ვიცი მე სადაცაა შენახული მიწის ზემოთ დარჩენილი დი-ო-მი-დე!!! :)) არ გრცხვენია ჰარიკო? ასე მიხდი სამაგიეროს? ენის წაწყვენტა რა იყო? ნამეტანია, შენ ნუ მომიკვდები. მე დიომიდეს წავაწყვინტე და ამხელა განძი გამოგიგზავნე, შენ დასპირტვას მიპირებ? შევარცხვინე შენი საქციელი! ფრთხილად იყავი ყაძახო, თვარა კარგად ვიცი მე სადაცაა შენახული მიწის ზემოთ დარჩენილი დი-ო-მი-დე!!! :))
7. :)) :)) :))
უფ კარგად ვიცინე :D:D:D
5 :)) :)) :))
უფ კარგად ვიცინე :D:D:D
5
6. ლიოლ :)
გაგახაროს ღმერთმა!!!
+2 თქვენ ლიოლ :)
გაგახაროს ღმერთმა!!!
+2 თქვენ
4. უი, ამ შუაღამისას ეს რა შემომეკითხაა...არ დამექცეს ოჯახი...გავიპარე აქედან =)) უი, ამ შუაღამისას ეს რა შემომეკითხაა...არ დამექცეს ოჯახი...გავიპარე აქედან =))
3. ჰარალე , რავარც დიომიდეს წააწყვიტეს და დოუისპირტეს ისე მანახა ეგ ორკაპა ენა იმ ბანკაში დასპირტული, დიომიდეს სიამაყესთან ეღტად , , კი იცნობდა არისტოს ცოლი შენ ენასაც, რავა მაგის მეტი ვერ გაიმეტე მოსაღ=ძღვენად,, მაგა განანებ თუ ვყოფილვარ კაცი ჰარალია აბდალა:) ჰარალე , რავარც დიომიდეს წააწყვიტეს და დოუისპირტეს ისე მანახა ეგ ორკაპა ენა იმ ბანკაში დასპირტული, დიომიდეს სიამაყესთან ეღტად , , კი იცნობდა არისტოს ცოლი შენ ენასაც, რავა მაგის მეტი ვერ გაიმეტე მოსაღ=ძღვენად,, მაგა განანებ თუ ვყოფილვარ კაცი ჰარალია აბდალა:)
2. ვაი ჰარალე,უბედურის ერთო!!! გადაურჩები ჰარის? ამ ტემის მეტი ვერაფერი გაიმეტე? მე კი კარგად ვიხალისე! გასახარებელო!ახლაც ტუჩებს ვერ ვუყრი თავს!
დედაა!!! დიომიდე გვალია მომკვდარა!!!! - მაცივრის კართან მდგარი ცოლის დამდუღრულმა კივილმა, უთენია წამოაგდო ლოგინიდან არისტო შვანგირაძე. ამან საერთოდ დაგლიჯა!!
ვაი ჰარალე,უბედურის ერთო!!! გადაურჩები ჰარის? ამ ტემის მეტი ვერაფერი გაიმეტე? მე კი კარგად ვიხალისე! გასახარებელო!ახლაც ტუჩებს ვერ ვუყრი თავს!
დედაა!!! დიომიდე გვალია მომკვდარა!!!! - მაცივრის კართან მდგარი ცოლის დამდუღრულმა კივილმა, უთენია წამოაგდო ლოგინიდან არისტო შვანგირაძე. ამან საერთოდ დაგლიჯა!!
1. გავიგუდე სიცილით :)) აგაშენ ღმერთმა, ჰარალე, რა კალამი გაქვს რაა :)) 555555 ჩვენს ქალებს ერთ კვირას მაინც ეყოფათ ეს ამბავი სახალისოოოდ! გავიგუდე სიცილით :)) აგაშენ ღმერთმა, ჰარალე, რა კალამი გაქვს რაა :)) 555555 ჩვენს ქალებს ერთ კვირას მაინც ეყოფათ ეს ამბავი სახალისოოოდ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|