გამივარდა მეხივით ახლა ლექსი...გაიწით! ტვინი გატენილია და ხელი დაცლის კარაბინს. სულ არ მინდა,მიკითხოთ, ან ჩემი ცოდვით დაიწვეთ, პოეტი ვარ სამოთხის და ჯოჯოხეთის კარამდე. გვიან, როცა აქერონს გამაყოლებს ქარონი, როცა ჩემზე სიკვდილი ქარში მოილოგინებს, დავფშვნი ლექსებს ხელებით,როგორც მსუქან ტაროებს, მერე დროსთან (მე რო მტრობს),დროსთან დავაძმობილებ სიტყვებს... ძმაკაც, ცხოვრება უცნაური რამ არი, ზოგჯერ მტეხავს ძარღვებში,ზოგჯერ- კინო-კადრია. ზოგჯერ ფიქრობ,ისწავლა შემობღვერა მთვარემაც, ზოგჯერ -მძინავს ორამდე,ზოგჯერ- ვდგები ადრე და არაფრისთვის ვიტეხავ ძილს... მსუქანი ბიძია გადმომხედავს ზევიდან,გადმომიყრის კაპიკებს. აღარ აიწონება აწი სულის სიმძიმე, ყველა უღელს ოდესმე უნდა მოტყდეს ტაბიკი, რომ ადგე და ძალიან- როგორც გიჟმა- აიშვა, მოაგლიჯო საყელო მზერით ცას და შეხედო, სახეზე რომ სიწითლე შეეპარა- ქალიშვილს. ყველა შენგან წასული და მომავალი შემხვედრი დააჯერო, მგელი ხარ და სერებს სერავ სირბილით, ვერ გაბედოს ვერავინ, გამოგაბას ფალმანდი. ყოფა არის ისეთი- ხასიათის სირბილე ფეხს დაგიდებს სადმე და დაგიჭერს და დაგაგდებს. გეხსომებათ უთუოდ ანრი ტულუზ ლოტრეკი: უფრო მეტი ხორცი და სიშიშვლე რომ დახატა. მე კი სადაც წავედი, სადაც მივდექ -მოვდექი, სულს, რომელიც თანგამყვა, სინდისი ვერ გავხადე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
39. კარგი იყო :) კარგი იყო :)
38. გეხსომებათ უთუოდ ანრი ტულუზ ლოტრეკი: უფრო მეტი ხორცი და სიშიშვლე რომ დახატა. მე კი სადაც წავედი, სადაც მივდექ -მოვდექი, სულს, რომელიც თანგამყვა, სინდისი ვერ გავხადე...
+777ყველას,კომენტარებშიც უმაგრესი ლექსებია... გეხსომებათ უთუოდ ანრი ტულუზ ლოტრეკი: უფრო მეტი ხორცი და სიშიშვლე რომ დახატა. მე კი სადაც წავედი, სადაც მივდექ -მოვდექი, სულს, რომელიც თანგამყვა, სინდისი ვერ გავხადე...
+777ყველას,კომენტარებშიც უმაგრესი ლექსებია...
37. ჩემი უნიჭიერესი უმცროსი მეგობარი...გიო მიყვარხარ და ვაფასებ შენს შემოქმედებას!..წარმატებებიიიი ჩემი უნიჭიერესი უმცროსი მეგობარი...გიო მიყვარხარ და ვაფასებ შენს შემოქმედებას!..წარმატებებიიიი
36. დაგლიჯა ბოლო სტროფმა განსაკუთრებით.....55555 დაგლიჯა ბოლო სტროფმა განსაკუთრებით.....55555
35. აქ ვარ :-* ;;) აქ ვარ :-* ;;)
34. ეს ლექსი შუალედური ,სხვა დადებულები მომეწონა ეს ლექსი შუალედური ,სხვა დადებულები მომეწონა
33. აუ,საღოლ ძმაო,ძალიან მაგარი ლექსია,ძალიან მაგარი!
მოვიხიბლე ძალიან დენდ!
დენდი და სახალხო პოეტი ბექა ახალაია აუ,საღოლ ძმაო,ძალიან მაგარი ლექსია,ძალიან მაგარი!
მოვიხიბლე ძალიან დენდ!
დენდი და სახალხო პოეტი ბექა ახალაია
32. საკუთარ თავთან საკუთარი ლექსების ,,პოეზიის ხუთი" წუთის შემდეგ აჟიტირებული ვარ:)
მე მაპატიეთ:)
მიმუ,სადა ხარ?
:-* საკუთარ თავთან საკუთარი ლექსების ,,პოეზიის ხუთი" წუთის შემდეგ აჟიტირებული ვარ:)
მე მაპატიეთ:)
მიმუ,სადა ხარ?
:-*
31. მე რატო უნდა მოვკვდე,როცა:
1.<><><>(გამივარდა მეხივით ახლა ლექსი... გაიწით!) გამივარდა მეხივით ახლა ლექსი...გაიწით! ტვინი გატენილია და ხელი დაცლის კარაბინს. სულ არ მინდა,მიკითხოთ, ან ჩემი ცოდვით დაიწვეთ, პოეტი ვარ სამოთხის და ჯოჯოხეთის კარამდე. გვიან, როცა აქერონს გამაყოლებს ქარონი, როცა ჩემზე სიკვდილი ქარში მოილოგინებს, დავფშვნი ლექსებს ხელებით,როგორც მსუქან ტაროებს, მერე დროსთან (მე რო მტრობს),დროსთან დავაძმობილებ სიტყვებს... ძმაკაც, ცხოვრება უცნაური რამ არი, ზოგჯერ მტეხავს ძარღვებში,ზოგჯერ- კინო-კადრია. ზოგჯერ ფიქრობ,ისწავლა შემობღვერა მთვარემაც, ზოგჯერ -მძინავს ორამდე,ზოგჯერ- ვდგები ადრე და არაფრისთვის ვიტეხავ ძილს... მსუქანი ბიძია გადმომხედავს ზევიდან,გადმომიყრის კაპიკებს. აღარ აიწონება აწი სულის სიმძიმე, ყველა უღელს ოდესმე უნდა მოტყდეს ტაბიკი, რომ ადგე და ძალიან- როგორც გიჟმა- აიშვა, მოაგლიჯო საყელო მზერით ცას და შეხედო, სახეზე რომ სიწითლე შეეპარა- ქალიშვილს. ყველა შენგან წასული და მომავალი შემხვედრი დააჯერო, მგელი ხარ და სერებს სერავ სირბილით, ვერ გაბედოს ვერავინ, გამოგაბას ფალმანდი. ყოფა არის ისეთი- ხასიათის სირბილე ფეხს დაგიდებს სადმე და დაგიჭერს და დაგაგდებს. გეხსომებათ უთუოდ ანრი ტულუზ ლოტრეკი: უფრო მეტი ხორცი და სიშიშვლე რომ დახატა. მე კი სადაც წავედი, სადაც მივდექ -მოვდექი, სულს, რომელიც თანგამყვა, სინდისი ვერ გავხადე.
2.ძვირფასო, მოდი შევიკავოთ სუნთქვა მეასედ(მიმუს) ძვირფასო, მოდი შევიკავოთ სუნთქვა მეასედ, დავზოგოთ ღმერთის ბოძებული მძიმე ჰაერი. და მერე ისე, რომ გაიგონ მთელ ქვეყანაზე, თუ როგორ გვიყვარს,გავაყოლოთ ცაში ფლაერებს წარწერა: ,,ჩვენი სიყვარული არის მარადი”. კი იცი ქარი მერე როგორც აათამაშებს და სათითაოდ ქალაქები მოიპარავენ, მთელ ქვეყანაზე კი არა და მთელ ქვეყანაში. იტყვიან,როგორ შევიკავეთ სუნთქვა ენაზე, რომ მერე გვეგრძნო უფრო მეტი მისი სიხშირე. ახლა ეს გრძნობა დიდი არი აღმაფრენაზე, უნდა გაკოცო, გთხოვ, ტუჩები გამომიშვირე. შეხედე,ქარი დირიჟორობს ორკესტრს კამერულ- შემოდგომიდან გადატანილს შობის კვირაში- სველი ფოთლების... რა ძნელია ირუსთაველო, ან შედარებაც ვის მოუვა ტავის წინაშე ასე უმწეო... მე მელნით ვწერ,რაღა კვირბები, გული არ მქონდა გასაცემი სხვისთვის ნასახი. და, რა თქმა უნდა, ქალიშვილო, გაგიკვირდებათ, ისეთი ციცქნა იყავით, რომ შეძლეთ დასახლდით პირდაპირ ცენტრში,მთავარ ძარღვზე,ანუ კოფოზე, სადაც წყაროა დანარჩენი არტერიების... მე ღმერთს ვუმადლი და პოეტურ მეტამორფოზებს, დღეებს ,რომლებიც მარტო შენზე მაწერინებენ...
3.მიმი, შენმა ოთახმა ჩაიხვია უანდერი... მიმი, შენმა ოთახმა ჩაიხვია უანდერი, ნოემბერსაც რა ცივი ამინდები დაჩემდა, მეთერთმეტე სართულის აივნიდან ვადევნებ თვალს და მარტო მე არა, სხვებიც გამოარჩევენ: ნაადრევმა ზამთარმა გზა მოყინა სარკისებრ, ლამის წაწყდეთ ფეხები შეციებულ ფრინველებს, ალბათ, მალე წინა თვის მზეებს მოვისაკლისებთ, და ამაოდ გაცდენილ დარებს ვერ მოვინელებთ. დრო ნერვებზე თამაშობს და ნამდვილი შეშლაა, დაღამების ლოდინი ისე უსაშველოა... მიმი, ჩვენც და ჩვენსავით რამდენ წყვილს ეშველება, როცა ბებერ თბილისში გაზაფხული შემოვა.
4.მიმი,წამოდი... დღეს ყველაფერი შემოდგომას მიეწერება: შენი სისუსტე...ჩემი ხველა...სველი ქალაქი... ორლარიანი არყით მთვრალი ძმები-მწერლები, დავა ბოდლერზე...მეტი ღელვა და ლაპარაკი. დღეს ყველაფერი დაბრალდება პირველ ნოემბერს- გაჩერებაზე მოლოდინი:მწვანე ბილბორდი... ღმერთის რწმენა თუ არწრმენა და მიტოვებაც, და ისიც, წამით რომ გართულდი და გაიოლდი. დღეს ყველაფერი დაიწყება უშენობიდან, სახეში ხელებს შემომახლის ქარი-მარაო. მეტი ტკივილი გამომხედავს შენობებიდან და უფრო მეტად გავხდი სულს და დაუფარავი ჩემი თვალები(უსათვალოდ მიყვარს ყურება) დალაგდებიან სველ ქუჩაზე, როგორც ხელები. და ბეღურები (დილით ჩემგან დანაპურები) სარეცხის თოკზე დასხდებიან ყელმოღერებით. დღეს ყველაფერი დაიწყება გუშინდელიდან, მღვრიე ღრუბლებში მემალება მთვარე- შამანი. წამოდი,მიმი,სანამ წვიმა წამოუშენდეს, სანამ ხასიათს ამინდები მოგვიშხამავენ... 5.როგორ? -როგორ გეწერება დღეში ორი ლექსი? -გეტყვით, მეგობრებო, დროის შერჩევაა: დილა უნდა იყოს, წერას რომ მიეცე, როცა ყველაფერი სუფთა გეჩვენება, როცა შემოდგომის ფოთლებს შარიშურით აშლის ქარი,მერე გზაზე გამოხვეტავს, როცა აივანზე ქერა ქალიშვილი გამოვა და ერთი ისე გამოგხედავს- აგერევა კვალი დილაადრიანვე, ერთი მდინარეაა,მუზას ეძახიან, ზოგჯერ ჩაგითრევს და დაგადარდიანებს, მერე ლოთობაც კი აღარ გეძრახება. დილა უნდა იყოს...მეტი მუღამია გულში მარტო ფიქრი... მარტო ხეტიალი... როცა ყველაფერი უფრო მწუხარეა, როცა სიმარტოვე დაგარეტიანებს. როცა ზნეს იცვლიან მზე და ამინდები, როცა მოგაწვება სისხლი ყვრიმალებთან, როცა შეგიძლია წამით გარინდება, როცა შეგიძლია სულში ღრიალებდე... ............................................................. რაა საკვირველი? ძმებო, ეს კი არა, წერა რაღა არი?- დროა გაცდენილი.. ერთი მოპოეტო ბიჭი- მესკია ვარ, სიტყვებს ვქექავ ხმელი პურის მარცვლებივით...
6.მთვარეს კიბო აქვს -ეკო მესხს-
მთვარეს კიბო აქვს... რენტგენის სურათი ღამეში აჩვენებს მოშავო ლაქებად მომავალს,რომელიც არ არის სულერთი, რომელიც მოკვდავებს ანაღვლებთ ნაკლებად.
მჭვარტლიან ბუხართან აგდია მოპასანი, გაშლილი ყვავილივით -გარე ყდით. კარებში- ჩემი თეთრი ბოტასები, ზაფხულის ღამეა და გარეთ კი... ეზოა ნათელი,მთვარიანი. ყორესთან-მეგობრების ხორხოცი. მინდორი -ისე ნამიანი, თითქოს მთვარეს ცრემლი მოხოცეს...
რა ვქვნა,ვიზიარებ პოეტებო, თქვენგანაც ველოდები სამძიმარს. ხვალ, ალბათ, მთელ სოფელს მოედება- მოკვდა მთვარე, რაღა აზრი აქვს,
წერო...
ვის ვუწერო სონეტები, როგორ დავითენებ ალიონს... კეკეოზ,მაგის დედაც ავატირე, წამო, ძუსის პირას დავლიოთ!!!
7.<><><>(ბოლო პოეტი ვარ) ბოლო სიგარეტი ისე, განწყობისთვის... ახლა ფიქრი იქით უნდა გავაწვალო. თავს რომ მაწონებდი,მომაწონე. შენ თმებს გამოვები, არსად აღარ წავალ. ჩემი არეული ქუჩა გავასწორე, ღამე მივალაგე საწოლივით. როგორ მოგეფერო, არ მასწავლო. ისე ლამაზი ხარ დაწოლილი, აღარც მინდა ჩემი კოცნის ინსტრუქცია, რადგან ფიზიკურად ისე ანდამატობ. სხვებმა თუ იციან ასე სიყვარული- სუნთქვაც მესმის შენი,თავიც არ დამადო. შენი სიახლოვე უფრო სიშორეა, შენ მაგ სიშორიდან შემოხვედი. სანამ ბეღურები სარჩოს იშოვნიან, მანამ ფანჯარასთან იქნებ შენ მოხვიდე. შემომხედო... მე ხომ ბოლო პოეტი ვარ, ლექსებს უგულობა ასამარებს. ახლა შენ მინდიხარ წარსადგენად, ჩემი პოეზია-დასამალად.
8.შემოდგომა.სოფელში... ნოტიო ჩალა დავაჩერგილე, იყო დილა და ასე სამხრამდე ვიშრომე...მერე, როგორც შერგილი- სვანის ბრგე ბიჭი...სტვენით სახლამდე ავყევი ტყემლებს...წაბლი აქა-იქ... და როცა ეზოს კართან მივედი, ქარი მოვიდა მთიდან ქაქანით და წვიმამ თავი გამოიმეტა ჟანგიან ციდან...იყო გვიანი. სველი ხელებით ბებიაჩემი ზელდა ცომს,(როგორც მოდილიანი) რომელმაც ერთხელ ღმერთი მაჩვენა. მე ვჭამდი.ბებომ იცოდა ასე, და იცის ახლაც-რომ ვილუკმები, ჩემი ყურება...საკუთარ თავზე, როცა რაღაცა ახალს ვუყვები. სულგანაბული ისმენს, თუ როგორ მოვედე ქალაქს-თეთრი ხანძარი, რომ შევიყვარე მე ერთი გოგო, რომ გამირბის და თავს არ ვაძალებ. რომ ჩემმა ლექსმა უკვე იღირა, რომ საახალწლო ფიფქად მოვთოვე, რომ ერთხელ ისე მაგრად ვიყვირე, გაცვივდა ხეებს ბოლო ფოთოლი. დაიდებს მერე მუხლებზე წიგნებს, ბუხრის წინ ზის და ფურცლავს დილამდე. რავიცი,მართლა გონია,იქნებ, რომ სამოთხეში დავიბინადრე. წამო, ძუსის პირას დავლიოთ!!!
9. ლექსის სოფლელი ალკოჰოლიკი ალკოჰოლს- აღარ,მარტო გაზიანს ვწრუპავ და ლექსაც ვეღარ მოვეშვი. აღმაშენებლის ვიწრო გამზირი მუშებმა ჩასვეს ხარაჩოებში. დიდი ხანია აღარ ვეწევი, თავზე ბერეტიც აღარ მახურავს. მე დიდ პოეტებს რას დაგეწევით, ათასში ერთხელ წამომახურებს რითმა და.. ყინვას გააქვს ჭრიალი. მატლი შეუჯდა მწვანე რიკულებს. მოდის თაობა ხეზე ჭიანი, ჰე,მეგობარო,მე რას მიყურებ? ჩემი და შენი ბოლო-სიკვდილი, მე- ვიწრო ქოხი,შენ კი სასახლე დაგრჩა და უცებ წარმოიდგინე, ამქვეყნად რამდენ რამეს ვასახლებ: სადღაც ხიდისთავს სვამენ ლოთები, მიგონებენ და ლექსად მიხმობენ. აბა,თქვენ რაზე მოგაგონდებით, ან ჩემკენ რატომ გამოიხედავთ? დღეს გამომერღვა მუხლზე შარვალი, დავდივარ, როგორც გლეხი -ბოგანო. ხვალაც ხასიათს მომიშხამავენ, გარეგნულად რომ კაცებს მოგავენ. დილით მეზობლის ქურთმა ბაბუამ ჩემი ბინძური ეზო დაგავა. ვერც პაპიროსმა ვერ გამაბრუა, ვერც რიუნოსკე აკუტაგავამ. წუხელ სიზმარში თავი მოვიკალ, არადა ასე სულ არ მინდოდა. ,,ლექსის სოფლელი ალკოჰოლიკი- პირდაპირ ძუსის სანაპიროდან"-
საფლავს ეწერა... 10. პოეზია შოუა(თებერვლის ბიჭებს) პოეზია შოუა,გახსოვს? ადრე გითხარი: მარტო ატმის ყვავილებს ლექსები რომ უწერო, დედლობაა ნამდვილი,ძმაო,მე თუ მკითხავენ, ვაზებს აკიდებული აკიდო რომ უწელო და უცებ მკერდი დაარქვა,მეცინება ამაზე. ,,წერილებსაც ნუ მწერო"- ესეც ღიმილს მოგიტანს, რა თქმა უნდა,ძველ ხმაზე და მირზას ფონოგრამაზე ვეღარ შეძლებ ესროლო მაუზერი ორბიტას, რადგან უკვე ესროლეს და ვერ დააჯენ ტყვიაში ტყვიას,როგორც იტყვიან (ისე კარგად კი უთქვამთ) იკარგება ენგური შუა ანაკლიაში, როცა შედის ზღვაში და ჩვენ რა სიტყვას მივუტანთ პოეზიის ტაძარში ღმერთად დამჯდარ იმერელს?- ყველა მიდის გალასთან ,მოდის გალაობიდან. წისქვილებმა ჯერ სულ ვერ ჩამოფრქვ-ჩამოიმღერეს პოეზია შოუა... პოეზია ჰობი და... ხედავ, ცეცხლი ჩაღდება ახლა შუა ქალაქში, ჩავუსაფრდეთ ვაგონებს და გავუწიოთ რელსები. მე თუ სისხლი ჩამექცა სადმე თავის ქალაში, ფიზიკურად მოვკვდები და დამტოვებენ ლექსები! 11. ყოველთვის ასე მე გამოვდივარ დილით ადრე,ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქუჩებს მოედება მუშების კასტა. ყოველთვის ასე მირჩევნია უბრალო ხალხში, ყოველთვის ასე მირჩევნია უბრალო ხალხთან. ყოველთვის ასე უთენია ვეყრები თბილისს, სხვანაირია გარიჟრაჟის პირველი ღრენა. ჩემი კორპუსის კიბეები...არაყი დილის... მერე პირველი შუქნიშანი-წითელი ენა. სხვანაირია...გაიქეცი,გაგასწრებს მეტრო... შეწუხებული სახეები...მწვანილი...ვაშლი... შენ, ალბათ, პოეტს გიწოდებენ,ჯიგარო, ერთ დროს, და სანამ ამას მოიმკიდე,თუ ხედავ თავში- ავარდნილ კაცის მანერებით დაიწყე უკვე წერა და ისე ჯინიანობ ,არაფერს არ ცვლი. და ლექსებს, როგორც სამოწყალოდ გადმოყრილ ლუკმებს, ყლაპავ პოეტი და ძალიან უბრალო კაცი.
12. მიმი,პირველი თოვლიც მოვიდა... თოვლი მოვიდა,პირველი თოვლი ქალაქში, სადაც ასე ბევრობენ. ზედვაკეში კი ხუთასი კომლი, მხოლოდ ხუთასი კომლი ელოდა ამ თოვლს... თავიდან ცა იყო რუხი, ჰაერი- თბილი. მერე- გაწვიმდა. სველი მკლავები უმძიმდა მუხებს, ალბათ, ბაბუა ვერცხლის ყანწიდან ლოცავდა შობის ბრწყინვალე დილას. მეზობლის ბიჭმა ჩხართვები მოკლა. გუშინ მითხარი, რომ შენ თმებს იჭრი- უფრო მოდურად და უფრო მოკლედ. და მოკლედ რომ ვთქვა,თოვლი მოვიდა. შენ რომ იცოდე, მიმი, ის ეზო ჩემი მამულის...მონაყოლიდან იცი და...იცი კიდეც მიზეზი როგორ მაბოდებს ჭრიალა სახლი, დღეს მწერენ, თურმე თეთრია კალო. წამო, ჩავიცვათ თუ გინდა ახლა და ვიგუნდაოთ პატარა ქალო. 13. მიმისთან თავი მიკროავტობუსის მინაზე, თვალებიდან საახალწლო თბილისს ვრთავ, მთვარე მომდევს ყოველ მეტრზე, ვიაზრებ, მეძებარი ძაღლივით და მიმისთან უნათურო, მყუდრო, ბოლო ოთახში ჩემი ფოტო ახატია მონიტორს. მერე მიმი ადუღებს თუ მოხარშავს რძიან ყავას და ღიმილით მომიტანს. მერე "კატა-თაგვობანას" ვთამაშობთ, ის ფრაუა, მე-უბრალო ვიკონტი, მე მეორე პოეტი ვარ ქალაქში, მაგრამ თავსაც ბუნებრივად ვიკატებ. მერე ქვევით (ღამე არი) კორპუსის შესასვლელთან, ქარი ძვალს რო იღრღნიდა, ვაბოლებ და...ყვითელი ავტობუსით (გულს ვტოვებ და) ტანი მიმაქ დიღმიდან. 14. ზამთარი სოფლად ჩემი ოთახი, რომელიც სანგარს გავს უფრო მეტად,ვიდრე საცხოვრის, კვლავ სიმარტოვეს მასპინძლობს -სამგლეს. არა და წუხელ ლექსებს ვაცხობდი დესერტად ვახშმის (ფონი- მერკური). უყურე ახლა ზამთარს... დაღლაა.. კვლავ უშენობას ვეკურ- კურები და ბეღურები შემოაღებენ კარებებს...თოვა..ნერვების წყვეტა, და მერამდენე ჩემი გალეშვა. ბებო,მიდი რა, შეეშვი ხვეტას, რა აჩრდილივით დგახარ კარებში... ანდა გამიშვი...შეხედე ხურმებს- ბოლოშავების გუნდი ასხია. აქ რა მოწყებნა ყოფილა თურმე. მოულოდნელი ტყვიის დასხლეტა. კარებთან იბერტყს ვიღაცა ჩექმებს, თუ ხიდგაღმელი ვინმე მოვიდა, მას ლაპარაკი წყურია ჩემთან, იჯექი, ბებო, მე გამოვიტან არაყს და...მერე მოვძებნი ფილთას (ზუმბით ვწმინდე და მერე დავზეთე) და ავიტკიებ თუთუნით ფილტვებს, საგულდაგულოდ ვახვევ გაზეთში. ამოათავეს ძროხებმა ბაგა, ღმუის ბუღა და უნდა ავუშვა. მეც მოზვერივით მჭირდება დაბმა, რომ დიდხანს დავრჩე ამ სამყაროში.
15. შენ ჩემი სილამაზის სალონი ხარ შენ ჩემი სილამაზის სალონი ხარ, მოვდივარ შორიდან და -ჩაიზე. როცა აივანზე გამოდიხარ, კვდება საოცნებო პარიზი. და მერე- უფრო მიამდება თბილისის ქუჩებში ქაოსურ ნაბიჯით სიარული...ვიბადები შენი ფერებით და სამოსით. შენი დარდიანი სახე მიყვარს, შენი მზის ამოსვლა-ღიმილი. შენი მოხატული სახლი მიყვარს. ორი გიშრისფერი ღილივით თვალი მოფახულე...ამოდიხარ აღმოსავლეთიდან მზესავით. შენ ჩემი სილამაზის სალონი ხარ, მე შენი სიყვარულის მლექსავი. 16. <><><>(მიმი,მი...) მე ახლა ისევ მორისონს ვუსმენ, ქარი გარაჟებს უგინებს დედას. წუხელ მაჯაზე გითვალე პულსი, მშია და ცისფერ ეკრანზე გხედავ. ჭაღებს ფილტვებზე დაედო ბოლი და, რა თქმა უნდა- თვალებზე ლიბრი. მე ვიცი ჩემი ცხოვრების ბოლო: წინასწარ ლექსებს-ყვავილებს ვიბნევ გულზე,რომელსაც დააჩნდა ღარი... და სისხლი დადის მღვრიე და თბილი... მე მინდა ასჯერ ასეთი ღამე, რომ მილიონჯერ გხედავდე დილით. ზეცას გაუშრა წვიმა და ცრემლი, მოუხდა მზესაც ბაგეზე ღიმი. მე კვლავ იმ ნაცნობ ჭადართან გელი, მიდი რაა.. დროზე ჩამოდი, მიმი...
17.გავროშ გავროშ, შენ ქალაქის ერთ თავში, მე აქეთ-მეორე ბოლოში გვამღვრევს ლექსი და ზედაშე და რითმას,როგორც ბოლოშავს დავდევართ ფიქრის ჭალაში. პოეტები ვართ მე და შენ. მე უფრო დიდი? არა-შენ! ხშირად სულების გვემაში ვათევთ ზამთრის გრძელ ღამეებს, გამოზამთრების ლოდინში. ტყიბულში თოვლი მოსულა, ნეტა რა ხდება ოდიშში? ნერვები ვიღრძე დილიდან, მცივა ლეკების მანტოში. არაყი ჩამომივიდა, დაგალევინებ მარტო შენ. ძმა,კვდება გიო გინებით, ისუსხებიან ეკლები. მაჩუქე გიორგინები და შენი ვალი მექნება...
18.<><><> კოკო,ხორცი შეჭამეს,ლამისაა ძვალი ხრან, ისე წამომესიენ კაცის სახის მრღნელები. თავზე ნუ გადამისვამ ხელს და რამე არ მითხრა, მე ხომ ვიცი,ხვალ ან ზეგ მაგრად ამემღერება. ახლა გზაზე მე და შენ (რომ დაგვთვალონ)ორნი ვართ! და ეს უფრო მეტია, ვიდრე ვინმეს ლაშქარი. უფალმაც რომ გამწიროს,რაღაც არა მგონია ცოტა -ცოტა ვიანგლეთ...დიდი რა დავაშავეთ? კოკო,ხელი მომეცი,შენი ხელი კაწაწა, კოკო თბილისს უყურე ფეთიანი თვალებით. დააპირეს ბოზებმა ზედვაკელის გაძარცვა. ჩვენ მოყვარე არა გვყავს,ამათ გაუხარდებათ: რომ სხვადასხვა ქუჩაზე გვიყურონ და გვეფერონ... შენ ხო გჯერა უთუოდ, სხვებმა თუ ვერ იწამეს, რომ უბრალო კაცი ვარ და უბრალოდ,მეფე ვარ, ოხ,მეც ისე მაგრად რო,რავი დედას ვფიცავარ... კოკო,ბინა არა გვაქვს,ფული მიდის ქირაში, მერე,ალბათ,დრო გავა და ცოლებსაც მოვიყვანთ, დავრჩეთ ასე მართალი ერთმანეთის წინაშე ისე მაგრად გვიყვარდეს,აი, ახლა რო გვიყვარს. კოკო,ჩემნაირი ხარ,აპროტესტებ კრავობას, ზედვაკელი მგელი ხარ,თუმცა მაინც კრავები გეცოდება სალუკმედ..ხორცს თვლი არარაობად. ერთმანეთი გვიყვარდეს,სხვებს თუ არ ვეყვარებით!
19. მანიფესტი - ანტიბიოტიკი ბუხარს ისევ კვამლი დის, ვერ გავიგე ამინდის. მუზა არსად არ მიდის, და ვწერ... ჩემი რა მიდის? ცეცხლს ფიჩხებით ვაკეთებ, ვახურებ და გამიდის. ხან არყით,ხან საკეთი მღვრიე სისხლი დამიდის. სულ მაქ ასი მანეთი, ტანში -სული რაინდის. ვცხოვრობ შავი ღამეთი, დღე ბაგეებს მარიდებს. კაცო, ისე დაფასდი მკერდზე მედლებს ვერ იბნევ; მე ცხოვრება მძავაბს და პოეზიას- ვერლიბრი. საოცარი კი არი: (ქროლან (ქრიან) ქარები) უმსგავსობის პიარი, "მსგავსს" კი მიაფარებენ მატარებლის (გაღებილ) ჩამოწერილ ვაგონებს. მოდი, აქეთ დადექი, შენი ხმა გამაგონე, თუ ძმა ხარ და თუ გინდა, ლექსს გადაყვე ბოლომდე და ამაყი სულიდან უფრო გააბოროტო ყველა შენი მტერი და ყველა შენი მოქიშპე, რაც გულში გაქვს, ენიდან თქვი და ... არ თქვა ბოდიში. მე მთებშიგნით ვრჩები და თქვენ მთებმიღმა მიკივით. ვიღებ ნაღდ პოეზიას ა ნ ტ ი ბ ი ო ტ ი კ ი ვ ი თ! .......................................... ბუხარს ისევ კვამლი დის, ვერ გავიგე ამინდის. სისხლში ლექსი დამიდის, ვახურებ და გამიდის!
20. დაგვზაფროს თბილისმა მოდით, ვაქციოთ შარდენი მონმარტრად, ვასუნთქოთ ჩარჩოში ჩახუთულ ტილოებს და პოეზიას,რომ მოგვენატრა, გაღმა-გამოღმა სანაპიროებს... დავცალოთ ღელვისგან პარიზის სნობები, მეტეხის პირდაპირ გავშალოთ კარვები. ჰაერში ავტეხოთ სიტყვების სროლები, თბილისის ზეცისკენ მივაპყროთ თვალები. ვიკითხოთ ლადო და ვუყუროთ ფიროსმანს, და ორთაჭალის გადამსკდარ ალუჩებს, და ფერებს, რომლებსაც თბილისი იმოსავს, და მზეებს, რომლებიც ტკივილებს აყუჩებს. მერე ვუყუროთ თვალებში ერთმანეთს, ვასწავლოთ ლოცვა და წითელი ღვინის სმა. მე, ზედვაკელი გიო, გთხოვთ ერთ რამეს, რომ უფრო მეტად დაგვზაფროს თბილისმა!..
წამომიარააააააააააააა! მე რატო უნდა მოვკვდე,როცა:

წამომიარააააააააააააა!
30. ყველა უღელს ოდესმე უნდა მოტყდეს ტაბიკი, რომ ადგე და ძალიან- როგორც გიჟმა- აიშვა, მოაგლიჯო საყელო მზერით ცას და შეხედო... და ლექსებს დავფშვნი, როგორც მსუქან ტაროებსო და რა ვიცი რაღა არ... ყველაფერი მომეწონა აქ და ყველა ტაეპში ძამულია ხარ! :) ყველა უღელს ოდესმე უნდა მოტყდეს ტაბიკი, რომ ადგე და ძალიან- როგორც გიჟმა- აიშვა, მოაგლიჯო საყელო მზერით ცას და შეხედო... და ლექსებს დავფშვნი, როგორც მსუქან ტაროებსო და რა ვიცი რაღა არ... ყველაფერი მომეწონა აქ და ყველა ტაეპში ძამულია ხარ! :)
29. როცა ჩემზე სიკვდილი ქარში მოილოგინებს, დავფშვნი ლექსებს ხელებით,როგორც მსუქან ტაროებს, კარგია რათქმაუნდა...555555 როცა ჩემზე სიკვდილი ქარში მოილოგინებს, დავფშვნი ლექსებს ხელებით,როგორც მსუქან ტაროებს, კარგია რათქმაუნდა...555555
28. Поэт_Хулиган :):)
კარგია,გიო :) Поэт_Хулиган :):)
კარგია,გიო :)
27. ძალიან მომეწონა ლექსიო, გიო, თეამო:) ძალიან მომეწონა ლექსიო, გიო, თეამო:)
25. დავფშვნი ლექსებს ხელებით,როგორც მსუქან ტაროებს,
ამისთვის შემოვედი ახლა და გავაქანე ჩემს დღიურში.
და გულიანი მოკითხვა ავტორს :) დავფშვნი ლექსებს ხელებით,როგორც მსუქან ტაროებს,
ამისთვის შემოვედი ახლა და გავაქანე ჩემს დღიურში.
და გულიანი მოკითხვა ავტორს :)
24. ძალიან მომეწონა, მუხტიანია, ძარღვიანი...:) ძალიან მომეწონა, მუხტიანია, ძარღვიანი...:)
23. როცა ჩემზე სიკვდილი ქარში მოილოგინებს, დავფშვნი ლექსებს ხელებით,როგორც მსუქან ტაროებს...
:-* როცა ჩემზე სიკვდილი ქარში მოილოგინებს, დავფშვნი ლექსებს ხელებით,როგორც მსუქან ტაროებს...
:-*
22. როგორი მაგარი ხარ შენ .. არ იცი ..
მმაგარი ((!!)) როგორი მაგარი ხარ შენ .. არ იცი ..
მმაგარი ((!!))
21. ქართველი ვიიონის სუნი მცემს, მაგარია! ღვედივით მოქნილი და კარგად მოქნეული ფრაზები გაქვს, საჩემო ლექსია... ქართველი ვიიონის სუნი მცემს, მაგარია! ღვედივით მოქნილი და კარგად მოქნეული ფრაზები გაქვს, საჩემო ლექსია...
19. "აღარ აიწონება აწი სულის სიმძიმე," - 5
"აღარ აიწონება აწი სულის სიმძიმე," - 5
18. მალადეც, გიო! 5 :) მალადეც, გიო! 5 :)
17. როცა ჩემზე სიკვდილი ქარში მოილოგინებს, დავფშვნი ლექსებს ხელებით,როგორც მსუქან ტაროებს,
ძალიან კარგი ლექსი ძალიან საინტერესო ფრაზებით როცა ჩემზე სიკვდილი ქარში მოილოგინებს, დავფშვნი ლექსებს ხელებით,როგორც მსუქან ტაროებს,
ძალიან კარგი ლექსი ძალიან საინტერესო ფრაზებით
16. "ყველა უღელს ოდესმე უნდა მოტყდეს ტაბიკი"
მაგარია რაა, ძალიან "ყველა უღელს ოდესმე უნდა მოტყდეს ტაბიკი"
მაგარია რაა, ძალიან
15. ვაი, შენი იყო ბიჭო ეს ლექსი? კინაღამ შე-მო-მე-მი-ნუსე :)
ეს რიტმი ზოგადად არ მიყვარს და შენ ნამდვილად გაქვს იმისი მონაცემები რომ უკეთ თქვა სათქმელი. დავფშვნი ლექსებს ხელებით,როგორც მსუქან ტაროებს- კარგი სახეა ვაი, შენი იყო ბიჭო ეს ლექსი? კინაღამ შე-მო-მე-მი-ნუსე :)
ეს რიტმი ზოგადად არ მიყვარს და შენ ნამდვილად გაქვს იმისი მონაცემები რომ უკეთ თქვა სათქმელი. დავფშვნი ლექსებს ხელებით,როგორც მსუქან ტაროებს- კარგი სახეა
14. ცოტა ჩახლართულია, მაგრამ მაინც მომეწონა :)
მოგიკითხე :) ცოტა ჩახლართულია, მაგრამ მაინც მომეწონა :)
მოგიკითხე :)
13. გიო ზედვაკელი :) მევასები მაგრად :) გიო ზედვაკელი :) მევასები მაგრად :)
12. ჰოოოო.....გავიწიე კიდე!!!უკან 100 ნაბიჟით...
შენ რომ იტყვი,ბევრი უნდა გაიწიოს!:) ჰოოოო.....გავიწიე კიდე!!!უკან 100 ნაბიჟით...
შენ რომ იტყვი,ბევრი უნდა გაიწიოს!:)
11. ეს არის ადამიანი-პოეტი,რომელიც სათქმელს აწვდის მკითხველს უნიკალური რითმებით...
ყველა სიტყვა ისე მესმის აქ,როგორც ავტორი ამბობს,არანაირი გადახვევა....
55555555555555555555555555555555555555555555555555555555555555
პოეტად უნდა დაიბადო,რომ თქვა ასე....გიო,ძალიან ვამაყობ რომ გიცნობ!:) ეს არის ადამიანი-პოეტი,რომელიც სათქმელს აწვდის მკითხველს უნიკალური რითმებით...
ყველა სიტყვა ისე მესმის აქ,როგორც ავტორი ამბობს,არანაირი გადახვევა....
55555555555555555555555555555555555555555555555555555555555555
პოეტად უნდა დაიბადო,რომ თქვა ასე....გიო,ძალიან ვამაყობ რომ გიცნობ!:)
10. ზოგჯერ ფიქრობ,ისწავლა შემობღვერა მთვარემაც,
პოეტებსაც უბღვერს მთვარე? :-O
მოკითხვა გიოს ;;)
ლექსში კი უამრავი ძალიან მაგარი ფრაზაა :) ზოგჯერ ფიქრობ,ისწავლა შემობღვერა მთვარემაც,
პოეტებსაც უბღვერს მთვარე? :-O
მოკითხვა გიოს ;;)
ლექსში კი უამრავი ძალიან მაგარი ფრაზაა :)
9. გიო,ლიტზე ეს უკვე ძალიან მოვიწონე...:)
გიო,ლიტზე ეს უკვე ძალიან მოვიწონე...:)
8. "როცა ჩემზე სიკვდილი ქარში მოილოგინებს, დავფშვნი ლექსებს ხელებით,როგორც მსუქან ტაროებს"
მომეწონა:) "როცა ჩემზე სიკვდილი ქარში მოილოგინებს, დავფშვნი ლექსებს ხელებით,როგორც მსუქან ტაროებს"
მომეწონა:)
7. როცა ჩემზე სიკვდილი ქარში მოილოგინებს, ............... :) ლექსი ? სლოვ ნეტ :) როცა ჩემზე სიკვდილი ქარში მოილოგინებს, ............... :) ლექსი ? სლოვ ნეტ :)
6. მთავარია დიოგენე არ დაივიწყო მთავარია დიოგენე არ დაივიწყო
5. გეხსომებათ უთუოდ ანრი ტულუზ ლოტრეკი: უფრო მეტი ხორცი და სიშიშვლე რომ დახატა. მე კი სადაც წავედი, სადაც მივდექ -მოვდექი, სულს, რომელიც თანგამყვა, სინდისი ვერ გავხადე.
გვიან, როცა აქერონს გამაყოლებს ქარონი, როცა ჩემზე სიკვდილი ქარში მოილოგინებს :)
ვერ გავიწევი,ასეთი ლექსების არ მეშინია :D თან ლოტრეკი მიყვარს.
მომწონს :) გეხსომებათ უთუოდ ანრი ტულუზ ლოტრეკი: უფრო მეტი ხორცი და სიშიშვლე რომ დახატა. მე კი სადაც წავედი, სადაც მივდექ -მოვდექი, სულს, რომელიც თანგამყვა, სინდისი ვერ გავხადე.
გვიან, როცა აქერონს გამაყოლებს ქარონი, როცა ჩემზე სიკვდილი ქარში მოილოგინებს :)
ვერ გავიწევი,ასეთი ლექსების არ მეშინია :D თან ლოტრეკი მიყვარს.
მომწონს :)
4. ხო,ოტმარ,მაგასაც მიგნება უნდა:)
მე ძველებურად ვარ, ვცხოვრობ კასრში... ხო,ოტმარ,მაგასაც მიგნება უნდა:)
მე ძველებურად ვარ, ვცხოვრობ კასრში...
3. ნაღდად არ ვიცი მაგარია თუ არა.. ნუ რაღაც მომენტში გამისწორა .....
ეს ერტუშკები მევასება შენთან ლექსის სათაურებში... მეტონა ნაკლებობის ნიშნების :)) ნაღდად არ ვიცი მაგარია თუ არა.. ნუ რაღაც მომენტში გამისწორა .....
ეს ერტუშკები მევასება შენთან ლექსის სათაურებში... მეტონა ნაკლებობის ნიშნების :))
2. ეს არის ძალიან მაგარი ლექსი !
დიახ! ეს არის ძალიან მაგარი ლექსი !
დიახ!
1. ეს არის ძალიან მაგარი ლექსი ! ეს არის ძალიან მაგარი ლექსი !
|
|
მონაცემები არ არის |
|
|