ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2010


ხდება-ხოლმე

შენ ისე გწამდი, თითქოს, არც ვიყავ
ცოდვილი მიწის ნატეხი ერთი,
მეუდაბნოე სივრცემ გამრიყა
და აუხდენელ ოცნებებს შემრთო.

იმგვარად გსურდი, როგორც ცა ვარსკვლავს,
უდროოდ მომწყდარს მშობლიურ კიდეს,
ისევ ის ძველი სურვილი გახლავს,
ვინ იცის, იქნებ, გაკლივარ კიდეც.

გადავცდი ყველა რეალურ საზღვარს,
როცა ხეებს თმა ექცათ ფოთლებად,
მარტოობასაც ლოდინით ვსაზღვრავ,
რადგან სიცოცხლე ეშაფოტდება.

შენ ისე გწამდი, გსურდი და მაინც,
უკან ვერაფერს ვერ დავაბრუნებთ,
და ასეც ხდება, თურმე, ზღაპარიც,
მთავრდება-ხოლმე არაზღაპრულად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები