ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
18 თებერვალი, 2010


და სიყვარულის ზამთრის ფიქრები

ბ_ს (ან რატომ, ან რისთვის, ან როგორღა გწერ, მეც კი არ ვიცი, რისთვის დავფიქრდი)

ჩემს გამო ისე მოიწყინა მთელმა სამყარომ,
ჩემს გამო ისე აირია შენი გრძნობები...

ყველაფერს გავცემდი, რომ ასე გვევლო მრავალი ღამე,
მაგრამ როდია ყველაფერი ისე საამო.
შენს მოლოდინში ისევ მაწვიმს, ისევ მიბერავს ის უეცარი და სევდიანი ნაზი ფიქრები,
ეს მოლოდინი ისეთი უაზროა...
ჩემთვის არ დაწერ, ჩემთვის არ იგრძნობ, ჩემთვის არ იტყვი იმ ლამაზ სიტყვებს.
ისე მაკლიხარ,
და ისე მათბობს შენი თვალების ეს უეცარი გამოვლინება,
მინდა მოხვიდე, მინდა მოხვიდე, ისე საოცრად მინდა.
ისიც არ ვიცი რას ვწერ, რა მინდა,
რას გერჩი ამდენ გრძნობებს რომ გაყრი.
ისე მაკლიხარ,
და ისე მათბობს შენი ფიქრებით სავსე სამყარო.
ისე მაკლიხარ
და ისევ მტკივა, ის უაზრობა და ...

შენ ისე არ მოხვალ,
შენ ისე არ მეტყვი,
შენ ისე არ გრძნობ.

ძალიან სწრაფი ვარ, ქარსაც გავუსწარი,
დრო უკან მომზდევს იმ იმედით, რომ დამეწევა,
მაგრამ მე შორს ვარ
შენგან და დროსგან.

ეს უძილობა,
ეს სიზმრები, მხოლოდ შენია,
ეს სიყვარულიც ეს მარტოობაც მხოლოდ შენია,
მხოლოდ შენია ჩემი დარდი, ჩემი ფიქრები
და ჩემი არის ის ტკივილი, ის უაზრობა.
რა დამემართა?
რატომ ვუსწრებ ასე ყველაფერს,
რა დამემართა?
რატომ მათოვს ასე ეულად,
რა დამემართა?
ეს სიყვარული ვისთვის მოსულა,
ან რატომ მოდის ასე ბევრი ასე უდროო.

მოდის და მოდის,
მეც არ ვიტოვებ,
ამ ფიქრებს შენთვის ფურცლებს ვუგზავნი,
ალბათ არც მოხვალ,
ალბათ არც მეტყვი,
ალბათ არც იცი, რომ ასე გელი.
სამწუხაროა, ეს სიყვარული,
სამწუხაროა უიმედობა.
რატომ ვწერ, რისთვის
ანდა ვიღასთვის,
ვიღას აღელვებს ჩემი ფიქრები,
აღარც კი დამწერ, აღარც კი მჩუქნი, იმ ფიქრების და ოცნების დარდებს.
ანდა რატომ ვწერ? რა მაწერინებს?
რაღას გკითხულობ,
რაღას გგრძნობ მაინც,
ამ უიმედო ფიქრთა დასტაში.

გაუარესდა მთელი ცხოვრება,
გაუარესდა ჩემი ფიქრებიც,
გაუარესდა ჩვენი შეხებაც და სიყვარულის ზამთრის ფიქრებიც.

18.02.10 საღამო (უფრო ღამე)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები