ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2010


ახსნა

მამძიმებს გავლილი
მაშინებს გასავლელი
წლები დარახტული წვალებით
გული მიჩერდება,
სული მეყინება
შენი ცრემლიანი თვალებით
კეცავს წლებს გასავლელს -
უმზეოს,უშენოს
იმედი  უჯიუტეს რწმენით
და ისე ამტკივდი
და ისე დამაკლდი...
ჩუმი მონატრებით ვკვდები..
ათასჯერ გაგკიცხე,
დაგსაჯე ათასჯერ
ვერ დაგგმე -
ცოდვილიც ჩემი ხარ,
ანკარაც...
კვლავ თუ ვერ გიშველე
ან კვლავ თუ დაგკარგე
ვყოფილვარ არარა,
მაშინებს გავლილი
ისევ გასავლელი
წლები დაკეცილი წვალებით
ქუჩის რომანტიკა..
უცხო სიმფონია
უთაო თავგადასავლები...
გკოცნი თვალებით და
ცახცახებს წამმზომი...
მითვლის უშენობას ....
მაწამებს
დარდი მოუხდელი,
ტკივილი მარადი
ცრემლად ეფინები წამწამებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები