ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2010


* * * *

შენ ხედავ მატარებლს, რომელსაც
დიდი ხანია ელოდები, უკვე მე-2 საათია,
ის მოდის, მხოლოდ შენთან არა.
მოდის გაჩერებასთან.

ეს კაცი ჩვენი
ცხოვრების რეჟისორია, ასე ძალიან, რომ
არ მოგვწონს.
ტყუილად არ არის, რომ მისი ფილმის
ყურების შემდეგ, მე ყოველთვის მესიზმრებიან
ბოთლში გამოკეთილი ბუზები
ფეხები წითელ საღებავში, რომ ამოუსვრიათ.

შენ უყურებ ამ მტრედებს და
ფიქრობ, რომ ისინი ლამაზები არიან.
უყურებ ვირთხებს, კანალიზაციის მილებისკენ,
რომ მიემართებიან მარშით და გეზიზღებიან.
მტრედები ხომ შენი დარაფების ვირთხები არიან.

ვინმეს თუ გონია, რომ უცოდველი ვარ,
ხომ. შეიძლება ასეც იყოს.
მაგრამ არა.
მე შევუსწარი ფერიების,
როცა ისინი ორგიებს აწყოდბნენ და
ჩუმად დავდექი ბნელ კუთხეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები