ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2010


პოეტობა - ბედის ყულფი?! არა!........

ვუძღვნი 27 თებერვალს და თებერვლის ბიჭებს

როცა ბედის ყულფს ჩემს კისერზე ნასკვი ექნება.....
შენ ვინ გედრება, ერთო....
უკანასკნელ ამოსუნთქვაშიც  სიტყვად ამოგთქვამ....
სულ ლექსად უნდა გწერო......
ვერ გადამიტანს, სად გინდ ქროდეს ბედი შავზურგა....
თვალის ჩინი ხარ, ჩემო.....
ცხრაკლიტურების ცხრა საზღვარი და....
თავად ღვთაების ფერო....
ციმციმ გააღებს ერთი სიტყვა დაუსაზღვრავი....
ერთხელ, სულ ერთხელ  მეგრძნო.....
პოეტობა --ბედის ყულფი?! არა! თავად ბედის მათრახი....
შენი შეხების გემო....
პოეტობა --- სისხლის ფიქრი -- ჩაუქრობი სულის ხანძარი!
შენ, ჩემო ერთადერთო...... 
                                                      27.02.10.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები