სამი მარტი რომ დედების დღეა მგონი უკვე ყველამ დაიმახსოვრა.ხოდა ვინცკი ახლობელი მყავდა,ყველას მივულოცე ზოგს ტელეფონით,ზოგს პირადად,ზოგს კომპიუტერით და როგორც იქნა მიიწურა ეს "მძიმე" დღეც. ვზივარ ახლა ჩემს სამუშაო მაგიდასთან რა თქმა უნდა დაღლილ-დაქანცული და ვფიქრობ:_ვინმე ხომ არ გამომრჩათქო,თანაც ველოდები ბავშვს,რომელიც წუთი-წუთზე უნდა დაიბადოს. სქესი და სახელი უკვე გადაწყვეტილია დიდი ხნით ადრე,იგი გოგონაა და ლანა ქვია.მოკლედ კიდევ ერთი დედობის კანდიდატი უნდა მოევლინოს ამ ქვეყანას და როგორ ფიქრობთ,_არ არის ეს განსაკუთრებულად გასახარელი მოვლენა? ხოდა მეც მიხარია წინასწარ და ველოდები მის დაბადებას.. თქვენ წარმოიდგინეთ რომ დაბადების დროც განსაზღვრულია წინასწარ,ისევე როგორც მისი სქესი და სახელი,ანუ ზუსტად 00 საათსა და 00 წუთზე უნდა მოევლინოს ამ ქვეყნად და გაგვიხარებს ყველა ახლობელს გულს ეს ზღვისფერთვალება გოგონა. თორმეტს რაღაც წუთებიღა აკლია და ნერვიულობით ბოლთას ვცემ,თვალს არ ვაშორებ ფანჯრებს(რომელიც წარმოსახვითია)და ნათლად ვხედავ ფანჯრებს მიღმა სამშობიარო ბლოკში თეთრხალათიან ექიმებს როგორ შეყავთ მუცელგაბერილი და ტკივილებისაგან სახედამანჭული,შუბლზე მსხვილოფლწვეთმომდგარი დედა... წყლები უკვე დაღვრილია,ექთნები გაჩქარებულები მიმოდიან,ხოლო თავად ექიმი მშვიდად დგას მშობიარესთან და ცდილობს დღის სინათლეს მოავლინოს ჩვენი ზღვისფერთვალება გოგონა... ფიქრებში რატომღაც სხვა რამეზე გადავერთე და კინაღამ გადამავიწყდა თუ რას ველოდებოდი ამდენხანს. საიდანაც უცებ შენმა შეძახილმა გამომაფხიზლა.საათზე დავიხედე და უკვე 15წუთის მოვლენილი იყავი ამ ქვეყნად,ხოდა აჩქარებული შემოვვარდი(თუმცა ბლოკში აბა ვინ შემომიშვებდა)და შორიდან მოგაძახე:_ გი-ლო-ცააავ! _გმადლოოობ!გამიცინე შენ და 32მა თეთრმა,მძივადმიჯრილმა კბილმა მზის შუქი აისხლიტა და თვალი მომჭრა რატომღაც.. _რა გაცინებს?პირველმა მოგილოცე არა?_შეგეკითხე მე. _არა უკვე დაგასწრეს,პირველი არ იყავი,ზუსტად 12საათზე სხვამ მომილოცა,მაგრამ წინასწარ არ ითვლება._მითხარი შენ და ბავშვურად გამიღიმე... _ამიტომაც დაგელოდე,სანამ დღის შუქზე გამოხვიდოდი,სანამ ექიმი ხელს წამოგარტყამდა ტაკოზე და ტირილს მორთავდი,სანამ სისხლიანს თბილ წყალს გადაგავლებდნენ,თეთრ ფუმფულა ნაჭერში გაგახვევდნენ და დედიკოს მკერდზე დაგაწვენდნენ და რომ ვიფიქრე უკვე დაწყნარდებოდა და ზღვისფერ თვალებზეც ცრემლი შეუშრებოდათქო,მეც მოგილოცე,(არადა კინაღამ დამავიწყდი):)ხოდა ეს კიდევ წამომხტარა დედის მკერდიდან და უკვე კომპიუტერს მისჯდომია,მოკლედ რა არიან ეს ახალი თაობა რაააა!_ვიძახი გაოცებული და პირი ყურებამდე გადამდის(მეღიმება) _მშვენიერი პროზაული ნაწარმოები გამოგდის ჩემს დაბადებაზე ხედავ?_მიბრუნებ პასუხს და ენას მიყოფ,ანუ მეჯღანები,თან იცინი და თან მარიგებ:_იმუშავე,დახვეწე... ა კიდო! (წამოვიყვირე განცვიფრებისაგან რაღაცნაირ კილოზე)უყურე შენ ამას! ჯერ დედამიწას არ ამოჰგლია და კითხვაც კი უსწავლია ამ შეჩვენებულს და უკვე ლიტერატურული კუთხით უდგება ჩემს ნაჯღაპნებს,_გავიფიქრე მე. მოკლედ ქალი კი არა გენიოსი დაბადებულა ამ მეოთხე მარტის პირველ ღამეს,თანაც კულუარებში ჭორი დადის,ვითომ იურიდიული განათლებაც აქვსო! და რომ იკითხეს:-ეგ საიდანღა გაიგეთო! ისევ იმ კულუარებიდან უპასუხეს;_თურმე ერთ-ერთ დამსწრე ექთანს თავისი თვალით დაუნახავს როგორ თვალმოუშორებლად უყურებდა ახალშობილი ახალგაზრდა ექიმის ხელზე შებმულ მბრწყინავ ბრილიანტისთვლიან ბეჭედს,რომელიც მას საქმრომ აჩუქა... მის საქმროზე კი არ დადის კარგი ხმები და ისევ კულუარებში ამბობენ რომ მძარცველი,ქურდი და მორფინისტიაო!აბა საიდან უნდა ჰქონოდა ასეთი ძვირფასი ბრილიანტის ბეჭედი ამ უმუშევარ და ობოლ კაცსო? მოკლედ სხვის ბრილიანტებს და საქმროებს თავი გავანებე და ელექტრონული ფოსტით გავუგზავნე ეს უკანასკნელი წერილიც... _ვის და ახალშობილს კაცო,რით ვერ გაიგეთ?დღეს ჩვენი ლანას დაბადების დღეა,აი მეტსახელად მე-კალ-მეს რომ ვეძახით ხოლმე და ისე თურმე ჯუჯღუნაც რქმევია(ესეც კულუარებიდან გამოჟონა) და სანამ აჯუჯრუნებულა იქნებ მიგელოცათ? თან დედაც ზუგდიდში ყავს,ანუ დაბადების ადგილიდან შორსაა და რომ აჯუჯღუნდეს,ამას რაღა გააჩუმებს ჰა?ხელოვნური საკვები არ უყვარს თურმე,ძუძუზე იზრდებოდა ბავშვობაში. ეს ამბავიც იქ გავიგე,კულუარებში!... ისე თქვენ მე-კალ-მე დაუძახეთ და ამ კალამს კი ხმარობს ხანჯალივითა.........:) ხოდა გასწი ეხლა ეგ შენი კალამია,თუ ხანჯალი იქით და რიგრიგობით მოგილოცავთ მაგ შენს 23დაბადების დღეს შე ჯუჯღუნა შენა!:))))))) პატივისცემით დათო ქაოსური...;) დმ. 04.03.2010წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. მომნატრებიხარ, არამითო... გამახსენდა ახლა ეს და ვიხალისე...
პ.ს. კვაზიმოდოს უხალისია აქ ბოლოს :))))) მომნატრებიხარ, არამითო... გამახსენდა ახლა ეს და ვიხალისე...
პ.ს. კვაზიმოდოს უხალისია აქ ბოლოს :)))))
25. ესეც კარგია,ვიხალისე;) ესეც კარგია,ვიხალისე;)
23. ესეც პატარა მე-კალ-მე ილუსტრაციებში :) ესეც პატარა მე-კალ-მე ილუსტრაციებში :)
22. არ ვიცი ამ ჩახუტების სმაილიკის წერა და მომკალით! :))))) :)) ;) ;;) არ ვიცი ამ ჩახუტების სმაილიკის წერა და მომკალით! :))))) :)) ;) ;;)
19. :P კარგია, არამითო და გილოცავ, ლანა! :P კარგია, არამითო და გილოცავ, ლანა!
18. გაიხარე ტენდი,სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო;):)))))))))) გაიხარე ტენდი,სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო;):))))))))))
17. :) :) :) ვწუხვარ, გვიან შემოვედი, მილოცვა "ვადაგასულია" :) :) :) არა და არამითი777 - ც მომწონს და მე-კალ-მეც !!!!!! :) :) :) :) :) :) ვწუხვარ, გვიან შემოვედი, მილოცვა "ვადაგასულია" :) :) :) არა და არამითი777 - ც მომწონს და მე-კალ-მეც !!!!!! :) :) :)
14. >:-P< რაღაც ასეა თუ არ ვცდები ლაან :D ხოო მაგარი რამეა მოგიკითხე არამითო >:-P< რაღაც ასეა თუ არ ვცდები ლაან :D ხოო მაგარი რამეა მოგიკითხე არამითო
13. გაიხარეთ ყველამ! 55555 გაიხარეთ ყველამ! 55555
12. აუფ! მაინც არ გამომივიდა ენის გამოყოფა :) მასწავლეთ რააააა :( აუფ! მაინც არ გამომივიდა ენის გამოყოფა :) მასწავლეთ რააააა :(
11. ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის :) შენ კი, ბატონო ავტორო, ჩემი მეტსახელი სწორად დამიმარცვლე სათაურში, თორემ ენას გამოგიყოფ იცოდე =)) კვებას რაც შეეხება, ეს ერთადერთია, რაც დაბადებიდანვე ხელოვნური მომწონდა, სხვა ყველაფერს ბუნებრივს ვაფასებ :) :) ის რატომ არ დაწერე, ლექსის წერისთვის მასწავლებელმა ყური რომ აგახია? =)) =)) დედაჩემი არაა პედაგოგი, მაგრამ ვინმეს აუცილებლად მოვძებნი მასწავლებელს და წავაკითხებ ამ ნაწერს, თუ ჭკვიანად არ იქნები :) :) ასე რომ, მთლად "ყურდამშვიდებულიც" ნუ იქნები :D :D ეხლა კი, ამ სმაილების ხელში თუ გამომივიდა, ენასად გამოგიყოფ წასვლის წინ :P :P პ.ს. კარგი ბიჭი ხარ შენ :)
ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის :) შენ კი, ბატონო ავტორო, ჩემი მეტსახელი სწორად დამიმარცვლე სათაურში, თორემ ენას გამოგიყოფ იცოდე =)) კვებას რაც შეეხება, ეს ერთადერთია, რაც დაბადებიდანვე ხელოვნური მომწონდა, სხვა ყველაფერს ბუნებრივს ვაფასებ :) :) ის რატომ არ დაწერე, ლექსის წერისთვის მასწავლებელმა ყური რომ აგახია? =)) =)) დედაჩემი არაა პედაგოგი, მაგრამ ვინმეს აუცილებლად მოვძებნი მასწავლებელს და წავაკითხებ ამ ნაწერს, თუ ჭკვიანად არ იქნები :) :) ასე რომ, მთლად "ყურდამშვიდებულიც" ნუ იქნები :D :D ეხლა კი, ამ სმაილების ხელში თუ გამომივიდა, ენასად გამოგიყოფ წასვლის წინ :P :P პ.ს. კარგი ბიჭი ხარ შენ :)
10. მართალია გვიან, მაგრამ მილოცვას ვუერთდები... :) მართალია გვიან, მაგრამ მილოცვას ვუერთდები... :)
9. ვულოცააავ უსაყვარლესს :) ვულოცააავ უსაყვარლესს :)
8. "ენას მიყოფ,ანუ მეჯღანები" :):)) ეს მომეწონა მეე...დაჯღანვის ხასიათზე მოვედიიი...:) "ენას მიყოფ,ანუ მეჯღანები" :):)) ეს მომეწონა მეე...დაჯღანვის ხასიათზე მოვედიიი...:)
7. ვუერთდები ასევე :) ვუერთდები ასევე :)
6. გაიხარე კარგია ძმა! მილოცვებს ვუერთდები... თუ გაწევს რათქმაუნდა ხანჯალს თუ კალამს :) გაიხარე კარგია ძმა! მილოცვებს ვუერთდები... თუ გაწევს რათქმაუნდა ხანჯალს თუ კალამს :)
5. აი, თურმე რატომ ხმარობდა ეს ჩვენი მე-კალ-მე ხანჯალივით ამ კალამს?!. მეგრული წარმოშობა ქონია ბატონო და ხომ არის ეს გასაოცარი მომენტი "არძო მარგალ ირო მანგარის" ლოგიკით. უყურე შენ! :D ისე, მეც ვუერთდები მილოცვას! ღმერთმა უკურთხოს კალამი მეკალმეს!!! აი, თურმე რატომ ხმარობდა ეს ჩვენი მე-კალ-მე ხანჯალივით ამ კალამს?!. მეგრული წარმოშობა ქონია ბატონო და ხომ არის ეს გასაოცარი მომენტი "არძო მარგალ ირო მანგარის" ლოგიკით. უყურე შენ! :D ისე, მეც ვუერთდები მილოცვას! ღმერთმა უკურთხოს კალამი მეკალმეს!!!
2. მეც ვულოცავ მეკალმეს :) მეც ვულოცავ მეკალმეს :)
1. გიერთდები...მრავალს დაესწარი ლანა,ყველა სიკეთით!:) გიერთდები...მრავალს დაესწარი ლანა,ყველა სიკეთით!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|