ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2010


  ჩამოტვირთვა

არშემდგარი ტანგო

ნაფეხურები, ინტერვალები ნაბიჯებს შორის,
სტაკატო ხეთქავს ჩემ და შენ შორის დარჩენილ სივრცეს,
ფორტეპიანოს ავაგლიჯო უნდა ფა ძიეზ,
რომ სიამაყეს შენსას უფრო ახლოდან მივწვდე.

ანდანტე- ვერ ვგრძნობ შენი ტანის ვერცერთ მანერას,
ოთხივე სიმი დააწყვიტო უნდა კონტრაბასს,
ძალდატანებით მოვშორდები უძრავ სილუეტს
და შემოვიხევ საგანგებოდ ნაყიდ კაბასაც.

პიანო- მესმის მხოლოდ წყვეტილი სუნთქვა,
ნაბიჯებს შორის უფრო გრძელი ინტერვალები,
წითელი კაბის ნაცვლად ახლა მაცვია სუფრა,
კლავიშებაყრილ პიანინოს მიგავს თვალები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები