ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2008


ამაღამ (ექსპრომტი)

მცხეთიდან კარგად ჩანს ტაძარი ყოველი:
ჯვარი და სამთავრო... და სვეტიცხოველი...

წვიმაც წამოვიდა... რას ტირის ბუნება?
ცის სველი თვალები გულს ესალბუნება!

"აღარ ახსოვხარო", - ჩურჩულებს წვიმა და
არეულ სხეულში იჭვებმა იმატა!

გრძნობამ ამიწეწა აშლილი ფიქრები:
"სადა ხარ?... ვისთან ხარ ან ვისთან იქნები?!...

სხეულის ყოველი უჯრედით მინდიხარ!
შენ კი... შენ, ყოველთვის, უკვალოდ მიდიხარ!

სადა ხარ? ვერ გხედავ...  და ვეღარც გეხები...
ან ნეტა რას შევცვლი წუთიერ შეხებით?

მიყვარხარ!..."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები