ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2010


სადგური: ჰორიზონტი

ზამთარს ყველაზე კარგად
მაშინ ვხედავ, როცა საფოსტო
ყუთებს ვუყურებ.
ისინი ზამთარში ყოველთვის სავსე არიან.


თოვს.
მაგრამ ქუჩას მაინც ერთი მშვენიერი არსება
ამშვენებს,
ყველა მას უყურებს და ლაპარაკობს ამ სილამაზეზე.
მე კი მისმა დახვეწილმა მოძრაობებმა მომხიბლა.
გაშეშებული, ზურგით ზევით იწვა მიწაზე.
ის იყო მსხვერპლი, თოვლში ჩამალული სიკვდილის
და სახით ედებოდა მას.


არასდროს მიმიქცევია ყურადღება მზის ჩასვლისთვის,
ყოველთვის ყველაზე მახინჯ არსებად ვთვლიდი მზეს,
დღეს კი ამ ზამთრის დღეს, მე შემეცოდა იგი.
როცა ზღვას ორთქლი ასდიოდა და ათოვდა,
ვხედავდი როგორ ციოდა მზეს
და სიცივის დასაძლევად ცდილობა
დაელია ზღვა.
და ის ჩადიოდა,
ზღვა კი კვლავაც ადგილზე იყო.

მე ვდგევარ და ვუყურებ
დაორთქლილ ფანჯარას საიდანაც
ერთლი წლის მერე ისევ ჩანს
როგორ ჩამოიტანა ნისლის მატარებელმა
მიწაზე თეთრი არსებები ციდან,
შენ მაინც მატარებელში დარჩი და
იქიდან მიქნევდი ხელს.

ჰოდა, ახლაც გადაბრუნდი და გაეხვიე ღრუბლებში
ისე, რომ ვეღრასდროს გავიხსენო
დამშვიდობებები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები