ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2010


შენზე

ბ-ს(პატიებას გთხოვს წარსულიდან ალბათ ზამთარიც, რომ მომიტანა შენთან როგორც გრძნობის დავთარი)

ფიქრი დღეს მისდევს, დღე კი ფიქრში ატანს,
ვიცი ჩემთანა ხარ, მე კი მაინც გლანდავ.
რითმი არ მივარგა, მაგრამ რა უნდა ვქნა
მე ხომ შენთვის ვლეწავ ლექსებს სასოებად.

ფარად დავიყენე ყველა ოცნება,
და მაინც ყველა გრძნობა გულში ისევ ატანს,
ჩემი სიყვარული სახსარს გამოედო
ფეხი წამოდო და სულში გაინაბა.

ნეტა რა უნდა ვთქვა, სათქმელს ფასი არ აქვს
ჩემი ოცნებები შენში გაიშალა.
ვწერ და შენთვის ყველა სიტყვას ძაფზე  ვაცვამ,
გეტყვი, რომ იმედი დარდად ამესახა.

ჭიქას ჭიქა მოსდევს, დარდი აიბლანდა,
ჩემი სიყვარული შენში აისახა.
იტყვი ოდესმე შენ ჩემზე ისტორიას,
და ამ ფიქრებს  შენზე ისევ ქარს გავატან.

შენზე ფიქრები დრომ ღვარად მოიტანა
როგორც ემოცია თვალში ამოივსო.
მძიმე უპეები, დარდით დატვირთული
შენ სახეზე დღესაც კიდევ შემიყვარდა.

ალბათ დამაბრალებს დროც მე ამ შეცდომებს,
მაგრამ რა უნდა ვქნა სხვა დროს ვერ გამოვჩნდი,
ახლა გვიანია, ღამის საათია,
შენ კი დიდი დროა სულ სხვა შეგიყვარდა.

ცრემლი ლექსად მომდის, დრო კი იმედებად,
ჩემთან მოსული კი,ყველა არსებაა
და ამ ემოციას სხვაგან ექაჩება,

დრომ დოქი ჩაცალა და სიტყვაც ემეტება,
ყველა ემოცია ბზარად ამესახა
ყველა წარმოსახვა სხვაგან მექაჩება.

ამბობენ: შეიკავე შენი ემოცია,
ამბობენ, გული კი შენკენ მექაჩება,
დრო ძიძგნის ამ გრძნობებს, თავისთან ექაჩება
მე არავის ვატან შენზე შეყვარებას.


უკვე გაიარა ყველა შემართებამ,
ალბათ შენს ფიქრებში ფერი-აღარც ცა მაქვს,
მაგრამ არც დროსა და არც კი წარმოსახვას,
შენზე შეყვარებას
არსად არ გავატან.

10.03.10
00:42

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები