ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2010


ვინც მემდურება, ალბათ გაიგებს, ალბათ მიხვდება

ვერ მათქმევინებთ სოფლის სამდურავს.
მე არც ის მესმის, ან სხვებს რა უნდათ,
საყვედურობენ როდესაც გამჩენს?...-
ბოროტს და კეთილს თურმე ვერ არჩევს.
"მე, რა კარგი ვარ!...-ჩემს გარშემო კი სუყველა ცუდი!
მე ხომ მსხვერპლი ვარ!...-ეს უსამართლო ბედი კი მრუდი!"

უფალმა შექმნა სიყვარულით მთელი სამყარო!
სიყვარული , როგორ შექმნიდა სხვანაირად, ანდა სხვა რამეს?
და ის ნაგავი, ჩვენს  გარშემო, რაც რომ გვაწუხებს,
დავაბრალოთ საკუთარ თავებს.
მე არ ვწუწუნებ თქვენსავით  და თავს არ ვამადლი
ღმერთს, მადლიერი ვარ ცის და მიწის, მისი დამცველი,
(და არც ნაგავში ვიქექები...-"როგორც მართალი!")
მერე რა, თუ ვეფარები ბეღურას უბეს?...
მერე რა, თუ მის სითბოში ვპოულობ ნუგეშს?...
სიცოცხლე მომცა, მზეს ვუყურებ, ვარსკვლავებს ვითვლი,
გული მევსება ნეტარებით და ვცოცხლობ მისთვის,
რათა მიყვარდეს დედამიწაზე,
შენი, ჰო, სწორედ შენი ამონასუნთქი...-
უფალო ჩემო!
სიყვარულით წელში მოხრილი
ყვავილის ღერო.
და მე  სიყვარულს,  და  მე სიცოცხლეს
უნდა ვუმღერო
და ბეღურებზე..-.უფლის გულებზე,
ვწერო და ვწერო!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები