რელსებს არა აქვთ ხმა - დაგან და დაგან და დაგან ნიკა ჩერქეზიშვილი
თითებშუა სითბო, სიგარეტის კვამლი. წვიმა თითო-თითო, წვიმა ცალი-ცალზე. ბექა აბუთიძე
არაფერია პოეტობა თუ არა შენი და ჩემი ძმობა, რა უდგია მარტო სიარულს. მოგვინდა სახლი პოეზიის? თუ ავაშენებთ ერთად, თუ არა დრო ისედაც მოგვასრიალებს ქუჩაზე, სადაც თოკებია, ყულფები-ანუ ანუ ბაწრები, იბმებიან რითაც მოზვრები. მოდი, ჩეროში გადავაბათ წყეული ხანა, ვუყუროთ მთვარეს ჭუჭყიანი ხელით მოზელილს. მეც ჩამატარე სუიციდის ქუჩაზე თოკით, ჩაატარებდნენ ადრე ასე გასაყიდ ბიჭებს. მუსიკა-დორსი-სხვანაირად მაგარი როკი და სიგარეტზე დაჭერილი ყვითელი კიჭი და რელსებს ხმა აქვთ, ო ნუ იტყვი, ისეთი რელსებს, ფანჯრის მინებზე დაყუდებულ ნიაღვრებს მოჰგავს, თუ გეზარება, ამ კედელთან მე ვიტყვი ლექსებს, არ დაიზარო, წამიკითხე, ძმა "ლურჯი ქოლგა": "თითებშუა სითბო, სიგარეტის კვამლი. წვიმა თითო-თითო, წვიმა ცალი-ცალზე." კიდევ ერთი ლუდი, დაგველია იქნებ, გვეოცნება თუგინდ პოეტების ცაზე, ოღონდ არა აქ და არც: სიკვდილი ბარემ. წანწალს ვარჩევ ნაღდად ისევ გარე-გარე. "თითებსშუა სითბო, სიგარეტის კვამლი." ათას რამეს ვითმენ, მოთმენები მკლავენ, ძმა, მაშინებს სისხლი, გადავიჭრა მკლავი, ლექსებს გადმოგისხამ და ძმები ვართ...ამინ! რელსებს ხმა აქვთ: დაგან, რახან, დაგან, რახან, მე ვარ შენი ძმა და შენ ხარ... ჩემი ძმა ხარ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. მაგარი ძმი..ძალიან მაგარი...წუხელ დავლიე აბუთიძესთან..გამთენიისას ამოვბლაყუნდი სახლში..
სააღოლ..დენდ!
პ.ს.გული მერევა პატარა კაცების პატარა კაცობაზე პატარა კაცობაში!
დენდი და სახალხო პოეტი ბექა ახალაია მაგარი ძმი..ძალიან მაგარი...წუხელ დავლიე აბუთიძესთან..გამთენიისას ამოვბლაყუნდი სახლში..
სააღოლ..დენდ!
პ.ს.გული მერევა პატარა კაცების პატარა კაცობაზე პატარა კაცობაში!
დენდი და სახალხო პოეტი ბექა ახალაია
22. ახლა ვნახე...ფეხებზე მკიდია ყველაფერი სხვა მე...იცი გიო შენ,ერთი სისხლი,ერთი სული.ჩვენ ვართ,დასასრულიდან დასაბამამდე ახლა ვნახე...ფეხებზე მკიდია ყველაფერი სხვა მე...იცი გიო შენ,ერთი სისხლი,ერთი სული.ჩვენ ვართ,დასასრულიდან დასაბამამდე
21. ძმობის და პოეზიის წინაშე ქედს ვიხრი :) მაგარია ზედვაკელი! ძმობის და პოეზიის წინაშე ქედს ვიხრი :) მაგარია ზედვაკელი!
20. ბურუსში შევდივარ.. ძმაკაც.. ყოველდღიურად ვმძიმდები.. შუაღამით აბუთიძეს მივწერე - ზუსტად ასე..
ახლა შენ გწერ..
ჰო.. მყეფარებს რაც შეეხება.. მაგათი საქმე ეგ არის - იყეფონ.. ყეფა ყველგან და ყველადროს წკმუტუნით მთავრდება.. და ეს ეყოფა მაგათ.. სასჯელად..
ბოლო ყაჩაღი გახსოვს?.. -
მე წავალ, წავალ, დაგრჩები მართალ... მაგრამ მწყურიხარ! ისეთი ძალით, ისე მწყურიხარ, როგორც.. ვით.. რა ვთქვა.. ბულონურ ქაშაყს სწყურია წყალი. ნეტავ ვინ გიხსნის ახლა საკინძეს, ვინ ეწაფება შენს უტკბეს ტყუილს?! მიშველე, ღმერთო, ნუ გამაგიჟებ, კი არ ვლოცულობ, არამედ ვყმუი! - - - - უმაღლესი პოეზია.. მეტი აღარ არსებობს.. მეტი აღარ არის..
მიყვარხარ სისხლში.. და ყველა ასეთ სისხლიანს შემოგევლე-თ.. ვინც ყმუის და არასოდეს ყეფს.. ბურუსში შევდივარ.. ძმაკაც.. ყოველდღიურად ვმძიმდები.. შუაღამით აბუთიძეს მივწერე - ზუსტად ასე..
ახლა შენ გწერ..
ჰო.. მყეფარებს რაც შეეხება.. მაგათი საქმე ეგ არის - იყეფონ.. ყეფა ყველგან და ყველადროს წკმუტუნით მთავრდება.. და ეს ეყოფა მაგათ.. სასჯელად..
ბოლო ყაჩაღი გახსოვს?.. -
მე წავალ, წავალ, დაგრჩები მართალ... მაგრამ მწყურიხარ! ისეთი ძალით, ისე მწყურიხარ, როგორც.. ვით.. რა ვთქვა.. ბულონურ ქაშაყს სწყურია წყალი. ნეტავ ვინ გიხსნის ახლა საკინძეს, ვინ ეწაფება შენს უტკბეს ტყუილს?! მიშველე, ღმერთო, ნუ გამაგიჟებ, კი არ ვლოცულობ, არამედ ვყმუი! - - - - უმაღლესი პოეზია.. მეტი აღარ არსებობს.. მეტი აღარ არის..
მიყვარხარ სისხლში.. და ყველა ასეთ სისხლიანს შემოგევლე-თ.. ვინც ყმუის და არასოდეს ყეფს..
19. აქ ყოველთვის გიო მხვდება ზედვაკელი... კარგი პოეტი...თავის ხელწერით...555 აქ ყოველთვის გიო მხვდება ზედვაკელი... კარგი პოეტი...თავის ხელწერით...555
18. ალალი ლექსია, ავტორივით... თბილი და მაგარი კიდევ, ხო :-P
ირის მადლობა გამოქვეყნებისთვის, მკითხველის მხრიდან :D :-* ალალი ლექსია, ავტორივით... თბილი და მაგარი კიდევ, ხო :-P
ირის მადლობა გამოქვეყნებისთვის, მკითხველის მხრიდან :D :-*
17. გიო, მაგარი ლექსია ეს !! როგორც ყველა დანარჩენი :)
იცი შენ ჩემი აზრი შენზე და ამ ყველაფერზე :)
ახლა და აქ უბრალოდ ბევრ ღიმილს, კეთილგანწყობას და სითბოებს დაგიტოვებთ ავტორს და ადრესატებს :) გიო, მაგარი ლექსია ეს !! როგორც ყველა დანარჩენი :)
იცი შენ ჩემი აზრი შენზე და ამ ყველაფერზე :)
ახლა და აქ უბრალოდ ბევრ ღიმილს, კეთილგანწყობას და სითბოებს დაგიტოვებთ ავტორს და ადრესატებს :)
16. ამ ლექსს ვერ გაიგებენ ძმა :)
ახლა ვერ გაიგებენ. :)
მაგარი ლექსია ეს ! ! ! ამ ლექსს ვერ გაიგებენ ძმა :)
ახლა ვერ გაიგებენ. :)
მაგარი ლექსია ეს ! ! !
15. მოგვინდა სახლი პოეზიის? თუ ავაშენებთ ერთად...
უ თუ ოდ;;) მოგვინდა სახლი პოეზიის? თუ ავაშენებთ ერთად...
უ თუ ოდ;;)
14. მეც ჩამატარე სუიციდის ქუჩაზე თოკით, ჩაატარებდნენ ადრე ასე გასაყიდ ბიჭებს... მოთმენები მკლავენ...
"უხ!" რომ დაგცდება, ისეთი სიტყვებია! და პაწუს ვეტყვი აქვე: ნერვებს გაუფრთხილდი, შემოგევლე! :) :) მეც ჩამატარე სუიციდის ქუჩაზე თოკით, ჩაატარებდნენ ადრე ასე გასაყიდ ბიჭებს... მოთმენები მკლავენ...
"უხ!" რომ დაგცდება, ისეთი სიტყვებია! და პაწუს ვეტყვი აქვე: ნერვებს გაუფრთხილდი, შემოგევლე! :) :)
13. ,,ლექსებს გადმოგისხამ და ძმები ვართ....ამინ!'' ეს ავარჩიე...და არ ვიცი, რა ვთქვა.....ყველაფერი შენ თავად გვითხარი....:) ,,ლექსებს გადმოგისხამ და ძმები ვართ....ამინ!`` ეს ავარჩიე...და არ ვიცი, რა ვთქვა.....ყველაფერი შენ თავად გვითხარი....:)
12. ლექსებს გადმოგისხამ და ძმები ვართ...ამინ!
ამინ .. (!!) ლექსებს გადმოგისხამ და ძმები ვართ...ამინ!
ამინ .. (!!)
11. 6. "ზედვაკელი ვარ მოსულიო დაუკარით ოსურიო თქვენ გენაცვალეთ ძმებო ჰაიტ"
ამ სიტყვებზე გაცილებით მეტი მარტო ერთ ხაზშია ნათქვამი: "მეც ჩამატარე სუიციდის ქუჩაზე თოკით"
გაიხარე გიო, გაიხარე 6. "ზედვაკელი ვარ მოსულიო დაუკარით ოსურიო თქვენ გენაცვალეთ ძმებო ჰაიტ"
ამ სიტყვებზე გაცილებით მეტი მარტო ერთ ხაზშია ნათქვამი: "მეც ჩამატარე სუიციდის ქუჩაზე თოკით"
გაიხარე გიო, გაიხარე
10. სანამ რამე გაგიკვირდება , მანამდე ადამიანმა საკუთარ ქცევებს უნდა გადაავლო თვალი ;;) სანამ რამე გაგიკვირდება , მანამდე ადამიანმა საკუთარ ქცევებს უნდა გადაავლო თვალი ;;)
9. აგრესია აქ იყო მინუს უსასრულობაში : )
აგრესია აქ იყო მინუს უსასრულობაში : )
8. . მაინც ჩავიკითხ და რა იყო შეგეძლო მოკლედაც გეთქვა ეს ყველაფერი აი ესე:
ზედვაკელი ვარ მოსულიო დაუკარით ოსურიო თქვენ გენაცვალეთ ძმებო ჰაიტ hinc. 2010-03-11 20:46:00
შენ ისეთი მონდომებული ჩანხარ ალბათ იცეკვებ :)
პ.ს. ლექსი მე გამოვაქვეყვნე ავტორის ნებართვით და კომენტარებსაც მე ვპასუხობ შესაბამისად ;;) გაოფებები და აგრესიები ყველამ თავის გვერდზე... ნაგავსაყრელი არაა აქ ;) . მაინც ჩავიკითხ და რა იყო შეგეძლო მოკლედაც გეთქვა ეს ყველაფერი აი ესე:
ზედვაკელი ვარ მოსულიო დაუკარით ოსურიო თქვენ გენაცვალეთ ძმებო ჰაიტ hinc. 2010-03-11 20:46:00
შენ ისეთი მონდომებული ჩანხარ ალბათ იცეკვებ :)
პ.ს. ლექსი მე გამოვაქვეყვნე ავტორის ნებართვით და კომენტარებსაც მე ვპასუხობ შესაბამისად ;;) გაოფებები და აგრესიები ყველამ თავის გვერდზე... ნაგავსაყრელი არაა აქ ;)
6. მაინც ჩავიკითხ და რა იყო შეგეძლო მოკლედაც გეთქვა ეს ყველაფერი აი ესე:
ზედვაკელი ვარ მოსულიო დაუკარით ოსურიო თქვენ გენაცვალეთ ძმებო ჰაიტ მაინც ჩავიკითხ და რა იყო შეგეძლო მოკლედაც გეთქვა ეს ყველაფერი აი ესე:
ზედვაკელი ვარ მოსულიო დაუკარით ოსურიო თქვენ გენაცვალეთ ძმებო ჰაიტ
5. გიო მომეწონა ძამი.++ გიო მომეწონა ძამი.++
4. მზე და სინათლე თქვენს ძმობას! ლექსი შენებური, ექსპრესიული, "ჟილკიანი"! 55555 მზე და სინათლე თქვენს ძმობას! ლექსი შენებური, ექსპრესიული, "ჟილკიანი"! 55555
3. საერთოდ ამ ავტორის ლექსები ასე თუ ისე მომწონს. ეს ნაკლებად მომეწონა. საერთოდ ამ ავტორის ლექსები ასე თუ ისე მომწონს. ეს ნაკლებად მომეწონა.
2. არ მომეწონა
სიგარეტები და კვამლები ხო ვაFშეე არ მომეწონა
სიგარეტები და კვამლები ხო ვაFშეე
1.
არაფერია პოეტობა თუ არა შენი და ჩემი ძმობა, რა უდგია მარტო სიარულს. მოგვინდა სახლი პოეზიის?
ამის მერე რატომ უნდა წაიკითხო ეს ლექსი ???
არაფერია პოეტობა თუ არა შენი და ჩემი ძმობა, რა უდგია მარტო სიარულს. მოგვინდა სახლი პოეზიის?
ამის მერე რატომ უნდა წაიკითხო ეს ლექსი ???
|
|
მონაცემები არ არის |
|
|