ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2010


წვიმის პორტრეტი

                                            "ეკვეთა ქარი ბარდებსა და რტოს,
                                            უცებ აშფოთდა ისლი, ჩელტები..."

არ შეგიმჩნევია? შეხედე, რაღაცით
სოკოებს ძალიან რომ ჰგვანან ქოლგები...
ისინიც წვიმის დროს ჯგუფ-ჯგუფად ჩნდებიან,
როდესაც ერთმანეთს, ვგრძნობ, ვუახლოვდებით.

თითქოს სისველეში მშრალ სადგომს დავეძებთ
(პირადად მე შენი მხრების ქვეშ ვჩერდები)...
გარეთ კი წვეთები ცეკვავენ ღამემდე
და თან "აშფოთდება ისლი და ჩელტები".

სისველე ბუნებას ნაცრისფერს ჩამობანს,
გულებსაც კრიალა სითბოთი აავსებს...
სველ ქოლგებს ღიმილით კეცავენ ქალები,
ჩქარ-ჩქარა მიდიან მორეცხილ შარაზე...

შემდეგი წვიმისას ისევ იკითხავენ:
- ჩემი ძველი ქოლგა, ნეტავი, სად დავდე?
ეჰ, ნეტავ შემეძლოს ქაღალდზე სიმღერა,
თუნდაც სულ წვიმიან, სველ დღეებს ვხატავდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები