ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2010


ღმერთი შიშველი მხრებით

გესმის?
ნაბიჯების ხმა კედლიდან
იპარებიან შენს ქოხში
ბამბუკის გამხმარი ღეროებით, რომ ააგე.
ეს ჯარისკაცების მარშია და
მოემართებიან შენი სახლისკენ,
ხვალ ყველაფერი სხბანაირად იქნება,
თეთრი ბრინჯის ყანები შეიცვლიან ფერს
სისხლისფრად
და დიდი ქლაქის ყველა სახლში
ტელევიზორში იფრიალებს წითელი დროშა.

რა ხდება სინამდვილეში გარშემო სადაც
მხოლოდ სისაძაგლეს ხედავ?
ამ კითხვაზე პასუხი თუ გექნებათ, თქვით და
ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ ერთხელ მაინც ექნება მნიშვნელობა.
კერტის კერლენი მარტო ზის ოთახში და
იკარგება საკუთარი ფანტაზიით შექმნილ სურათებში
სადაც ღმერთი შიშველი მხრებით აყუდებლა კედლებზე
ანგელოზები საერთოდ არ არსებობენ
(ან არ სცალიათ)
ადამიანები კი შიშველი მხრებით მოტანილ
პურის მარცვლებს ყრიან უდაბნოს სილებში.


საშინლად რეალურია სურათი:
ადამიანი არ აჭენებს აქლემს.
ადამიანს შემოუსვია მხრებზე აქლემი,
მიდის ომში არაფრის მოსაპოვლებლად.

ისტორეიბს რომლებსაც მე შენ გიქმნი
გაატანე მდინარეს სადაც ცალი ფეხით
ვდგევარ და ვცდილობ ავიდე ტივზე
ქარისგან რომ გავაკეთე. 
ისევ
დავეწევი მოგონილ ისტორეიბს და
მოგიტანო უკან
არა! ჩემი ხელებით არა!
გამოვატან თეთრი ცხენებით მოსიარულე
ქალწულებს,
მათ დაკარგეს გზა სამუდამოდ.
იცოდე
ერთ დღეს გადავეყრები მათ და ერთ დღეს
შეგხვდებიან შენც.

და ნუ მთხოვ ჩემ თავს ავუხსნა
საკუთარი თავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები