ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2010


მელანქოლია


წარსული სევდა შემომეპარა,
შემომეძალა მელანქოლია.
სული ამტკივდა, ატირდა, რადგან
შენამდე ახლა ძალზე შორია...

ახლა შენამდე ისე შორია,
რომ შენს ძებნაში მტკივა თვალები...
თანაც გაგირბი!... საით?... ან რისთვის?!...
საკუთარ გულს სად დავემალები?!

ახლა შენამდე ისე შორია,
რომ უშენობით მტკივა სხეული...
ვფართხალებ, როგორც თევზი ბადეში,
შენს გვერდით ყოფნას... ვერმიჩვეული...

ახლა შენამდე ისე შორია,
რომ ამ მანძილის ათვლა მაშინებს...
სული მოგნახავს (სხეული – ვერა!)
და შენს სითბოსაც იგრძნობს მაშინვე...

და სულისფერი ცრემლების წვიმა
დაალტობს სულ სხვა პერანგის კალთას,
რადგან შენამდე ისე შორია,
აზრიც აღარ აქვს ტყუილს და მართალს!...

12.02.2010

ამ ლექსის მცირე ვერსია უკვე იდო ადრე. ახლა შევცვალე და... თქვენს სამსჯავროზე წარმოვადგინე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები