ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2010


რუკაზე არსაით მონიშნული ნიშნები

ტყეებს ტოვებენ ხეები
მაღალი ნოტების ფონზე,
შემდგარან ადამინის ხელბზე და თითების
ქაოსური მოძრაობით ეშვებიან მინდვრებზე.

სკამზე ბუხრის წინ ზის სმოკინგში
გამოწყობილი მამაკაცი და კითხულობს
ძველი ნოტების ფურცელს, თავი გვერდზე
გადაუგდია და იცინის.
(არც იცის რატომ)
ოთახში ბუხრიდან
წყალი იღვრება და
არსაიდან მოსული თეთრი გედები ცეკვავენ
მის გარშემო.

ხელში ძილის იარაღით დასცინის
კედლებს, ანთებული სანთლებით განათებულს.
სანთლები ლოცულობენ და თან იწვიან
თითოეული წვეთი ეცემა სომკინგზე და ბოლოს
იგი ხდება დასაცინი.
ცვილის გისოსებში გამომწყვდეული
ძილის იარაღი უკვე აღარ არსებობს.

ოთახი სავსეა ცვილის ფიგურებით
და არ არსებობს არცერთი განმასხვავებელი ნიშანი
მათ შორის.
თეატრის დირექტორი, ბატონი მიხაილი
აღებს გარდერობს და
ითვლის, სმოკინგში გამოწყობილი
კაცების რიცხვს.
საფეთქელში საკიდებ გაყრილები რომ ესალმებიან მას
გარდერობიდან.

სამოთხის ძაღლების ლეგიონმა გადაუფრინა
მინდვრებს, სადაც დედები თავზე დადგმული
ხის სახლის ყველა ფანჯრიდან იყურებიან
ტანკის მუხლუხებზე შემდგრანი
და თვალს არ აშორებენ მზის კარისკენ
მიმავალ ჩამომჭკნარ ქარის წისქვილებს.

და რატომ უნდა გამიკვირდეს თუ ვინმე
გამოიგონებს
ქალს, რომელიც
მკვდარია ანდაც სართოდ არ არსებობდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები