ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2010


უფალი გეტყვის სიტყვებსა



გულს რომ პეშვივით შეუშვერ
ციდან წამოსულ წყაროსა_
მტერიც დაგლოცავს ზურგს უკან
აღარ გაგითხრის ხაროსა
შუქი რამ აუმღვრეველი
შემოგეხვევა სამოსად
ისეთი სითბო ექნება
როგორც წინაპრის ჯვალოსა
ტყვია და ხმალი კი არა
ელვაც ვერ გაეკაროსა.

ფიქრი გასცდება სივრცეებს
რომ მზის თვალს ეწამწამოსა
უფალი გეტყვის სიტყვებსა
სურნელოვანსა ამოსა
იის ხმით მოგეფერება
მგალობელს უსახლკაროსა.

მაღლა ცამ დაბლა ქვეყანამ
როგორ არ გაიხაროსა_
გულს რომ პეშვივით შეუშვერ
ციდან წამოსულ წყაროსა!

***
კვლავ სითბო გაზაფხულისა
ცის ქვემოთ და ცის ზევითა.

კვლავ სევდა სიყვარულისა
“გვაქვს უთვალავი ფერითა.”

***
უშენოდ
გული მოიწყენს
ფიქრი არ ამიმღერდება
გათამამდება ზამთარი
ზაფხული დამიბერდება
ფრთებს დარდი წაეკიდება
სიცოცხლე გამიძნელდება.

უშენოდ
დღე არ მომივა
ღამე არ გამითენდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები