ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2010


ხელის კანკალით

ლექსად დამეღვენთა ყველა მოგონება,
სადღაც სიშორეთში მოჩანს სილუეტი,
ვცდილობ მასთან მისვლას,
ვცდილობ რამე ვუთხრა,
მაგრამ ის შორს არის
მას ხმა აღარ ესმის.

გრძნობებს ფერი ადევს ცის და ლილიების,
ლექსს მე ვეღარ ვუწერ უკვე გაგრძელებას,
ყველა ნაწერი და ყველა მოგონება
ერთად წაიშალა,
და დღეს დაიფლითა.

შენ კი შემოხვედი ახალ ცხოვრებაში,
ჩემი ბოლო ლექსი შენთვის მომინდია,
შემოხვედი მაგრამ ალბათ არც კი იცი
სევდამ მიშვილა და გულში ჩამიკირა.

ყველა ემოცია ფურცლებს გავატანე,
ყველა შეყვარება ერთად გადავყარე,
მაგრამ არაფერი
ისევ ახალია,
ღიმილს ემოცია ახლაც არ აკლია.

ეს კი ტკივილების ერთი ბარათია
სულში მოგაკარი და არც მიკითხია,
ხელი გიკანკალებს, ფიქრიც მასთან ერთად
მაგრამ განცდები ხომ ისევ ირიბია.

ხელი გიკანკალებს, ისევ არითმია,
ჩემი ნაწერები სხვისთვის დამითმია,
სხვა ხომ ასფალტია
სხვა ხომ არც რითმია,
ყველა ემოცია გზაზე დამიყრია.

ალბათ აქ რომ იყო
უარს არც ვიტყოდი და შენ გაჩუქებდი
კვლავაც ჩახუტებას ორ გრამ სიყვარულთან,
უკვე მეშინია ისე გრძნობის ჩუქნა
რომ არ ავწონო და ბევრჯერ არ დავთვალო.
ხო და კიდევ გეტყვი
გრძნობა გადათვლილი,
ჩემი ყველა ზეცა შენთვის დამითმია

20.03.10 23:25
(ერთ თბილ ადამიანს )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები