ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2010


ყველაფერი პირიქით (ყველაფერი და არაფერი)

ამას მეტყოდა ერთხელ ეშმაკი:
“ღმერთსაც აქვს თავისი ჯოჯოხეთი:
იგი მისი სიყვარულია ადამიანთადმი”
                 
                      ზარატუსტრა შემწყნარეთათვის.




კიბერ ბაღებში გატარებული ოთხი ჩვეულებრივი
სეზონი, სადაც სრულიად უცხო მცენარეები
ტეხენ შუშის ლარნაკებს და ჰაერიდანვე
ესობიან მიწაში ფესვებით.

თეთრ ნაჭერზე ამოქარგული ხე გვხდება საწოლის თავთან და
პირველი რასაც ამჩნევ არის ის, რომ ამ ხეს ერთი ტოტი აკლია.
იწყებ ფიქრს იმაზე თუ რა ნახე სიზმარში:

ქვაფენილზე მარტოდ მჯდომარე კაცის სილუეტი,
ხელში უკანასკნელი ფურცლით სადაც უხატავს სურათს პირველივე შემხვედედრს. საკუთარი მამის.
რა მნიშვნელობა აქვს ვინ მიიღებს სურათს.
ყველა იფიქრებს, მამა ღმერთია დამ ას ის ენატრება.
ხელს ხლზე იკიდებს, ხელის კანკალს აჩერებს.
თავს წევს და ცდილობ გაიხსენო სახე.
მოვდივარ და გეუბნები:

ეს სიზმარი იყო და თვალები გქონდა დახუჭული
ნუ ცდილობ გაიხსენო ის რაც თვალდახუჭულმა ნახე.

ატომური ეპოქის ბავშვების ტირილს აჩუმებს
სი მინორის მაღალი ნოტები და ბოლოს, მაინც
რჩებიან გაყინული ხმები ზალებიდან.
იქ ყველანი სარკეებთან დგანან ზურგით და საუბრობენ
საკუთარ ერთადერთობაზე.
ნუთუ არ ესმით მათ ღრიალი ადამიანის:
მიიხედეთ სარკისენ.
ნუთუ ისინი თქვენ არ გგვანან.

არ გესმით? თუ გესმით სხვანაირად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები