დღეს ჩვენი გზებიც გადათხარეს ბულდოზერებმა, და მტვრით და შიშით ამოევსოთ ხეებს თვალები; გრძელდება თურმე საიდუმლო - ცაზე - სერობა ცხრავე პლანეტის... აქ ელიან როგორც ცვალებად მოღრუბლულობას, ისე წვიმებს ცისფერ რტოებად; - (არ შეაწუხებს მარტის ქარსაც სინდის-ნამუსი...) დგას ჩვენს ორს შორის უმიზეზო გაუცხოება - განუმარტავი ცენტურია ნოსტრადამუსის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|