ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2010


სევდიან გოგომ დამიტოვა 1 ლარად წიგნი

მაგიდა, სკამი,
მოლურჯო ფერის
კიდია ფარდა.
რადიო, ბლუზი...
ჩემს სიმყუდროვეს
ყლუპ-ყლუპით სვამდა.
ყველაფერია აქ ,რაც მყოფნის,
შენ  ერთის გარდა.

მაგიდაზე დევს
გადაშლილი, პატარა წიგნი,
სევდიან გოგომ დამიტოვა მაღაზიაში,
რატომ?...-არ ვიცი,( ახლაც ვერ მივხვდი)
ისეთი დიდი თვალები ჰქონდა,
მოსიარულე სევდასა ჰგავდა,
შემოატია თავის ნაღველი
და მაგიდაზე ლარად დახვავდა.
ვზივარ და ვფურცლავ...
ავტორივით  მეც მტკივა "ია..."
ობლის პაწია ხელისგულზე
დასახლებული "მაია- ჭია..."
აქ ყველა ბგერა, ყველა სიტყვა,
-და რა ბევრია?
სიტყვის ბოლოში მრავალწერტილიც
სევდისფერია.

ლურჯი ოთახი,
ყვითელი ლამპა,
მუსიკა, ბლუზი...
ჩემს სიმყუდროვეს
ყლუპ-ყლუპით სვამდა.
ყველაფერია აქ ,რაც მყოფნის,
შენ  ერთის გარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები