ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭორფლიანი გოგოო
ჟანრი: პროზა
31 მარტი, 2010


ჩემი 3 სახლი(გწერ)

1.
იცი?სახლთან ტბა მაქვს და მერე რა,თუ თევზებს ვერ იპოვი?სამაგიეროდ,არც ზვიგენები დაცურავენ.იქ მზეცაა.იცი,რომელი??აი,მხოლოდ შენი და მისი დანახვისას რომ მიხდება თვალების ფერი მწვანე.მე აქ ყოველთვის მშვიდად ვარ.წვიმდეს გარეთ,მერე რა?მაქსიმუმ ლექსი დავწერო..ჭექა_ქუხილისაც აღარ მეშინია და ერთხელ ვიტირე მხოლოდ,როცა (არა,ვიტყუები) ვიგრძენი,რომ შენთვის(აც) შეიძლება სანთლის დანთება და უფლისთვის შენი წილი სასუფევლის თხოვნა დამჭირვებოდა.და მაშინაც,შენს დაბადების დღეზე დამთავრდა ომი.

2.
იცი?აქ ფანჯრებს მხოლოდ მაშინ ხსნიან,როდესაც მე გაცივებული ვარ და ვახველებ.. ვინ ხსნის,არ მკითხო.მეც ვერ აღვიქვამ მათ.საჭიროა ჩემი აქ ყოფნა იმისთვის,რომ გავიზარდო,იმისთვის რომ უამრავი განსაცდელი გადავიტანო და გავუმკლავდე კიდეც..ეს აუცილებელი პირობაა.როდესაც ისინი ჩემს გარშემო მოძრაობას იწყებენ,მე ვიძინებ და გავრბივარ..თვალების დახუჭვაც კმარა ამისთვის(ეს არ ვიცოდი,მასწავლეს). ამ ზრდის პროცესში კი,ხშირად ვიზიზღებ საკუთარ თავს..მიწევს სხვებისთვის ანუ Yველასთვის დამსგავსება.ესეც თავდაცვის ერთერთი საშუალებაა და ამიტომ..აქ სიმყრალეც ხშირად იგრძნობა,ის გაღებული ფანჯრებიდან აღწევს სახლში.და მაშინ ყველაზე მკვეთრად ვგრძნობ,რა ახლოსა ვარ დაცემასთან.გავდივარ ამ სახლს გარეთ და კიდევ ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები დღეს,როცა საყლაპავიდან დაიწყება ჩემს სხეულში მეტასტაზების გაბნევა.



3.
აქ,ამ სახლში ყველაზე იშვიათად ვარ და სულ უფრო ნაკლებ დროს ვატარებ დროის სვლასთან ერთად.არა,სიძულვილის ბრალი სულაც არააა..შიში უფრო?სიწმინდესთან მიახლოების..დღესასწაულებზე მაინც ვცდილობ იქ მისვლას.ყოველდღიურობად ვერ ვიქცევ,ადრეა ჯერ.იქ თბილი ხელები და ხელებზე უფრო თბილი და გაბრწყინებული თვალები მხვდება..მხოლოდ მე ვაფუჭებ გარემოს და მის სიმშვიდეს..ვამწარებ უფრო,თუმცა დროებით და ასატანია(ო).და მაინც,ვცდილობ,უფრო მეტად სუფთა გავხადო ის სამყოფელი.ხშირად,ვცარიელდები(ხო,ასე ბანალურად) და იქ მივდივარ ახალი სასიცოცხლო ენერგიის მისაღებად,სიმშვიდის შეგრძნების განახლების და ღიმილისათვის..


იცი?მე არ ვცხოვრობ არცერთ სახლში.  მხოლოდ მათ დამაკავშირებელ ბილიკებზე ვცოცხლობ..
 
P.s.ახლა მე უზომოდ დაღლილი ვარ..ხოო,მესამეში..მესამეში ვაპირებ(დროებით)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები