,,რომელსაც"- ამ კავშირს ვერ ვიტან ვერც ლექსში, ვერც ისე, არა და უმისოდ რთულია,გალამბო აზრები. თბილისის ჭუჭყიან ზურგზე ქარია მექისე. მე მინდა,ავწიო მხრებით ეს ქუჩა,თუმცა კი თავს ზევით არაა ძალა და სანამდე უნდა ვიდგე ან ვექაჩო სიგარეტს,რომელსაც ისევ ეს ქარი თუ მომიწევს. გაპარსულ სახესაც ბოლო დროს თვალებს ვერ ვაჩვევ, სრულიად სხვა ხიბლი,სხვა შარმი ვუპოვნე, მგონი, წვერს, რომელსაც... აი ეს ,,რომელსაც" ისევე წამომცდა მესამედ უკვე და არ ვიტყვი ამ ლექსის ბოლომდე. ცხოვრება, ალბათ, უფროა ნერვების გამოცდა: ნიშანი ბოლოს.ან განსაზღვრა: კეთილი-ბოროტი. და მერე ნავი და... ქარი და... მოსილი შავებით ქარონი მიდის და... მიაქვს და... მიარწევს აფრიან ფუსუტას. თბილისში ერთმანეთს მარტო თვალები ყვარობენ. ღმერთმა მე არ მკითხა, საერთოდ, ცხოვრება თუ მსურდა. და ქარი დამათრევს -მალაკნის ბაზრიდან დიღმამდე, დიღმიდან- მცხეთამდე, მცხეთიდან -ლიხამდე .მერე და მის იქით სადმე მომაღლო მთას ვნახავ,ავალ და ვიღნავლებ, ახლა განწყობა და ხასიათი მაქვს ისეთი.
სიტყვებით თუ ვიტყვი: ხასიათს ვატარებ, რომელსაც...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ძალიან კარგი,ძალიან !
მაგრამ ეს "ღნავილი" ცუდად ხვდება ყურს. ნუ არ მომწონს.
++ ძალიან კარგი,ძალიან !
მაგრამ ეს "ღნავილი" ცუდად ხვდება ყურს. ნუ არ მომწონს.
++
27. არ აქვს ბოლო....მე მიყვარს სიტყვა რომელიც....და ვერ ვიტან სიტყვას ოდესმე...და როდის მოხვალ ჩემთან? არ აქვს ბოლო....მე მიყვარს სიტყვა რომელიც....და ვერ ვიტან სიტყვას ოდესმე...და როდის მოხვალ ჩემთან?
26. კარგია,ძალიან კარგი!აი, ზუსტად ამის ხასიათზე ვიყავი ახლა...:-* კარგია,ძალიან კარგი!აი, ზუსტად ამის ხასიათზე ვიყავი ახლა...:-*
25. :)
ხო,მე ვფიქრობ რაღაცა მკითხველსაც უნდა დაუტოვო სააზროვნო,რომ ძალიან მშრალი არ გამოვიდეს ლექსი:) :)
ხო,მე ვფიქრობ რაღაცა მკითხველსაც უნდა დაუტოვო სააზროვნო,რომ ძალიან მშრალი არ გამოვიდეს ლექსი:)
24. რომ არ მთავრდება ეგაა რომ გაგრძელებას გაწყურებს :) რომ არ მთავრდება ეგაა რომ გაგრძელებას გაწყურებს :)
23. სამ წერტილთან რა გინდა,მანდ აზრი არ მთავრდება და შესაბამისად,ლოგიკურია... :) სამ წერტილთან რა გინდა,მანდ აზრი არ მთავრდება და შესაბამისად,ლოგიკურია... :)
22. არაფრის ჩემო კარგო, მეც მასე ვიფიქრე რომ მექანიკური იყო :)
ასე უფრო ლამაზად ჟღერს... ოხ ეს სამი წერტილი ბოლოში :) არაფრის ჩემო კარგო, მეც მასე ვიფიქრე რომ მექანიკური იყო :)
ასე უფრო ლამაზად ჟღერს... ოხ ეს სამი წერტილი ბოლოში :)
21. მადლობა, აონ,მექნიკური შეცდომებია, ეგ გასწორდება,არაფერი:) მადლობა, აონ,მექნიკური შეცდომებია, ეგ გასწორდება,არაფერი:)
20. ცხოვრება, ალბათ, უფროა ნერვების გამოცდა:
არა მხოლოდ ნერვების გიო :) სულის გამოცდა უფროა ცხოვრება გზადაგზა პატარა ტესტირებებით :)
სიტყვებით თუ ვიტყვი: ხასიათს ვატერებ,<----თუ ვატარებ? რომე_რ_ლსაც...<----თუ რომელსაც?
შენეული ხედვა უფრო მომეწონა :) 5 ცხოვრება, ალბათ, უფროა ნერვების გამოცდა:
არა მხოლოდ ნერვების გიო :) სულის გამოცდა უფროა ცხოვრება გზადაგზა პატარა ტესტირებებით :)
სიტყვებით თუ ვიტყვი: ხასიათს ვატერებ,<----თუ ვატარებ? რომე_რ_ლსაც...<----თუ რომელსაც?
შენეული ხედვა უფრო მომეწონა :) 5
19. აჰ ღმერთმანი საერთოდ ვერ მომეწონა.... აჰ ღმერთმანი საერთოდ ვერ მომეწონა....
18. და ქარი დამათრევს -მალაკნის ბაზრიდან დიღმამდე, დიღმიდან- მცხეთამდე, მცხეთიდან -ლიხამდე .მერე და მის იქით სადმე მომაღლო მთას ვნახავ,ავალ და ვიღნავლებ, ახლა განწყობა და ხასიათი მაქვს ისეთი.
სიტყვებით თუ ვიტყვი: ხასიათს ვატერებ, რომელსაც... და ქარი დამათრევს -მალაკნის ბაზრიდან დიღმამდე, დიღმიდან- მცხეთამდე, მცხეთიდან -ლიხამდე .მერე და მის იქით სადმე მომაღლო მთას ვნახავ,ავალ და ვიღნავლებ, ახლა განწყობა და ხასიათი მაქვს ისეთი.
სიტყვებით თუ ვიტყვი: ხასიათს ვატერებ, რომელსაც...
17. "ღმერთმა მე არ მკითხა, საერთოდ, ცხოვრება თუ მსურდა." გიო გიო :) "ღმერთმა მე არ მკითხა, საერთოდ, ცხოვრება თუ მსურდა." გიო გიო :)
16. არ არის ძალიან კარგი ლექსი, უბრალოდ კარგი, შეიძლება :) არ არის ძალიან კარგი ლექსი, უბრალოდ კარგი, შეიძლება :)
15. ძლიერი ხერხემალი აქვს ამ ნაწერს.. ძლიერი ხერხემალი აქვს ამ ნაწერს..
14. მეორედაც 555! მეორედაც 555!
13. ორიგინალურია.... ორიგინალურია....
12. მეორედაც ++ მეორედაც ++
11. მეორედ რა გითხრა აბა :) გულში ხარო, რომ იტყვიან :) მეორედ რა გითხრა აბა :) გულში ხარო, რომ იტყვიან :)
10. გიო ,ყოჩაღ! მომეწონაააა 5 გიო ,ყოჩაღ! მომეწონაააა 5
9. ვარხარ :-* :) ვარხარ :-* :)
8. თბილისის ჭუჭყიან ზურგზე ქარია მექისე.
ჯიგარი ხარ შენა :-* თბილისის ჭუჭყიან ზურგზე ქარია მექისე.
ჯიგარი ხარ შენა :-*
7. მაგარია საძმო...ძალიან მაგარი...მაგრამ წერის სტილი შეგიცვლია როგორც გატყობ... მაგარია საძმო...ძალიან მაგარი...მაგრამ წერის სტილი შეგიცვლია როგორც გატყობ...
6. მაგარია საძმო...ძალიან მაგარი...მაგრამ წერის სტილი შეგიცვლია როგორც გატყობ... მაგარია საძმო...ძალიან მაგარი...მაგრამ წერის სტილი შეგიცვლია როგორც გატყობ...
5. დიღმიდან- მცხეთამდე, მცხეთიდან -ლიხამდე .მერე და მის იქით სადმე მომაღლო მთას ვნახავ,ავალ და ვიღნავლებ, ახლა განწყობა და ხასიათი მაქვს ისეთი.
აქ გამორჩეულად ძამულია ხარ! :) დიღმიდან- მცხეთამდე, მცხეთიდან -ლიხამდე .მერე და მის იქით სადმე მომაღლო მთას ვნახავ,ავალ და ვიღნავლებ, ახლა განწყობა და ხასიათი მაქვს ისეთი.
აქ გამორჩეულად ძამულია ხარ! :)
4. ღმერთმა მე არ მკითხა, საერთოდ, ცხოვრება თუ მსურდა... : ))) ღმერთმა მე არ მკითხა, საერთოდ, ცხოვრება თუ მსურდა... : )))
3. ცხოვრება, ალბათ, უფროა ნერვების გამოცდა: ნიშანი ბოლოს.ან განსაზღვრა: კეთილი-ბოროტი. +5!!! ცხოვრება, ალბათ, უფროა ნერვების გამოცდა: ნიშანი ბოლოს.ან განსაზღვრა: კეთილი-ბოროტი. +5!!!
2. მშვენიერი!
გაიხარე ავტორო!
5 მშვენიერი!
გაიხარე ავტორო!
5
1. სიგარეტს,რომელსაც ისევ ეს ქარი თუ მომიწევს. გაპარსულ სახესაც ბოლო დროს თვალებს ვერ ვაჩვევ, სრულიად სხვა ხიბლი,სხვა შარმი ვუპოვნე, მგონი, წვერს,
555 სიგარეტს,რომელსაც ისევ ეს ქარი თუ მომიწევს. გაპარსულ სახესაც ბოლო დროს თვალებს ვერ ვაჩვევ, სრულიად სხვა ხიბლი,სხვა შარმი ვუპოვნე, მგონი, წვერს,
555
|
|
მონაცემები არ არის |
|
|