ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2010


ოსანა!..

დრომ სივრცეს ყასიდად მოავლო თვალები ცბიერი,
ბევრი არგუმენტი გამხდარა ისეთი სათუო,
ნერვებიც დაძრწიან თავგზააბნეულის იერით,
ამ ბეწვის ხიდს იქით, ტაძრამდე საჩემო გზა თუა,
ნუ გადამიდგებით, ხელ-ფეხს ნუ შემიკრავთ, ვიარო.

სულ სხვა სიამისკენ ილტვიან ყოველწამს მავანნი,
იქნებ, არც ეძებენ გაჩენილ კითხვებზე პასუხებს,
რა უცნაურია, რა ბუნებრივი, რა მთავარი,
ანდა რა… რა ვიცი, რამდენი მიზეზი მაწუხებს,
მერე, გამოსავალს საკუთარ გულისთქმას ვავალებ.

უსიზმროდ ვბოდავ და თუ ეს ვიღაცისთვის პოზაა,
მე ოხერ ცხოვრებას ვერაფერით ვუპოვე თავ-კიდე,
შიშველ ხეს ფოთლები თანდათან სიცოცხლით მოსავენ,
რაც არის არის, და... დღეიდან სიმშვიდეს ვაპირებ.
და ამბობს ეს ლექსიც, ჩემდაუნებურად: ოსანა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები