 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: პროზა 10 აპრილი, 2010 |
***********
გაგიჭირდებათ ოდესაში მოძებნოთ ადამიანი ( ადრე ხომ მით უფრო), უდიდეს პატივს რომ არ სცემდეს - არმან-ემანუელ სოფია სეპტიმანი დე ვენიერო დიუ პლესის, შინონის გრაფს და ფრონსაკის ჰერცოგს, უფრო მეტად დიუკ დე რიშელიოდ ცნობილს, რუსულის გავლენით, სამწუხაროდ რიშელიედ რომ ვიხსენიებთ და არასწორად გამოვთქვამთ ამ კეთილშობილ, გამორჩეულ, ათი ტიტულის მქონე გვარს.
იმ დროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, არისტოკრატიის წარმომადგენელი, ენციკლოპედიური განათლების მქონე, გასაოცარი გონების, თვისებების თუ ხასიათის მატარებელი, ერთობ თავმდაბალი, გულმოწყალე, მაღალი ზნეობის და ყოველივე ღირსებით შემკული ჭეშმარიტი რაინდი, ლუი მეცამეტეს ყოვლიშემძლე მინისტრის, კარდინალ რიშელიოს ძმის შვილთა-შვილის შვილი, საფრანგეთის მარშლის, ლუი-ფრანსუას შვილიშვილი, შემდგომში ლუი მეთვრამეტეს დროს - საფრანგეთის პირველი პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის აკადემიის წევრი, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა, 1803 წელს ოდესის ქალაქის თავად დაადგინა და ისიც 12 წელი კეთილსინდისიერად აშენებდა, ამშვენებდა და მართავდა ქალაქს.
დიუკ რიშელიოს მაღალი ზნეობის ნიშნად, ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ან შეგახსენებთ. როგორც იმ დროს ხშირად ხდებობა, ახალგაზრდა არმან-ემანუელი, სიტყვიერად ისე დანიშნეს მომავალ მეუღლეზე - ძირძველი არისტოკრატული გვარის, ჰერცოგ როშეშუარის ქალიშვილზე, რომ არც სიძეს და არც მის მშობლებს არ ჰყავდათ მომავალი საპატარძლო ნანახი. მხოლოდ ნიშნობის დღეს გახდა ცნობილი, რომ ქალი, ენით აუწერელი სიმახინჯის პატრონი ბრძანდებოდა. შეიქნა ერთი ვაი-უშველებელი. ტაძარში თავმოყრილი ხალხი, ბოლოს ისევ სასიძომ დააწყნარა: ჯვრისწერაზე ორივე მხარე შეთანხმებული ვიყავით და მე, რიშელიოების სიტყვას ვერ გავტეხ!..
მთელი ცხოვრების მანძილზე, მეუღლეები უდიდეს პატივს სცემდნენ ერთმანეთს, საოცრად თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ სარეცელი არასდროს გაუზიარებიათ. ვინ გაამტყუნებდა ევროპის ყველა სამეფო კარზე მიღებულ ჰერცოგს, ფეხქვეშ გადებულ ლამაზმანებთან ჩაეცხრო ვნება? არვინ! მაგრამ ღირსება არ აძლევდა ამის უფლებას და ტაძარში, ღვთის წინაშე დადებული ცოლ-ქმრული ერთგულების ფიცი, ცხოვრების ბოლომდე არ დაურღვევია.
***********
ცხრაასიანი წლების დასაწყისში, ოდესაში, ოპერიდან რიშელიოს ქუჩას რომ გამოუყვებოდი, თითქმის ყველა შენობის პირველი და მეორე სართული, მაღაზიებს, გასართობ დაწესებულებებს, სავაჭრო ცენტრებს და საიუველირო სახელოსნოებს ეკავათ. პოლიციის პირდაპირ, სამსართულიანი სახლი მოისეი ფილკენშტეინს ეკუთვნოდა. პირველ სართულზე საიუველირო მაღაზია და ლომბარდი ჰქონდა სახლის პატრონს, მეორე სართულზე სახელოსნო, მესამეზე კი მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მოისეი ბატონი. დიდი ფულის, ფულზე უფრო დიდი შესაძლებლობების და შესაძლებლობებზე უფრო დიდი სახელის მქონე, ებრაელი.
ქურდების, თაღლითების და ათასი სხვა ჯურის დამნაშავის ნაკლებობას არასდროს განიცდიდა ოდესა, მაგრამ 1905 წლის რევოლუციიდან მოყოლებული, ყოველი მომდევნო წელი, გასულზე უარესი იყო, ამ მხრივ. დღე არ გავიდოდა რამდენიმე გახმაურებული მკვლელობა, ტერორისტული აქტი, ძარცვა-ყაჩაღობა არ მომხდარიყო ქალაქში. მდგომარეობას ის ამძიმებდა, რომ გამოცდილი დამნაშავეების ხელში ჩაგდებით, ახლადგამოჩეკილი თუ შედარებით ძველი პოლიტიკური პარტიები იყვნენ დაინტერესებული. მეფის მოძულე პოლიტიკოსები იარაღით ამარაგებდნენ ბანდიტებს, ეს უკანასკნელნი ნადავლს უყოფდნენ და "ტირანიის" დასამხობად, ტერორისტულ აქტებში იღებდნენ მონაწილეობას.
განსაკუთრებით "ჯოჯოხეთის ატამანის" ბანდა გახლდათ ამგვარ საქმიანობაში დახელოვნებული, იმ დროს ესერებთან რომ ჰქონდათ კუდი გადაბმული. ბანდა 20-მდე კარგად შეიარაღებული წევრისგან შედგებოდა. მეთური კი - გრიშა "კოტი"იყო, წარმოშობით ბესარიბიიდან, საოცარი ფიზიკური ძალის პატრონი, საკმაოდ გონიერი, ნიჭიერი, არტისტული ნიჭით დაჯილდოებული ახმახი. საკუთარ უძლეველობაში ისე იყო დარწმუნებული "ატამანი", რომ ხშირად, გასაძარცვად შესული არც კი მალავდა ვინაობას და - "პოლიციას გადაეცით, გრიგორი კოტოვსკიმ ინება მობრძანებაო!" - უბარებდა დაზარალებულებს. დიახ, მომავალში ლეგენდარული "წითელი მეთაური, რევოლუციის გმირი, სპეტაკი ბოლშევიკი და ლენინის საქმის თავდადებული დამცველი", 1903 წლიდან მოყოლებული აზანზარებდა, ძარცვავდა და ყვლეფდა ოდესას, ხარკოვს და კიევს.
კოტოვსკის ბანდას რაოდენობრივად ჩამოუვარდებოდა, თორემ პროფესიონალიზმით და გამოცდილებით აღემატებოდა კიდეც ლიოხა "გრაფის", იგივე ლიოხა " შიკის"("პეწის") ძირითადად 5-6კაციანი ჯგუფი. "საქმეს" გააჩნდა, თორემ საჭიროების შემთხვევაში არ უჭირდათ "შტატების" გაფართოება და დამატებითი, დროებითი, მაღალანაზღაურებადი" სამუშაო ადგილების" შექმნა ლიოხას და მის ბიჭებს. "გრაფს" არ აინტერესებდა პოლიტიკა, თუმცა შინაგანად ეტყობა მაინც მონარქიის მომხრე იყო და არასდროს შეკვრია ქვეყნის დამაქცეველ და უკეთესი მომავლის მაშენებელ პარტიებს. სხვა მხრივადაც გამოირჩეოდნენ კოლეგებისგან, მეთაური და ძმანი მისი. ისე იყვნენ ჩაცმულ-დახურულ-გაპარსულ-დავარცხნილ-დაოდეკალონებულნი, ისეთი დახვეწილი მანერები და სიტყვა-პასუხი ჰქონდათ, რომ მათი შემხედვარე იფიქრებდი - უეჭველად დიპლომატრიური კორპუსის წარმომადგენლები იქნებიანო. ძარცვა-ქურდობის წესიც სხვაგვარი ჰქონდათ. არასდროს იპარავდნენ რელიგიურ-რიტუალური დანიშნულების ნივთებს, საქორწინო ბეჭდებს, წარწერიან ძვირფასეულობას. მიჰქონდათ მხოლოდ ფული, ფასიანი ქაღალდები და სამკაულები. ისიც პირწმინდად არა. დაახლოებით 10-20 პროცენტემდე ყოველთვის უტოვებდნენ პატრონს. არასდროს გაუძარცვავთ სასულიერო პირები, ექიმები და ხალხის სიყვარულით გამორჩეული ადამიანები. როგორ ახერხებდნენ არ ვიცი, მაგრამ მრავალწლოვანი ბანდიტური ცხოვრების მიუხედავად, თითქმის არავის სისხლი დაუღვრიათ. თუ არ ჩავთვლით ორ მსუბუქად დაჭრილ ჩაფარს და ოთხ ცხენს, სხვადასხვა დროს მდევარ პოლიციელებს რომ მოუკლეს. თავად ლიოხამ კი ხუთჯერ ვერ აიცდინა მისთვის განკუთვნილი ტყვია, არც მის ძმაბიჭებს აკლდათ პროფესიული იარები.
ათასი ჯურის დამნაშავეებით გადატვირთულ საზღვაო ქალაქში, მაინც მხიარულად დუღდა ცხოვრება. ქალაქის სასტუმროები ყოველთვის სავსე იყო სტუმრებით, რესტორნები კლიენტებით, თეატრი - მაყურებლით, მაღაზიები საქონლით, ქუჩები და ბულვარები ხალხით.
1916 წლის თებერვალ-მარტი საკმაოდ დატვირთული აღმოჩდა მოისეი აბრამის ძე ფილკენშტეინისთვის. ჯერ იყო და კიევში, სპირტის სახდელი ქარხანა შეიძინა, ბელგოროდში - შენობა ლომბარდისთვის. უკან მომავლმა ტბაზე თევზაობა გადაწყვიტა და კინაღამ ნაადრევად დამთავრდა ცხოვრება. კიდევ კარგი იაშა ბლიუმიც ახლდა თან. ტბაზე ყინული ჩაუტყდა მოისეის და წყალში ამოყო თავი. დამხმარეს გარეშე ერთობ გაუჭირდებოდა ამოსვლა. - წყალში როგორ აღმოჩნდით მოისეი აბრამიჩ? ნუთუ, ყინული ჩაგიტყდათ? - როგორც ოდესელ ებრაელებს სჩვევიათ და სისხლში აქვთ გამჯდარი, კითხვითი წინადადების ფორმით მიმართმა, კისრამდე გაყინულ ტბაში ჩავარდნილ უფროს მეგობარს ბლიუმმა. - და შენ როგორ ფიქრობ იაშა? ტბაში ვცურავდი და მოულოდნელად ზამთარმა მომისწრო?! - როგორც ოდესელ ებრაელსებს სჩვევიათ და სისხლში აქვთ გამჯდარი, კითხვას - კითხვითვე გასცა პასუხი ფილკენშტეინმა. ასე იყო, თუ ისე, ტბიდან ამოათრიეს და შინ მშვიდობით ჩააბრძანეს მოისეი აბრამიჩი, თვის ბოლოს ქალიშვილის - რაისას ქორწილი რომ ჰქონდა დანიშნული, მანამდე კი პეტერბურგიდან ბრილიანტებით და ზურმუხტებით გამშვენიერებული სამკაულების ახალი პარტია მისაღები. ძვირფასი საიუველირო ნაწარმი დანიშნულ დღეს ჩამოვიდა დედაქალაქიდან. სიფრთხილე არასდროს აკლდა საქონლის მიმღებს. საბედნიეროდ პოლიციის შენობაც მისი სახლის წინ იდგა და არც ფულს იშურებდა სახლის, სახელოსნოს, მაღაზიის და ლომბარდის უსაფრთხოებისთვის მოისეი ფილკენშტეინი. წინა დღითაც ესტუმრა პოლიციის უფროს, მოიკითხა, მეუღლისთვის ყელსაბამი გადასცა და სთხოვა ყურადღებით ყოფილიყვნენ თანამშრომლები, ყარაულს და პოლიციის საიდუმლო აგენტებს მისი სახლისთვისაც ედევნებინა თვალი. დაიმედებული გამოვიდა პოლიციის უფროსის ლეონიდ კარცევის კაბინეტიდან მოისეი აბრამიჩი და მეორე დღეს, ზუსტად დილის 9 საათზე გააღო, ახალი კოლექციით სავსე მაღაზიის კარი. ათიოდ წუთში სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი ორი მამაკაცი მივიდა მასთან და ლეონიდ კარცევის რწმუნების ქაღალდი გადასცა. - დღეს ჩვენ დაგვავალეს ამ ობიექტის თვალთვალი, შორი-ახლოს ვიტრიალებთ, რაიმე საეჭვოს თუ შევამჩნევთ, თვალის დახამხამებაში აქ გავჩდებით. საჭიროების შემთხვევაში დამხმარე ძალასაც გამოვიძახებთ. - აუწყეს პოლიციის საიდუმლო აგენტებმა მომღიმარ ფილკენშტეინს და დროებით დაემშვიდობნენ. დილის თერთმეტი საათისთვის, უკვე 15-16 ათასი მანეთის საქონელი ჰქონდა ნავაჭრი და 7 ათასის, ნისიაზე გატანებული მოისეის, მაღაზიაში ქალი და მამაკაცი რომ შემოვიდნენ. - დაახლოებით 15-20 ათასის სამკაულების შეძენა გვსურს, რას შემოგვთავაზებთ? რა-რა და, შესათავაზებელი მართლაც ბევრი რამ ჰქონდა იუველირს. კლიენტები ჩაცმულობით და საქციელით ეჭვს არ იწვევდნენ. მიხვრა-მოხვრა და საუბარიც ელეგანტური ჰქონდათ. ძვირფას ქვებშიც ჩინებულად ერკვეოდნენ. ვაჭარმაც გადმოალაგა და გადმოალაგა სამკაულები. ბოლოს კოლექციის სიამაყე, ვეებერთელა ზურმუხტის თვალიც გამოაბრძანა სეიფიდან. - მგონი საკმარისია, არა ძვირფასო? გადაულაპარაკა მამაკაცმა ქალს და მის პასუხს არ დალოდებია, პიჯაკის ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო. მოისეიმ თვალით გაზომა მანძილი, მაგიდის ქვემოთ დამონტაჟებულ საგანგაშო ზარამდე. ვერა, ვერ მიწვდებოდა ფეხით. - არ გაინძრეთ! წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს! მაღაზია გარშემორტყმულია! - მახარებლის ხმასავით გაისმა, ღმერთმა უწყის საიდან შემომძვრალი პოლიციის საიდუმლო აგენტის მკაცრი ხმა. - იარაღი მაგიდაზე ლიოხა და ხელები თავს უკან! იცი შენ, ამ მანძილიდან რომც მოვინდომო ვერ აგაცდენ! - ეს უკვე მეორე აგენტის ხმა იყო. წინააღმდეგობას მართლაც არ ჰქონდა აზრი და ლიოხა გრაფი დანებდა პოლიციელებს. - მოისეი აბრამოვიჩ, გთხოვთ პალტო ჩაიცვათ და პოლიციაში წამობრძანდეთ ოქმის შესადგენად. - ააა, ახლავე, ახლავე... ბატონებო... ახლავე... ძლივს ამოილუღლუღა მოვლენების ელვისებური ცვალებადობით დაბნეულმა მოისეიმ და: სარა პალტო! პალტო მომეცი სარა! - ძახილით, ლომბარდისკენ გავიდა.
გულზე შემოეყარათ ორიოდ წუთში ქოთქოთით შემოვარდნილ მოისეი აბრამიჩს და მისი ოჯახის წევრებს, როდესაც მაღაზიიდან მძარცველებთან და პოლიციელებთა ერთად, ფული და ძვირფასეულობაც გამქრალიყო. ერთ წუთში გაესუფთავებინათ ყველაფერი. მხოლოდ საწერ მაგიდაზე იდო 2 ათასი მანეთი, ვეებერთელა ზურმუხტის თვალი და წერილი: "ვინაიდან მოუცლელობის გამო მოსვლას ვეღარ შევძლებ გთხოვთ ამ თანხით დაამზადებინოთ შესაფერისი ბეჭედი და თქვენდამი უღრმესი მადლიერების ნიშნად რაისას, ქორწილში მიართვათ. სიყვარულით და პატივისცემით: ლიოხა გრაფი."
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. - Мойсей Абрамыч, как-же вы оказались в воде? Вы что, сквозь лед провалились? – Спросил покрытого ледяной водой старшего товарища Яшка Блюм. - А ты как думал, Яша? Что я плавал в озере, и меня внезапно настигла зима? –Вопросом на вопрос ответил Яше, уважаемый Мойсей Абрамыч. ძალიან კარგი ხუმრობაა და ვეცადე რუსულად (ოდესური აქცენტით) წარმომედგინა იგი. გაიხარე კახა-სან! - Мойсей Абрамыч, как-же вы оказались в воде? Вы что, сквозь лед провалились? – Спросил покрытого ледяной водой старшего товарища Яшка Блюм. - А ты как думал, Яша? Что я плавал в озере, и меня внезапно настигла зима? –Вопросом на вопрос ответил Яше, уважаемый Мойсей Абрамыч. ძალიან კარგი ხუმრობაა და ვეცადე რუსულად (ოდესური აქცენტით) წარმომედგინა იგი. გაიხარე კახა-სან!
19. მოსაწონად წერ,მუღამი შენი ჟანრისა ის არის,რომ საფუძლლად ნამდვილი ამბავი უდევს ,რეალობასთან ახლოს არის და წითელ ზოლად გასდევს,საღი, სხარტი,კაკალ გულში, რომ მოგხვდება მკითხველს ისეთი იუმორი,ამიტომ დაგიწერე 555555 მოსაწონად წერ,მუღამი შენი ჟანრისა ის არის,რომ საფუძლლად ნამდვილი ამბავი უდევს ,რეალობასთან ახლოს არის და წითელ ზოლად გასდევს,საღი, სხარტი,კაკალ გულში, რომ მოგხვდება მკითხველს ისეთი იუმორი,ამიტომ დაგიწერე 555555
17. ეს ნაწილი კი ვერ აცდა თქვენებურ იუმორს:
- წყალში როგორ აღმოჩნდით მოისეი აბრამიჩ? ნუთუ, ყინული ჩაგიტყდათ? - როგორც ოდესელ ებრაელებს სჩვევიათ და სისხლში აქვთ გამჯდარი, კითხვითი წინადადების ფორმით მიმართმა, კისრამდე გაყინულ ტბაში ჩავარდნილ უფროს მეგობარს ბლიუმმა. - და შენ როგორ ფიქრობ იაშა? ტბაში ვცურავდი და მოულოდნელად ზამთარმა მომისწრო?! - როგორც ოდესელ ებრაელსებს სჩვევიათ და სისხლში აქვთ გამჯდარი, კითხვას - კითხვითვე გასცა პასუხი ფილკენშტეინმა. --- :D :D :D
ეს ნაწილი კი ვერ აცდა თქვენებურ იუმორს:
- წყალში როგორ აღმოჩნდით მოისეი აბრამიჩ? ნუთუ, ყინული ჩაგიტყდათ? - როგორც ოდესელ ებრაელებს სჩვევიათ და სისხლში აქვთ გამჯდარი, კითხვითი წინადადების ფორმით მიმართმა, კისრამდე გაყინულ ტბაში ჩავარდნილ უფროს მეგობარს ბლიუმმა. - და შენ როგორ ფიქრობ იაშა? ტბაში ვცურავდი და მოულოდნელად ზამთარმა მომისწრო?! - როგორც ოდესელ ებრაელსებს სჩვევიათ და სისხლში აქვთ გამჯდარი, კითხვას - კითხვითვე გასცა პასუხი ფილკენშტეინმა. --- :D :D :D
16. თანდათან უფრო საინტერესო ხდება...
დიუკ რიშელიოსნაირი ადამიანები მართლა არსებობდნენ? მართლაც რომ ამაღლებული საქციელია! :)
ეს ლიოხა გრაფიც კარგი ვინმე ჩანს :))
თანდათან უფრო საინტერესო ხდება...
დიუკ რიშელიოსნაირი ადამიანები მართლა არსებობდნენ? მართლაც რომ ამაღლებული საქციელია! :)
ეს ლიოხა გრაფიც კარგი ვინმე ჩანს :))
14. რა გემრიელად წავიკითხე... რა გემრიელად წავიკითხე...
13. "არაჩვეულებრივად წერ...მკითხველს ითრევ...ითრევ და ცოტა ხანში უკვე ყურებით გყავს დაჭერილი...რა თემაზეც გინდა წერო შენ..."
აი მეც გავიმეორე ჭას კომენტარი .. ბატონო კახა წარმატებები .. "არაჩვეულებრივად წერ...მკითხველს ითრევ...ითრევ და ცოტა ხანში უკვე ყურებით გყავს დაჭერილი...რა თემაზეც გინდა წერო შენ..."
აი მეც გავიმეორე ჭას კომენტარი .. ბატონო კახა წარმატებები ..
12. რამდენჯერ ითქვა ეს ერთი სიტყვა ამ ავტორთან,(არაჩვეულებრივი)მგრამ საშველი არაა მეც უნდა გავიმეორო.. არაჩვეულერივი თხრობის მანერა აქვს ამ ადამიანს...
და შენ როგორ ფიქრობ იაშა? ტბაში ვცურავდი და მოულოდნელად ზამთარმა მომისწრო?! - აქ გულიანა გამეცინა. შენი ხელწერა ნათლად ჩანს :)
დიუკ რიშელიოს მაღალი ზნეობის ნიშნად, ერთ მაგალითს მოგიყვანთ,<< ხო... ერთეულები ,მაგრამ იყვნენ და იქნებ არიან ეხლაც....
ლიოხა გრაფი კი მევასა :)) რამდენჯერ ითქვა ეს ერთი სიტყვა ამ ავტორთან,(არაჩვეულებრივი)მგრამ საშველი არაა მეც უნდა გავიმეორო.. არაჩვეულერივი თხრობის მანერა აქვს ამ ადამიანს...
და შენ როგორ ფიქრობ იაშა? ტბაში ვცურავდი და მოულოდნელად ზამთარმა მომისწრო?! - აქ გულიანა გამეცინა. შენი ხელწერა ნათლად ჩანს :)
დიუკ რიშელიოს მაღალი ზნეობის ნიშნად, ერთ მაგალითს მოგიყვანთ,<< ხო... ერთეულები ,მაგრამ იყვნენ და იქნებ არიან ეხლაც....
ლიოხა გრაფი კი მევასა :))
11. ძალიან მომწონს შენი პროზა/////სადა, სათქნელის მისია გაცხადებული, ზედმეტი მიკიბვ_მოკიბვის და მაქმანების გარეშე/////მადლობა შენ555555 ძალიან მომწონს შენი პროზა/////სადა, სათქნელის მისია გაცხადებული, ზედმეტი მიკიბვ_მოკიბვის და მაქმანების გარეშე/////მადლობა შენ555555
10. "არაჩვეულებრივად წერ...მკითხველს ითრევ...ითრევ და ცოტა ხანში უკვე ყურებით გყავს დაჭერილი...რა თემაზეც გინდა წერო შენ..."
ნანამ თქვა და სიამოვნებით ვიმეორებ:) და მოკითხვაც აქვე "არაჩვეულებრივად წერ...მკითხველს ითრევ...ითრევ და ცოტა ხანში უკვე ყურებით გყავს დაჭერილი...რა თემაზეც გინდა წერო შენ..."
ნანამ თქვა და სიამოვნებით ვიმეორებ:) და მოკითხვაც აქვე
9. ლომი ფორმაშია:) 5!
ლომი ფორმაშია:) 5!
8. მთელი ცხოვრების მანძილზე, მეუღლეები უდიდეს პატივს სცემდნენ ერთმანეთს, საოცრად თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ სარეცელი არასდროს გაუზიარებიათ. ვინ გაამტყუნებდა ევროპის ყველა სამეფო კარზე მიღებულ ჰერცოგს, ფეხქვეშ გადებულ ლამაზმანებთან ჩაეცხრო ვნება? არვინ! მაგრამ ღირსება არ აძლევდა ამის უფლებას და ტაძარში, ღვთის წინაშე დადებული ცოლ-ქმრული ერთგულების ფიცი, ცხოვრების ბოლომდე არ დაურღვევია. მართლაც ამაღლებული საქციელი... ჩემი ცოდვილი ტვინი ამას ვერ იტევს...:) ძარცვა-ქურდობის წესიც სხვაგვარი ჰქონდათ. არასდროს იპარავდნენ რელიგიურ-რიტუალური დანიშნულების ნივთებს, საქორწინო ბეჭდებს, წარწერიან ძვირფასეულობას. მიჰქონდათ მხოლოდ ფული, ფასიანი ქაღალდები და სამკაულები. ისიც პირწმინდად არა. დაახლოებით 10-20 პროცენტემდე ყოველთვის უტოვებდნენ პატრონს. არასდროს გაუძარცვავთ სასულიერო პირები, ექიმები და ხალხის სიყვარულით გამორჩეული ადამიანები. ძარცვაც არისტოკრატიულად ?...
ჰარალე...კახა...შენი ფანი ვარ!!!! არაჩვეულებრივად წერ...მკითხველს ითრევ...ითრევ და ცოტა ხანში უკვე ყურებით გყავს დაჭერილი...რა თემაზეც გინდა წერო შენ...ისე წერ, რომ მკითხველი ყოველთვის გეყოლება...5555555555555 მთელი ცხოვრების მანძილზე, მეუღლეები უდიდეს პატივს სცემდნენ ერთმანეთს, საოცრად თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ სარეცელი არასდროს გაუზიარებიათ. ვინ გაამტყუნებდა ევროპის ყველა სამეფო კარზე მიღებულ ჰერცოგს, ფეხქვეშ გადებულ ლამაზმანებთან ჩაეცხრო ვნება? არვინ! მაგრამ ღირსება არ აძლევდა ამის უფლებას და ტაძარში, ღვთის წინაშე დადებული ცოლ-ქმრული ერთგულების ფიცი, ცხოვრების ბოლომდე არ დაურღვევია. მართლაც ამაღლებული საქციელი... ჩემი ცოდვილი ტვინი ამას ვერ იტევს...:) ძარცვა-ქურდობის წესიც სხვაგვარი ჰქონდათ. არასდროს იპარავდნენ რელიგიურ-რიტუალური დანიშნულების ნივთებს, საქორწინო ბეჭდებს, წარწერიან ძვირფასეულობას. მიჰქონდათ მხოლოდ ფული, ფასიანი ქაღალდები და სამკაულები. ისიც პირწმინდად არა. დაახლოებით 10-20 პროცენტემდე ყოველთვის უტოვებდნენ პატრონს. არასდროს გაუძარცვავთ სასულიერო პირები, ექიმები და ხალხის სიყვარულით გამორჩეული ადამიანები. ძარცვაც არისტოკრატიულად ?...
ჰარალე...კახა...შენი ფანი ვარ!!!! არაჩვეულებრივად წერ...მკითხველს ითრევ...ითრევ და ცოტა ხანში უკვე ყურებით გყავს დაჭერილი...რა თემაზეც გინდა წერო შენ...ისე წერ, რომ მკითხველი ყოველთვის გეყოლება...5555555555555
7. ბატონმა კახამ მკითხა ერთხელ მარტაკვეცა, ნუთუ ეს წარღვნამდელი ისტორია მართლა გაიტერესებსო :)
ბატონო კახა,როგორ შეიძლება არ მაინტერესებდეს? ბატონმა კახამ მკითხა ერთხელ მარტაკვეცა, ნუთუ ეს წარღვნამდელი ისტორია მართლა გაიტერესებსო :)
ბატონო კახა,როგორ შეიძლება არ მაინტერესებდეს?
6. მოისეი ბატონის არ იოყოს, რომ გავიღვიზე ზღვა იტყო, ცოტახანში მივხვდი ტბამდე ქაჩავდა, ეხლა ვრწმუნდენი დიოგენესავით კასღში ვარ:) ოღონდ ნახევრად სავსეა(ოპტიმისტ) ხოდა მოი ჩემთან და დავცალოთ:) კატოვსკის მამობა არ გავიგო , ტვარა ვერაა , ჩემი გამკავებელი ვერავინ:) მოისეი ბატონის არ იოყოს, რომ გავიღვიზე ზღვა იტყო, ცოტახანში მივხვდი ტბამდე ქაჩავდა, ეხლა ვრწმუნდენი დიოგენესავით კასღში ვარ:) ოღონდ ნახევრად სავსეა(ოპტიმისტ) ხოდა მოი ჩემთან და დავცალოთ:) კატოვსკის მამობა არ გავიგო , ტვარა ვერაა , ჩემი გამკავებელი ვერავინ:)
5. მოვუბრუნდები ამას... სხვა ხასიათი მჭირდება შენს წასაკითხად... ეხლა კი მოკითხვას და სითბოს დავტოვებ... მოვუბრუნდები ამას... სხვა ხასიათი მჭირდება შენს წასაკითხად... ეხლა კი მოკითხვას და სითბოს დავტოვებ...
4. მოგიკითხეთ ბატონო კახა...კვირაცხოვლობას გილოცავთ და ასევე ყველა გასულ დღესასწაულს :) ბატონ გიგოს ვეთანხმები! მოგიკითხეთ ბატონო კახა...კვირაცხოვლობას გილოცავთ და ასევე ყველა გასულ დღესასწაულს :) ბატონ გიგოს ვეთანხმები!
3. ძმაკაც!!! მაგარი ხარ მწერალო!!! გაიხარე შენა!!! ძმაკაც!!! მაგარი ხარ მწერალო!!! გაიხარე შენა!!!
2. დედა? რა საცნობი კახაა, მედი? როის დამალა ამ კაცმა, ჰა-რა-ლეობა?
კარგია, კახაბერ! =D> =D> =D> 5 და მერე მკითხავ, "რატომ უნდა ვწერო და თქვენ რატომ უნდა წაიკითხოთო"? :-?
მოკლედ, უკვე სახალხოდ ვამბობ: ნაცნობ მწერლებს შორის ჩემი უუუუსაყვარლესი პროზაიკოსი ხარ! N1 პროზაიკოსი! :-* უმორჩილესად გთხოვთ ურაკელებს, - ნუ შემომეცილებით! მაინც არ დავთმობ პირველობას! :))))))))))))) დედა? რა საცნობი კახაა, მედი? როის დამალა ამ კაცმა, ჰა-რა-ლეობა?
კარგია, კახაბერ! =D> =D> =D> 5 და მერე მკითხავ, "რატომ უნდა ვწერო და თქვენ რატომ უნდა წაიკითხოთო"? :-?
მოკლედ, უკვე სახალხოდ ვამბობ: ნაცნობ მწერლებს შორის ჩემი უუუუსაყვარლესი პროზაიკოსი ხარ! N1 პროზაიკოსი! :-* უმორჩილესად გთხოვთ ურაკელებს, - ნუ შემომეცილებით! მაინც არ დავთმობ პირველობას! :)))))))))))))
1. მიუხედავად საოცრად საინტერესო თხრობისა,თქვენებური იუმორი ურევა--" და შენ როგორ ფიქრობ იაშა? ტბაში ვცურავდი და მოულოდნელად ზამთარმა მომისწრო?! "- გიცანი!:) მიუხედავად საოცრად საინტერესო თხრობისა,თქვენებური იუმორი ურევა--" და შენ როგორ ფიქრობ იაშა? ტბაში ვცურავდი და მოულოდნელად ზამთარმა მომისწრო?! "- გიცანი!:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|