ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერეთელი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2010


შეგვინდე გამჩენო

ჩემს თვალწინ მწვანდება მთები და სიმწვანე
ჩემთვის უჩვეულო სიმშვიდით გადმომაქვს
ფურცელზე. დილიდან სულს ლექსი მიწვალებს,
სულს ლექსი არ აცდის (დაცემულს) აღდგომის
სიხარულს გაენდოს... ფაჩუნით იღვიძებს
ბალახი. სინედლის სუნი აქვს ზმორებას
ღეროთა. და სული ზეცისკენ მიმიწევს.
ხარაკირს არასდროს ვაპირებ! ცხოვრებას
მე უნდა ცხელ სილად გავეწნა. მე უნდა
ბრმა სიკვდილს სიცოცხლე ვაჩვენო. შიშველი
ხელებით ყველა მტერს ვამარცხებ. შეუნდე
უფალო, ვინც მიწას გამოცდა!
გვიშველე უფალო მიწაზე დარჩენილთ!
შეგვინდე, გთხოვ, ძმების ზღვა სისხლის გამოც და
შეგვინდე დედების ზღვა ცრემლის გამოც და
შეგვინდე მამათა ცოდვების გამოც და
შეგვინდე... შეგვინდე! შეგვინდე გამჩენო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს