ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2010


შეშლილი დღე

შეშლილი დღეა!
                          მღვრიე ქუჩაში ავტობუსები მიდი-მოდიან,
ირგვლივ ჭრელჭრელი ხმაურობს ხალხი და სადღაც ისმის ყრუდ მელოდია,
ცაში ღრუბლებიც მიდი-მოდიან...
ეს დღეც მიჰყვება ჩვეულ შარაგზას და არ ირღვევა დღეების რიგი,
დრო კვლავაც ფურცლავს თავის კალენდარს და მომავლიდან წარსულში მიდის...
მე მოთმინება მაქვს უფრო დიდი
ვიდრე თვით სიკვდილს,რომელიც ელის თავის დროს და ჟამს,
მე კი გელოდი მთელი ცხოვრება თითქმის ყოველ წამს,
და ჰა!მოხვედი...
შენი თვალების ვარსკვლავთა სხივი ჩემს სულის სარკეს მოელამუნა
და მე არ ვიცი თუ შენ რა გქვია_ნინო?!ნათია?!მზია?!თამუნა?!
არც მსურს ვიცოდე...
მინდა რომ მხოლოდ შენი ტრფობის ცეცხლით ვიწვოდე
და შენც იწვოდე...
და არსად იყოს წყაროს წყალი სუფთა,ანკარა,
ორივეს გვწვავდეს ტრფობის ცეცხლი,ვით მზე-თაკარა,
მე ვერ ვახერხებ შენთან ლაპარაკს,
რადგან დავმუნჯდი...
ასე მგონია შენი ხიბლი ამუნჯებს ყველას,
შენი თვალების ვარსკვლავები საოცრად ელავს,
შენი ტუჩები-მაგნიტები...
                                          ეს გული ღელავს
ისე როგორც ზღვა...
და მე არ მინდა სხვა ზღაპარი,არც ოცნება სხვა...
                                                          დმ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები