უსიტყვოდ გენდე (ნეტავ ვინ მთხოვა?) და იმის შემდეგ არ წყდება თოვა... /გომელაური/
_თაამ,ბებოს რომ არ გეძახი,ნეტავ.. _არა,არ მწყინს _ჩემი საყვარელი ბებო ხარ შენ,თამ. ჩამეხუტე რაა..მჭირდები..ამდენი ჰაერია ახლა აქ და მაინც მიჭირს სუნთქვა..მალე გამოვკეთდები? _გაგივლის,ჩემო კარგო..._ჩაახველა მოხუცმა და განაგრძო საუბარი,თან ეჭვით გადახედა იმავე სკვერში გვერდით სკამზე მჯდომ თმაშევერცხლილ მამაკაცს.._დროზე რომ ამბობენ,მთლად ტყუილი კი არააა?დამიჯერე,შენ მოინდომო უნდა და თავი აკონტროლო..ესაა სულ.გამიღიმე,უნდა სცადო გაღიმება და გამოგივა..მეც ასე ვისწავლე ღიმილი ხელახლა.იფიქრე,რომ არააა ღირსი..იქნებ დანახვისას მისი სახელის დაძახებაც მოგინდეს,ხმამაღლა და მთელი ემოციის ჩაქსოვით,მაგრამ,ვიცი,თავს შეიკავებ.ტირილიც მოვა,იქნებ ყველაზე შეუფერებელ სიტუაციაშიც,მაგრამ გიშველის. _თაამ,პირველია და მის დანახვაზე ვიცი,რაც დამემართება ყოველთვის:ხელახლა მოვკვდები. აი,შენ ახლაც მელაპარაკები ადამიანზე,რომელსაც არც კი ვიცნობ და შენ ასე გიყვარდა..ბაბუამაც კი იცოდა..და ახლა მეუბნები,რომ დავივიწყებ და გამივლის ეს ემოცია??თაა,შენც ხვდები,რომ მატყუებ _გოგონი,-უცებ ჩაერთო საუბარში მოხუცი კაცი,საოცრად მეტყველი,თუმც ჩაქრობის პირას მისული თვალებით_თამო მართლაც რომ სიმართლეს ამბობს,დაუჯერე!წინ უნდა იარო სულ და გაბედულად.არავინ არ ღირს საკუთარი თავისთვის დაბრკოლების შექმნის მიზეზად,ბარიერები ისედაც უამრავია ამ ცხოვრებაში.თამო,შენ კი ისევ თაფლისფერი თვალები გაქვს და ამჯერადაც მარიდებ მათ,სიკვდილამდე არც ისე ბევრი გვაქვს დარჩენილი..მივესალმოთ ერთმანეთს,მზერის არიდების გარეშე..ცაში ყურება მერეც გვეყოფა.. გოგონა გაოცებული უყურებდა სრულიად შეცვლილ "თამ"_ს,რომლის დახმარებითაც ისწავლა ემოციების კონტროლი და ვეღარაფერი გაეგო.ბებო ადგა,ღიმილისმაგვარი ემოცია გამოესახა სახეზე,ისე,ძველის გახსენების ღიმილი იყო.თავი დაბლა დაწია და ნელი ნაბიჯით გზა განაგრძო...
თავჩაღუნული მოხუცი კაცი მიატოვა გოგონამ და აჩქარებული ნაბიჯით წამოეწია "თამ"_ს. _რა აზრი აქვს წინ სიარულს,როცა უკან ყველაზე მნიშვნელოვანს ტოვებ,თამ?
"Есть такие мгновения в жизни, такие чувства... На них можно только указать - и пройти мимо" / Тургенев/