ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2010


SOCIO (შესასვლელი ფანჯრიდან)

პირველი მოვიდა, რომ ენახა!
იყო მეორე
მესამე წავიდა და სხვებს მოუყვა არაფერი.

მე კი ვესაუბრები, არც პირველს, არც მეორეს და არც მესამეს.

ქალბატონებო და ბატონებო.
ბავშვებო, მოხუცებო და გაურკვეველი წლოვანების ადამიანებო.
დაუშვით ხელები დაბლა!
მათ ვისაც არ თვლით ნორმალურებად
აქვთ იმედი, რომ ერთ დღეს ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პირიქით.
ჩვენ ისტორიებს გამოვუგონებთ პერსონაჟებად ერთმანეთს,
თვალებზე ხელს ავიფარებთ და დავარწმუნებთ საკუთარ თავებს, რომ
ასე ყველაფერი უკეთ ჩანს.
მოვისვრით უკან, შიშებით შექმნილი სახლის სახურავებზე
მარტოობას, რომელსაც ძალიან
ადვილად შეგიძლია მივეჩვიოთ.

ომის შტორმში მიტოვებული მელოდიები ეხლაღა იკრეფენ
ძალებს და მარშით მოემართებიან ჩვენი
ოთახებისკენ, სადაც ყველა შესასვლელი კარი დაკეტილია
და  სიცოცხლის არავითარი ნიშანი არ შეიმჩნევა.

ღია ფანჯრიდან გადავდივარ ოთახში
წამით  ვფიქრდები...
ჩაკეტილი, რომ დაგხვედროდათ, ჩაამტვრევდით კი ფანჯარას
აქ შემოსასვლელად?

საკლასო ოთახში, ბიჭი კითხულობს მოთხრობას მამაზე, სადაც მამა იყო გემი გადაჩეხილი სიბნელეში, თანაკლასელები ხელისგულზე ნიკაპ ჩამოდებულები უსმენენ ბიჭს, უყურებენ მოწყალების თვალებით,
ფიქრობენ რომ მამა მკვდარია.
მორჩა! ეს უკვე ზედმეტია!


საწერ მაგიდაზე თეთრ ფურცლებს ვავსებ ასოებით
და ვამჩნევ როგორ ჩამოჯდა ოთახში
აბრეშუმის ხალათში გამოხვეული სიჩუმე
და ჩვენ ერთმანეთს ვუყვებით ისტორიებს.
და გვესმის ერთმანეთის.

მარტივად ვყვები, როგორ მინდოდა გადავსულიყავი
ღობიდან ვაშლის ხეების ბაღში, მაგრამ
მე ყოველთვის ვეცემოდი ძირს ხელებით,
სხვებს ჩემი მუხლების ყვირილი ესმით.

ვცვილი ისტორიებს მაგრამ ბოლო მაინც წვავს მათ!

მე ვნახე მკვდარი ადამინები გზის ბოლოში,
რომელიც მე დავხაზე მანამდე სანამ ანგელოზს ნახავდნენ ჩემთან.
სულელები!
მე მხოლოდ მინდა ვიყო ღმერთი!


-----------------------------------------------------------------------------------

თუ თქვენ ვერსად ნახეთ აქ თვითფრინავიდან გადმოყრილი
ცვილის ფიგურების მიერ შესრულებული
წვიმის ცეკვა.
აღარ აქვს აზრი არაფერს და გეუბნებით:
არ არსებობს ყოველთვის!
იომეთ! იომეთ!  იომეთ


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები