ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2010


ყაყაჩო


ცისა და მიწის რჩეული,
ყაყაჩო იდგა ყანაში,
ყველასგან გამორჩეული,
ყველა ყვავილზე ლამაზი.
შევახე ხელი...-
ყანამ ისე ჩამიშრიალა...-
ვეღარ გავბედე...
(აი, მესმის "პირადი მცველი".)
მხოლოდ შორიდან ვუყურებდი,
რა უნდა მექნა?
შავ თვალს მიკრავდა...
რას დაგიდევდათ
ჩემს სიყვარულს,
ცა და მიწა გულში იკრავდა.
მერე მთელი გზა,
ხილვა მისი,
მანქანასთან ერთად
მიმყავდა...
შუა ყანაში როგორ იდგა,
როგორ მიყვარდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები