ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
26 აპრილი, 2010


მაპატიე... ("100 სტყვა"-2010)

- მომენატრე... – მოვიდა და ჩემ წინ გაჩერდა.
- ???? – უხმოდ მივაჩერდი.
- მაპატიებ?
- რას?
- ერთად რომ არ ვართ...
- ღირს კი?
- ალბათ... იმიტომ, რომ გიყვარვარ...
- შენ?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, შენ გიყვარვარ!... მე შენთვის მოვედი.
- ჩემთვის? მაშინ მაკოცე...
- რისთვის?
- ხომ გინდა, გაპატიო?
- მინდა... მე ისიც მინდოდა, გვყვარებოდა ერთმანეთი...
- რამ შეგიშალა ხელი?
- შენმა სიყვარულმა! შენ იმდენად გიყვარდი, რომ... გრძნობებისგან დავიცალე... ამიტომ წავედი!...
- რიღასთვის დაბრუნდი?
- მომენატრე... სიგიჟემდე!
- გრძნობებისგან რომ დაგცალე, მაინც?
- მაინც...
- მაკოცე, გთხოვ...
- ვერა, მერე ვეღარ წავალ...
- ნუ წახვალ, დარჩი...
- უნდა წავიდე, მაპატიე...


ცრემლიანს გამეღვიძა.
გული ჩამწყდა, - მან ჩემ საკუთარ სიზმარშიც კი არ მაკოცა!
თუმცა, ეს მე მიყვარდა და არა მას...
მაპატიე ეს სიყვარული!...
მაპატიე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები