ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2008


ნიკორა



უდარდელ ბავშვობის უცბად გახსენებამ
ტკივილით დაწერა სათქმელი ლექსებად,
რომ თუმცა არავის ახარებს ამითი,
რეფორმატორი დრო ცვლის ხოლმე წესებს და

ჯადო-სალამური ამაოდ ეძახის,
მიჭირსო, ნიკორა, დამჩაგრა ცხოვრებამ
(სხვანაირ ამბებს და „ჰეფი ენდს“ შეჩვეულ
პატარა ძამიკოს, არც ემახსოვრება)

და ობლებს ვერავინ ვეღარ გადააფრენს
ცხრა მთას და ზღვას იქით, როცა დედინაცვალს
ისევ მოუნდება დაჩაგროს გერები...
საკვებად აქციეს ხარი, ზღაპრის ნაცვლად.

ზღაპარიც რატომღაც ბოროტად დასრულდა,
იყო და... ეჰ, თითქოს აღარც კი იყო რა...
საფირმო ძეხვებად დააწყვეს დახლებზე,
ჩემი მეგობარი, ერთგული ნიკორა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს