ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2010


ზიარჭურჭელი

                                  /ფ-ას/

მე და შენ ერთი ჭურჭელი ვართ,
თანაც ზიარი, -
ზღვის ქალაქში ბევრი ვიარეთ,
სხვა სახელებს ვარქმევდით გემებს...

ახლა შენ ღვინით გაივსები,
მეც ამ დონეზე...
ახლა შენ წვიმით - სანახევროდ, 
მეც ნახევრამდე...
ვღელავთ...
ვრაკრაკებთ...
თიხის გვაქვს ფსკერი...

შორს ქარი მღერის, 
გადახარა ღრუბლის კონუსი,
ამაღამ გველი ხარს - ძოწისფერს - მზერით მონუსხავს, 
და ვიდრე დასცემს ტკბილი სამსალით,
ჩვენ სიზმრებმა უნდა დაგვცალონ,

(ერთმანეთის),

ბოლო წვეთამდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები