ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2010


ხომ ისიც შენ გიყურებდა?..

შუაღამე შეიმოსა ლურჯი კაბით, ალმასებით...
რა საოცრად კიფობენ ამ ლურჯ ცაზე ვარსკვლავები?!
ვეკითხები ყოველღამე,  ვეკითხები ისევ მთვარეს
ისიც ხომ შენ გიყურებდა როცა წერდა " მე და ღამეს"?!
                    _ _ _
რა სიმართლე ედო გულში, რა ნაღველი ქონდა თვალებს,
როცა ქმნიდა უკვდავებს, როცა წერდა "მესაფლავეს"
შენ იმ ღამის მოწმეც იყავ, ასეთივე გქონდა ფერი,
უღალატე მეგობრობას და დასცერე ჯვარი მერის...
                  _ _ _
ყოველ ღამე შეამჩნევდი, პოეტ მეფის თავზე ხელებს,
სად მიჰქროდნენ ის ფიქრები: აჭენებდნენ "ლურჯა ცხენებს"
ეჰ იმ ღამესაც შენ ანათებდი რომელ ღამესაც ცამეტი ჰქვია
ალბად ცამეტჯერ ხმამაღლა გთხოვა ალბად ცამეტჯერ ცამეტი ტყვია
                  _ _ _
საბედისწერო ავბედით ღამეს, ალბად მაშინაც შენ იყავ მოწმე,
მთვარე ხარ მაგრამ ამ დიდი ცოდვით შენ საქართველოს ლაჯვარდი მოსპე
გალაკტიონის (და მასთან) ჩემიც მხოლოდ ერთი ხარ მესაიდუმლე!
არ შეიძლება ამ ლექსის მერე, როგორც ყოველთვის, ისევე დუმდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები