ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2010


თბილისი

სისხამ დილით წამოვდექი, ჩაუყევი სანაპიროს,
დავინახე, მუხლმოდრეკით ესალმება მტკვარი სიონს,

მივაშურე მეტეხის ხიდს, მეგებება გრილი სიო...
მეკითხება: არ გინახავს? მე დავეძებ გალაკტიონს!...

ქართლის დედა თასით მლოცავს, მოყვარე ვარ, გადმომყურებს...
ეგებება ნარიყალა - მასპინძელი ჩამოსულებს.

მეიდანიც თბილისურად ეგებება უცხო რჯულებს
გორგასალი მეტეხიდან ააძგერებს გამვლელთ გულებს

მე გავყევი ორთაჭალას, - ბაღი მხვდება ხელგაშლილი
ვხედავ, ტირის და უმღერის წასულ ბიჭებს სეფაშვილი,

იქვე ხატავს ფიროსმანი, - ქალი უზის თმებგაშლილი.
ამ ქალაქის სიმბოლო კი - ხოხობია ფრთებგაშლილი

ასეთია ეს თბილისი: თბილია და ხანიერი.
ეს ქალაქი ყოფილიყოს კიდევ მრავალჟამიერი!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები