ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2010


დროს გამოვასწრებ

ასე მგონია, ჩემმა გრძნობამ თქვა ყველა სიტყვა,
ასე მგონია, ჩემი ბედი წინასწარ ითქვა,
თქვენივე დროში, მანდ მოსული მე დავსვავ კითხვას,
შემოგევლეო_ შენ, ბოლო დროს, ვინმესთვის გითქვამს?!


შენივე სული შენ ბოლო წამს იგევეს გკითხავს,
დაგისვამს კითხვას_ მიყვარხარო, ვინმესთვის გითქვამს?!
არ ვწერ იმიტომ ამ კველაფერს, მოუხდეს რითმას,
ნეტავ, გრძნობები ცოცხალია?!_ ეს მინდა ითქვას.


თქვენგან წლებით შორს, ჩემს აწმყოში, სარკის წინ ვდგავარ,
არც უკვდავებას, აღარც მოკვდავს მე აღარ ვგავარ,
თქვენთვის წარსულში, აქ აწმყოში, სარკეში ვჩანვარ
საკუთარ თვალებს უყურებ და ვამბობ, რომ სხვა ვარ.


მე ყველა სიტყვას სტრიქონებში გულიდან ვაწყობ,
დროს გამოვასწრებ, შევერევი მე თქვენთან აწმყოს,
გულს რაღა უნდა, ვეღარ ვხვდები, რისი თქმა აწყობს...
მოგონებები დაემსგავსა იმედის საწყობს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები