ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2010


წერით ხატვას მიმაჩვია მთვარემ

ჩუმად, ჩუმად,
არ დაირღვეს სიჩუმე!
არ გათენდეს
ჩქარა ჩუმი ღამე.
მე მუზები
შენი. ჩუმად ვიჩუქე
და მივაწერ
ალბათ, ჩუმად, სადმე.
ჩუმად, ჩუმად,
არ დაირღვეს სიჩუმე!
ყურში ჩუმად
ჩამჩურჩულა მთვარემ,
მე მუზები
ჩემი, ჩუმად გაჩუქე,
თან დაწერე
თან დახატე, სადმე.
მთელი ღამე
არ დაირღვა სიჩუმე,
ვისაუბრეთ
მე და ლურჯმა ღამემ,
წერით ხატვას
მიმაჩვია სიჩუმემ,
წერით ხატვას
მიმაჩვია მთვარემ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები